ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი, ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი, ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი, ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი, ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.144.016306
38
24/11/2017
ვებგვერდი, 04/12/2017
010260000.35.144.016306
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი, ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი, ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტი
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2017 წლის 24 ნოემბერი

ქ. ქარელი

 

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი, ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი, ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს კანონის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი, ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი, ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დანართი №1

ქარელის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი, ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი, ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე დოკუმენტი ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი, ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი, ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში საჯარო დაწესებულება) დირექტორის მიმართ, რაც მოიცავს: საჯარო დაწესებულების დირექტორის განათლების და გამოცდილების, სამართლებრივი აქტების ცოდნის, სხვა საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მოთხოვნებს, ასევე, საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობის შემთხვევებს.

მუხლი 2. განათლება და გამოცდილება

საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა ჰქონდეს:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

მუხლი 3. სამართლებრივი აქტების ცოდნა

საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;

გ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“;

დ) საქართველოს კანონის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ე) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

ვ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

ზ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

თ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.

მუხლი 4. სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები

1. საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს:

ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;

ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები;

გ) ინკლუზიური განათლების პრინციპები;

დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპები;

ე) განათლების ძირითადი თეორიები;

ვ) პრაქტიკული კვლევის მეთოდი განათლებაში;

ზ) ადრეული განათლების თავისებურებები და პრინციპები;

თ) ორგანიზაციული ქცევის თეორიული საფუძვლები;

ი) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები;

კ) ფინანსური მართვის საფუძვლები;

ლ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპები;

მ) ფონდების მოძიების პრინციპები;

ნ) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები;

ო) ინვენტარიზაციის პროცედურები.

2. საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს:

ა) ადამიანური რესურსების მართვა;

ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება;

გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა;

დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა;

ე) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი;

ვ) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება;

ზ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა;

თ) შესყიდვების დაგეგმვა;

ი) წლიური ბიუჯეტის შედგენა;

კ) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის ელექტრონული და მატერიალური ფორმით წარმოება;

ლ) რომელიმე უცხო ენაზე საუბარი და ტექსტის გაგება;

მ) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა.

მუხლი 5. საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა

საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ:

ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;

ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.


ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი