დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 56/2017 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
მიღების თარიღი | 24/11/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240020.15.008.016370 |
56/2017
24/11/2017
ვებგვერდი, 27/11/2017
010240020.15.008.016370
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
|
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
მუხლი 1 |
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილების (სსმ ვებგვერდი, 17/07/2013, 010240020.15.008.016094) პირველი მუხლით დამტკიცებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის (დანართი 1) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის სახელის, გვარისა და ცესკოს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების ოფიციალური ელექტრონული ფოსტის შესახებ – განახლდება ცვლილების შემთხვევაში;“. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები