დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016288
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
40
24/11/2017
ვებგვერდი, 04/12/2017
010250020.35.156.016288
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/12/2017 - 24/12/2024)

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №40

2017 წლის 24 ნოემბერი

ქ. დმანისი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ)“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 სექტემბრის №30 დადგენილება (სსმ, 26 31/10/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016278).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ოქრიაშვილი



დანართი №1
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება

მუხლი 1. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური

1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახურის უფროსი/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციებია მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და სამსახურის თანამშრომლებისაგან.

2.სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

3. სამსახურის უფროსს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მერთან შეთანხმებით მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;

გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და მოხელის კარიერის მართვის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

  მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;

გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;

დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას;

ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ვ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის საკითხებზე;

ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლების მოვლა-პატრონობა და დაცვა.

თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

  მუხლი 4. სამსახურის ფუნქცია განათლების სფეროში

სამსახურის ფუნქციებს განათლების სფეროში განეკუთვნება:

ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობის კოორდინაცია;

დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

  მუხლი 5. სამსახურის ფუნქცია კულტურის სფეროში

1. სამსახურის ფუნქციებს კულტურის სფეროში განეკუთვნება:

ა) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

ბ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

გ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მუშაობის კოორდინაცია;

დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

  მუხლი 6. სამსახურის ფუნქცია სპორტის სფეროში

1. სამსახურის ფუნქციებს სპორტის სფეროში განეკუთვნება:

ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების მუშაობის კოორდინაცია;

გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვა;

დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მუხლი 7.სამსახურის ფუნქცია ახალგაზრდობის სფეროში    

1. სამსახურის ფუნქციებს ახალგაზრდობის სფეროში განეკუთვნება:

ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკიდან გამომდინარე ადგილობრივ დონეზე   წინადადებებისა და მუნიციპალური პროგრამების მომზადება;

ბ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმის ხელშეწყობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიებების გატარება, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

გ) განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვების და ახალგაზრდების გამოვლენა, მათი მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

დ) ახალგაზრდებს შორის ეროვნებათაშორის ურთიერთობის გაღრმავება და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით სხვადასხვა პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 მუხლი 8. დასკვნითი დებულებები

1. სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულო მერის წარდგინებით.

2. თანამდებობრივ ინსტრუქციებს ამტკიცებს მერი.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება  საკრებულოს დადგენილებით.