„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.148.016409
23
24/11/2017
ვებგვერდი, 30/11/2017
010260010.35.148.016409
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2017 წლის 24 ნოემბერი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული  ერთეულის – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017, 010260010.35.148.016396) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი  მუხლის 1-ლი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოებისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის  კოორდინაციას, მერიის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებასა და განხორციელებას,  ადამიანური რესურსების  მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ  უზრუნველყოფას,  ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს  ურთიერთობას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. დასახლებაში რეგისტრირებულ მოსახლეობასთან მერის წარმომადგენლების შეხვედრების დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ზ) მერის წარმომადგენლების ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „რ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„რ) დასახლებაში რეგისტრირებულ მოსახლეობასთან მერის წარმომადგენლების შეხვედრების დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა. მერის ცალკეული საორგანიზაციო დავალებების შესრულებაში მერის წარმომადგენლების დახმარების ხელშეწყობა. მიღებული კორესპონდენციის აღნუსხვა და მერიის საქმისწარმოების განყოფილებაში სარეგისტრაციოდ წარმოდგენა.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს მე-13 მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. მერის წარმომადგენლების ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება.

1. სამსახურის მერის წარმომადგენლების ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) დასახლებაში რეგისტრირებულ მოსახლეობასთან მერის წარმომადგენლების შეხვედრების დაგეგმვასა და განხორციელებას;

ბ) მერის ცალკეული საორგანიზაციო დავალებების შესრულებაში მერის წარმომადგენლების დახმარების ხელშეწყობას;

გ) მიღებული კორესპონდენციის აღნუსხვასა და მერიის საქმისწარმოების განყოფილებაში სარეგისტრაციოდ წარმოდგენას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე