დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 40 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/11/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/12/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.132.016344 |
|
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ქალაქ ბათუმი მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №20 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 30/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.132.016303) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 და №2 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
თავი I ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
1. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ( ათას ლარებში )
2. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ( ათას ლარებში )
|
მუხლი 2.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 153,268.9 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 3.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 31,300.0 ათასი ლარის ოდენობით: ( ათას ლარებში )
|
მუხლი 4.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 82,602.7 ათასი ლარის ოდენობით: ( ათას ლარებში )
|
მუხლი 5.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 39,366.2 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 6.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 87,921.5 ათასი ლარის ოდენობით: ( ათას ლარებში )
|
მუხლი 7.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 47,990.6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 61,720.6 ათასი ლარის ოდენობით: ( ათას ლარებში )
ბ) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 13,730.0 ათასი ლარის ოდენობით: ( ათას ლარებში )
|
მუხლი 8.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 149,642.1 ათასი ლარის ოდენობით:
( ათას ლარებში )
|
მუხლი 9.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 17,356.8 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 10.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
1. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება – 633.6 ლარის ოდენობით: ა) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა – 737.5 ათასი ლარის ოდენობით: ბ) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება – м 103.9 ათასი ლარის ოდენობით: ( ათას ლარებში )
|
მუხლი 11.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
1. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება - 16,723.2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება – 16,723.2 ათასი ლარის ოდენობით: ( ათას ლარებში )
|
თავი II
ქალაქის ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 12.
ქალაქის ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
განისაზღვროს ქალაქის ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები შემდეგი რედაქციით:
|
თავი III
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 13.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 167,102.8 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
დოკუმენტის კომენტარები