„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.148.016408
22
24/11/2017
ვებგვერდი, 30/11/2017
010260010.35.148.016408
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2017 წლის 24 ნოემბერი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017, 010260010.35.148.016396) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილება.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების ფუნქციები

 1. ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ნებისმიერ ეტაპზე კონტროლს და ზედამხედველობას;

ბ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, მომსახურების, სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას;

გ) სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული შესაბამისი სამუშაოების, მომსახურების ან/და საგნის კორექტირებას, შესასრულებელი სამუშაოების მიმდინარეობის და ვადების კონტროლს, მოცულობისა და ხარისხის შემოწმებას,  მიღება-ჩაბარების  უზრუნველსაყოფად  დასკვნის  მომზადებას,  შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას;

დ)  შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების განხილვას;

ე) წინადადებების მომზადებას ექსპერტების და შესაბამისი დარგის სპეციალისტების მოწვევასთან დაკავშირებით;

ვ) წინადადებების მომზადებას  ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე შესაბამისი საფუძვლისა და მიმწოდებლის მოთხოვნის შესაბამისად;

 ზ) საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე