„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 89
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016539
89
06/12/2017
ვებგვერდი, 07/12/2017
280120000.22.026.016539
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №89

2017 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ, №134, 27/09/2007, სარეგისტრაციო კოდი: 280.120.000.22.026.010.857) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

1. ბრძანების 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც გადიან საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრულ სპეციალურ კურსს/კურსებს, სპეციალური კურსის გავლის პერიოდში უზრუნველყოფილები არიან მხოლოდ კვებით, სამედიცინო/საყოფაცხოვრებო მომსახურებითა და განთავსდებიან ყაზარმაში. ამ პირებს, გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, ხელფასი ენიშნებათ კურსის/კურსების წარმატებით გავლის შემდეგ მუდმივ შტატზე დანიშვნის შემთხვევაში. სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასი ენიშნებათ სამხედრო ნაწილში ჩარიცხვის დღიდან.“.

2. ბრძანებას დაემატოს 412 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„412. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პირის (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის), აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურის დაღუპვის/გარდაცვალების სხვა შემთხვევაში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ბრძანების 41-ე პუნქტში, მის ოჯახს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით (მაგრამ არაუმეტეს 10000 ლარისა) შეიძლება მიეცეს ერთჯერადი დახმარება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია