„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 504
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/11/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.020213
504
27/11/2017
ვებგვერდი, 28/11/2017
470230000.10.003.020213
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №504

2017 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/01/2017, 470230000.10.003.019741) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის:

1. მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:

თ.ა) სპეციალიზებული ავტომანქანების (10 ერთეული რეანიმობილი, მაღალი გამავლობის ავტომობილი 22 ერთეული ახალი და 4 ერთეული მეორადი მაღალი გამავლობის) შესყიდვა;

თ.ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებისათვის ნეონატოლოგიური მომსახურებისათვის საჭირო აპარატურის (5 ერთეული ახალშობილთა სატრანსპორტო კიუვეზისა და 5 ერთეული კიუვეზთან თავსებადი ფილტვის ხელოვნული სუნთქვის ვენტილაციის აპარატი) შესყიდვა;

თ.გ) სპეციალიზებული ფორმების შესყიდვა;

თ.დ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფებში 17 ახალი ოფისის აღჭურვა ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით;“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები:

„ჟ) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული ლანჩხუთის სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო  რენტგენოგრაფიული სისტემის შესყიდვა;

რ) საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის (შემდგომში – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა.“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ პროგრამის  მე-2 მუხლის „ა“, „დ.ბ“, „ზ“, „თ“, „ი“, „ნ“, „ო“, „პ.ბ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 16 505.9 ათასი ლარით:

 

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

3 051.2

2

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)

5 000.0

3

ა(ა)იპ – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება

315.0

4

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“:

940.0

 

4.1. ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად  საიჯარო გადასახადის გადახდა  

430.0

 

4.2. ფუნქციონირებისათვის საჭირო თანამედროვე სტაციონარული რენტგენის დანადგარის – მაღალტექნოლოგიური რადიოგრაფიულ-ფლუოროსკოპიული კომპიუტერიზებული სისტემის შესყიდვა

510.0

5

ქ. თბილისში ტუბერკულოზის ეროვნული სათავო/რეფერენს ლაბორატორიის მშენებლობა (თანადაფინანსება)

289.6

6

პროგრამის ადმინისტრირება

48.0

7

მშენებარე ობიექტების გარე კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა და კომუნალური მომსახურების ხარჯები

200.0

8

სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:

5 870.6

 

8.1. სპეციალიზებული ავტომანქანების (10 ერთეული რეანიმობილი, მაღალი გამავლობის ავტომობილი 22 ერთეული ახალი და 4 ერთეული მეორადი მაღალი გამავლობის) შესყიდვა

4 711.8

 

8.2. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებისათვის ნეონატოლოგიური მომსახურებისათვის საჭირო აპარატურის (5 ერთეული ახალშობილთა სატრანსპორტო კიუვეზისა და 5 ერთეული კიუვეზთან თავსებადი ფილტვის ხელოვნული სუნთქვის ვენტილაციის აპარატის) შესყიდვა

208.0

 

8.3. სპეციალიზებული ფორმების შესყიდვა

778.4

 

8.4 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფებში 17 ახალი ოფისის აღჭურვა ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით

172.4

9

საექსპერტო/საინჟინრო სამუშაოები

32.0

10

მოსაკრებლის გადახდა

4.6

11

ქ. ზუგდიდში სკრინინგცენტრის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის (მიზნობრივი გრანტის ფარგლებში) დამატებული ღირებულების გადასახადი

81.5

12

მესტიის მუნიციპალიტეტის შპს „მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანებისათვის“ ენდოსკოპიური (ლაპარასკოპიული) აპარატის შესყიდვა

171.0

13

სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის მეორადი (4 ერთეული) მაღალი გამავლობის ავტომანქანების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებად გადაკეთებისა და მათი აღჭურვისათვის საჭირო აპარატურის შესყიდვა

100.0

14

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის (EMERGENCY) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

100.0

15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საჭიროებისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში (იაღლუჯი) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტის:

91.5

 

15.1.  სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

47.5

 

15.2.  სამედიცინო მოწყობილობებისა და ავეჯის შესყიდვა

44.0

16

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული ლანჩხუთის სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო  რენტგენოგრაფიული სისტემის შესყიდვა

199.1

17

საქართველოს დაზვერვის სამსახურის (შემდგომში – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) სამედიცინო პუნქტისათვის სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა

11.8

 

 სულ:

16 505.9

.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი