„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 191/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 30/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017443
191/ნ
30/11/2017
ვებგვერდი, 05/12/2017
430010000.22.022.017443
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №191/ნ

2017 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში (სსმ, 163, 14/12/2010) და ბრძანების მე-4 პუნქტით დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალში“ (დანართი №4) ამოღებულ იქნეს შემდეგი პროფესიული სპეციალიზაციები:

1.020355 ბორტგამყოლი/გამცილებელი;

2. 070853 პრეპარატორი;

3. 070854 ექსპონატების გადამტანი;

4. 080369 ვიზაჟისტი (დეკორატიული კოსმეტოლოგია);

5.112061 დასუფთავების სამსახურის სპეციალისტი;

6. 080352 სანახაობრივ ღონისძიებათა დიზაინერი;

7. 080375 ავეჯის დიზაინის კონსტრუირების სპეციალისტი;

8. 040155 პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიების დეველოპერი;

9. 040351 ბიოსამედიცინო აპარატურის ტექნიკოსი;

10. 040751 მძღოლ-ექსპედიტორი;

11. 040758 შტურმანი;

12. 040759 ბორტინჟინერი (ბორტმექანიკოსი, ბორტოპერატორი);

13. 040760 ბორტრადისტი;

14. 040761 რადიონავიგაციის ტექნიკოსი;

15. 010354 თევზის მომშენებელი;

16. 040857 საფრენი აპარატების წარმოების ავიატექნიკოსი;

17. 040858 საპარაშუტო და ავარიული სამაშველო საშუალებების ავიატექნიკოსი;

18. 040859 საავიაციო შეიარაღების ავიატექნიკოსი;

19.041055 მინისებრი და კერამიკული დანაფარებით მასალების დეკორატიული გაფორმების სპეციალისტი;

20. 041056 პლასტმასის ჩამომსხმელი;

21.041152 მეღუმელე;

22. 041268 სამსხმელო შენადნობების მდნობელი;

23. 041454 ღია სამთო სამუშაოების სპეციალისტი;

24. 041457 საბურღი ხსნარების სპეციალისტი;

25. 041555 აგრომოწყობილობების ელექტრიკოსი;

26. 041661 აეროპორტების მექანიზაციისა და ავტომატიზაციის საშუალებათა მომსახურების ავიატექნიკოსი;

27. 080456 დრამის რეჟისორ-რეპეტიტორი;

28. 041464 წმენდითი სამუშაოების ტექნიკოსი;

29. 030251   აღმზრდელი (ბაგა-ბაღი);

30. 041153 ფერადი ლითონების გადამმუშავებელი;

31. 040953 ხე-ტყის დამზადება-დამუშავების საწარმოთა ტექნიკოსი;

32. 060451 კრიმინალისტი (ფოტოდაქტილოსკოპისტი).

მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლის „1“-„31“ ქვეპუნქტები ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
ამ ბრძანების პირველი მუხლის „32“ ქვეპუნქტი ძალაში შევიდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი