შეთანხმება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

შეთანხმება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41/21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 15/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016504
41/21
15/11/2017
ვებგვერდი, 01/12/2017
480610000.03.030.016504
შეთანხმება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, შემდგომში წოდებულნი, როგორც „მხარეები“,

გამოხატავენ რა რწმენას, რომ თანამშრომლობა კულტურის სფეროში ხელს შეუწყობს მეგობრობას და ურთიერთგაგებას მათ ხალხებს შორის,

გააჩნიათ საერთო სურვილი, განავითარონ და ხელი შეუწყონ ორმხრივ თანამშრომლობას კულტურისა და ხელოვნების სფეროში,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

მხარეები ისწრაფვიან შექმნან ხელსაყრელი პირობები კულტურისა და ხელოვნების სფეროში ურთიერთთანამშრომლობისთვის.

მუხლი 2

მხარეები ხელს შეუწყობენ მათი სახელმწიფოების კონკრეტულ საშემსრულებლო ინსტიტუტებსა და ხელოვანთა კავშირებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარების მიზნით მუსიკის/ცეკვის სფეროში, ასევე სოლისტების და მუსიკალური/საცეკვაო ჯგუფების გაცვლის თვალსაზრისით, და ხელს შეუწყობენ თავიანთ სახელმწიფოებში გამართულ საერთაშორისო კონკურსებში და ფესტივალებში ორმხრივ მონაწილეობას.

მუხლი 3

მხარეები ხელს შეუწყობენ თავიანთ ქვეყნებში დრამატულ თეატრს, თოჯინურ თეატრსა და სხვა თეატრებს შორის პირდაპირ თანამშრომლობას, როგორც თეატრალური კომპანიებისთვის და ინდივიდუალური შემსრულებლებისთვის ტურებისა და წარმოდგენების ორგანიზებით, ასევე მათი მონაწილეობით თეატრალურ ფესტივალებში ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით.

მუხლი 4

4.1. მხარეები ხელს შეუწყობენ საქართველოსა ბელარუსის რესპუბლიკაში პირდაპირ თანამშრომლობას მუზეუმებსა და გალერეებს შორის ექსპერტების გაცვლით სამუზეუმო საქმიანობაში, საცნობარო მასალებზე, ასევე ინფორმაციის გაცვლით სამუზეუმო საქმიანობაზე სამეცნიერო კონფერენციებსა და სემინარებზე.

4.2. მხარეები ხელს შეუწყობენ სამუზეუმო გამოფენების, მათ შორის თანამედროვე ხელოვნების გამოფენების გაცვლას. გამოფენების თარიღები, პირობები და ადგილი უნდა განისაზღვროს ორგანიზატორების მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

მუხლი 5

5.1. მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირი კონტაქტების დამყარებას ორი სახელმწიფოს ბიბლიოთეკებს შორის, მათ შორის წიგნების, ბეჭდური მასალების და ბიბლიოთეკარების გაცვლას.

5.2. მხარეები წაახალისებენ ექსპერტების მონაწილეობას სემინარებსა და ვორქშოპებში,  ასევე წიგნის გამოფენების, სასწავლო და ბიბლიოგრაფიული მასალების გაცვლას.

მუხლი 6

6.1.  ხელს შეუწყობენ პირდაპირ თანამშრომლობას კინემატოგრაფიის სფეროში, ამასთან მონაწილეობას საერთაშორისო კინო ფესტივალებში, ასევე ამ სფეროს შესაბამისი ინფორმაციის, სარეკლამო მასალების, ჟურნალების და სხვა ბეჭდური მასალების გაცვლას.

6.2. მხარეები ხელს შეუწყობენ თავიანთ სახელმწიფოებში კინემატოგრაფიის სფეროში მოღვაწე ინსტიტუტებს შორის თანამშროლობის დამყარებისთვის სასურველი გარემოს შექმნას.

მუხლი 7

7.1. მხარეები ითანამშრომლებენ სახელოვნებო განათლების სფეროში და ხელს შეუწყობენ პირდაპირი კონტაქტების დამყარებას საგანმანათლებლო ინსტიტუტებს შორის სახელოვნებო სფეროში.

7.2. მხარეები ხელს შეუწყობენ  ორ სახელმწიფოში გამართულ საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში სახელოვნებო განათლების შესაბამისი ინსტიტუტების სტუდენტების მონაწილეობას.

მუხლი 8

მხარეები წაახალისებენ  თანამშრომლობას ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის სფეროში  და გამოცდილების გაზიარების მიზნით ხელს შეუწყობენ  თითოეული სახელმწიფოს ექსპერტების გაცვლას.

მუხლი 9

9.1. მხარეები ითანამშრომლებენ ფოლკლორის სფეროში და ხელს შეუწყობენ ამ სფეროში მოღვაწე ექსპერტების გაცვლას;

9.2. მხარეები ასევე აცნობებენ ერთმანეთს საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალების  თითოეული მხარის სახელმწიფოში გამართვის შესახებ და ხელს შეუწყობენ ამ ღონისძიებებში თავიანთი წარმომადგენლების მონაწილეობას.

მუხლი 10

ამ შეთანხმების კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების პირობები (მათ შორის ფინანსური) განისაზღვრება ორმხრივი კონსულტაციების გზით ორი სახელმწიფოს დაინტერესებულ ორგანიზაციებს შორის მხარეების ინტერესით ნაცვალგების და პარიტეტის პრინციპზე დაყრდნობით და მხარეების სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 11

წინამდებარე შეთანხმება არ გამორიცხავს სხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისა და გამართვის შესაძლებლობას, რომელიც ემსახურება წინამდებარე შეთანხმების მიზნებს მხარეების ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

მუხლი 12

12.1. წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა მათი ხელმოწერის დღიდან და იმოქმედებს ამ შეთანხმების მე-13 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

2.2. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 13

13.1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან. იგი მოქმედებს 5 (ხუთი) წლის ვადით. შეთანხმების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო  5 (ხუთი) წლიანი პერიოდებით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისთვის, დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე მხარის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.

13.2. წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში, მის ფარგლებში ინიცირებული ყველა პროექტი და აქტივობა უნდა განხორციელდეს წინასწარ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

ხელმოწერილია ქ. თბილისში, 2017 წლის 15 ნოემბერს, ორ დედნად, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება  ტექსტს ინგლისურ ენაზე.                           

საქართველოს კულტურისა და


ძეგლთა დაცვის სამინისტროს  სახელით

ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის

სამინისტროს სახელით