შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავკასიის ფრანგული სკოლის დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავკასიის ფრანგული სკოლის დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12/16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 21/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016505
12/16
31/08/2017
ვებგვერდი, 04/12/2017
480610000.03.030.016505
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავკასიის ფრანგული სკოლის დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავკასიის ფრანგული სკოლის დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ

საქართველოს მთავრობა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობა

შემდგომში  „მხარეებად“ წოდებულნი,

ესწრაფვიან შემდგომშიც  განავითარონ ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობები განათლების სფეროში, 1997 წლის 3 თებერვლის   საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის კულტურულ, სამეცნიერო და ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის  შესახებ შეთანხმების შესაბამისად,

დარწმუნებულნი   არიან,   რომ       განათლების   სფეროში   თანამშრომლობა   ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგების განმტკიცებასადა  მათი ისტორიისა და კულტურის უკეთ ურთიერთგაცნობას,

თანხმდებიან შემდეგზე:


მუხლი 1

მხარეები ითანამშრომლებენ კავკასიის ფრანგული სკოლისთვის (შემდგომში - „სკოლა“), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ავტორიზაციის მინიჭების მიზნით და ამგვარად ხელს შეუწყობენ ამ ქვეყანაში აღნიშნული სკოლის ფუნქციონირებას.

მუხლი 2

მხარეები იხელმძღვანელებენ შემდეგი პრინციპებით:

1. კავკასიის ფრანგულ სკოლას მიენიჭება ავტორიზაცია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, სკოლას მიენიჭება საფრანგეთის

რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ლიცენზია, რამდენადაც იგი შეესაბამება საფრანგეთის კანონმდებლობასა და რეგულაციებს ამ მიმართებით.

2. სკოლა, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება, იფუნქციონირებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წვლილს შეიტანს საფრანგეთის რესპუბლიკისა და საქართველოს შორის თანამშრომლობაში, ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიერ უცხოური ენების შესწავლას, შესთავაზებს მსურველებს მაღალი ხარისხის განათლებასა და პოზიტიურ სასწავლო გარემოს;

3. სწავლების ძირითადი ენა იქნება ფრანგული, ამასთან, სავალდებულოა ქართული ენის სწავლება ყველა მოსწავლისთვის. სასკოლო პროგრამა შესაბამისობაში იქნება საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და ხელს შეუწყობს საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას.

4. სასწავლო პროცესი ძირითადად წარიმართება ფრანგული მხარის მიერ გამოგზავნილი მასწავლებლების მიერ, ამასთან, საგანმანათლებლო პროცესის თავისებურებების გათვალისწინებით, სკოლაში დასაქმებულნი იქნებიან ქართველი მასწავლებლებიც.

მუხლი 3

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 4

1. თითოეული მხარე აცნობებს მეორე მხარეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო თავისი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ. შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეტყობინების მიღების დღიდან.

2. წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია დამატებითი ოქმის გაფორმების გზით, რომელიც ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. შეთანხმება ძალაში იქნება 3 წლის განმავლობაში და ავტომატურად განახლდება.

4. ნებისმიერ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, არანაკლებ ექვსი თვით ადრე, დიპლომატიური არხების მეშვეობით მეორე მხარისთვის შეტყობინების შემთხვევაში.

წინამდებარე შეთანხმება ხელმოწერილია 2017 წლის 31 აგვისტოს, ორ დედნად, თოთოეული ქართულ და ფრანგულ ენებზე ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

(ხელმოწერილია)

საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

საქართველოს მთავრობის სახელით