დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური |
| მიღების თარიღი | 27/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ფინანსურის მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №4
2017 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №3 დანართში, სადაც მოცემულია იმ იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან , №88 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №1 დანართში მოცემული რედაქციით.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ხასაშვილი
დანართი №1
იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან
|
№ |
ორგანიზაციის დასახელება |
დასახელების სხვა ვარიანტები |
მისამართი |
სიაში შეყვანის თარიღი |
სხვა ინფორმაცია |
|
88. |
LASHKARI JHANGVI (LJ) |
|
|
03.02.03 (ცვლილებები 13.12.11 20.11.17) |
დაფუძნდა პაკისტანის პუნჯაბის რეგიონსა (Pakistan’s Punjab region) და ქალაქ კარაჩში (city of Karachi). მიუხედავად 2010 წელს მისი აკრძალვისა, მოქმედებს პაკისტანში. უშიშროების საბჭოს 2161 (2014) რეზოლუციის შესაბამისად საქმის გადასინჯვა დასრულებული იქნა 2016 წლის 23 დეკემბერს. ინტერპოლის სპეციალური განცხადების ვებ-ლინკი: https://www.interpol.int/en/notice/search/une/5282017. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები