დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.134.016231 |
|
,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 86-ე მუხლის 23-ე პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 11.05.2016 წ. სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016193) განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1.რეგლამენტის 117-ე მუხლში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება: ა) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ინფორმაციას პეტიციის წარმდგენი სუბიექტის არანაკლებ ერთი და არაუმეტეს 3 მომხსენებლის/მომხსენებლების (შემდგომში – მომხსენებელი) შესახებ: სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (არსებობის შემთხვევაში), ელექტრონული ფოსტის მისამართს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ს.“; ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) დასახლების საერთო კრების (შემდგომში – საერთო კრება) მიერ შეტანილ პეტიციას უნდა დაერთოს საერთო კრების შესაბამისი ოქმი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მომხსენებლის (საერთო კრების გადაწყვეტილების შესაბამისად, საერთო კრების რჩეულის ან საერთო კრების მიერ უფლებამოსილი პირის) სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (არსებობის შემთხვევაში).“; გ) მე-5 პუნქტს დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) პეტიციას შეიძლება თან ერთვოდეს დოკუმენტები და მასალები, რომლებიც პეტიციის წარმდგენ სუბიექტს პეტიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ.“; დ) მე-6 პუნქტი შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სია უნდა შეიცავდეს საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 86-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს.“; ე) მე-8 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. მომხსენებელი/მომხსენებლები პეტიციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, წარადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოში. პეტიციას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. პეტიციისა და თანდართული დოკუმენტების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საკრებულოს აპარატი მომხსენებელს/მომხსენებლებს აძლევს ან/და ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნის პეტიციის რეგისტრაციის მოწმობას. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მოთხოვნები ან/და გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას.“; ვ) 23-ე პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „23. მუნიციპალიტეტის არაუმეტეს 3-კაციან ჯგუფს (3 ამომრჩეველს) უფლება აქვს, მიმართოს საკრებულოს აპარატს განცხადებით პეტიციის რეგისტრაციის შესახებ.“; ზ) 29 -ე პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „29. საკრებულოს აპარატი შემოტანილ პეტიციას მონაცემების სისწორის შემოწმების მიზნით, არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, არათანმიმდევრობით ამოწმებს ხელმოწერების კანონით დადგენილი რაოდენობის 20 პროცენტის ნამდვილობას ამომრჩეველთა ერთიან სიაში და რეგისტრაციაში ატარებს მას. პეტიციის ხელმომწერი ამომრჩევლების მონაცემების ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებულ მონაცემებთან შეუსაბამობის შემთხვევაში ხელმოწერა ბათილად ჩაითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზი აღმოჩნდება რეგისტრაციის მისამართში და ამომრჩეველთა ერთიანი სიით დასტურდება ამომრჩევლის რეგისტრაცია ქედის მუნიციპალიტეტში სხვა მისამართზე. თუ გაბათილდა მისი არანაკლებ 10 პროცენტისა, იმავე წესით დამატებით ამოწმებს ამომრჩეველთა ხელმოწერების იმავე რაოდენობას. მისი არანაკლებ 10 პროცენტის გაბათილების შემთხვევაში ამომრჩეველთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება პეტიციის წარმდგენს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად. პეტიციის წარმდგენთა მიერ წარმოდგენილ ამომრჩეველთა სიის შესწორებულ ნაწილს დანარჩენ სიასთან ერთად კვლავ ამოწმებს საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ზემოაღნიშნული წესით. თუ იმავე წესით შემოწმებული ამომრჩეველთა ხელმოწერების დადგენილ რაოდენობაზე მეტი კვლავ გაბათილდა, ამომრჩეველთა სია მთლიანად ბათილდება და პეტიციის წარმდგენს უარი ეთქმება რეგისტრაციაზე.“; თ) 30-ე პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „30. ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ: ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი; ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (წელი, თვე და რიცხვი) ან მითითებული თარიღის მიხედვით ამომრჩევლის ასაკი 18 წელზე ნაკლებია; გ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამომრჩეველთა სიის შედგენის ვადას; დ) ხელმომწერი არ არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩეველი; ე) არასრულად ან არასწორად არის მითითებული პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის მიხედვით).“. 2. რეგლამენტს დაემატოს 1171 მუხლი „მუხლი 1171 პეტიციის წარდგენა ელექტრონული ფორმით 1. ამ რეგლამენტის 117-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სუბიექტების მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (შემდგომში – აპლიკაცია) მეშვეობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პეტიციის წარდგენის მიზნით მომხსენებელი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხსენებელთა რაოდენობა აღემატება ერთს, ერთ-ერთი მომხსენებელი, რეგისტრირდება აპლიკაციის მომხმარებლად, რისთვისაც მიუთითებს სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და აპლიკაციაში განათავსებს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) დასკანერებულ ასლს. მომხსენებელს ელექტრონულ ფოსტაზე აპლიკაციის მიერ ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება კოდური სიტყვა/სიმბოლოები, რომლის დადასტურების შემდეგ მომხსენებელი კოდური სიტყვით/სიმბოლოებით ახდენს რეგისტრაციის დადასტურებას. 3. მომხსენებელი ვალდებულია, ამ რეგლამენტის 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექსტი განათავსოს აპლიკაციაში, ქართული Sylfaen შრიფტით და აპლიკაციაში დოკუმენტების ატვირთვის გზით, თან დაურთოს ამ რეგლამენტის 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ -„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტები. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აპლიკაციაში განთავსებული ტექსტი და თანდართული დოკუმენტები მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე გამოჩნდება მისი ატვირთვის დღის მომდევნო სამუშაო დღის 24 საათამდე. აპლიკაციაში განთავსებული ტექსტისა და თანდართული დოკუმენტების მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე ატვირთვის დასტური, მომხსენებელს ეგზავნება მობილური ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე, ასეთის მითითების შემთხვევაში. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით აპლიკაციაში განთავსებული ტექსტს და თანდართულ დოკუმენტებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე არ ასახავს თუ: ა) ტექსტი ეწინააღმდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს; ბ) ტექსტის შინაარსი შეურაცხყოფას აყენებს ნებისმიერ პირს; გ) ტექსტი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აპლიკაციაში ატვირთულ პეტიციაზე ამომრჩევლების მიერ ხელმოწერის შესრულება ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშე. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად, ამომრჩევლები აპლიკაციაში, ქართული Sylfaen შრიფტით უთითებენ საკუთარ სახელს, გვარს, პირად ნომერს, რეგისტრაციის მიხედვით საცხოვრებელი ადგილის მისამართს და მობილური ტელეფონის ნომერს. პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად, ამომრჩეველი ვალდებულია, აპლიკაციის შესაბამის ფანჯარაში მონიშვნის გაკეთების გზით დაადასტუროს, რომ გაეცნო პეტიციის შინაარსს და ეთანხმება მას. აპლიკაციაში ამომრჩევლის მონაცემების ხელმომწერთა სიაში დამატება ხდება მის მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე აპლიკაციის მიერ ავტომატურ რეჟიმში გაგზავნილი კოდური სიტყვის/სიმბოლოების მეშვეობით ხელმოწერის დადასტურების შემდეგ და აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში უთითებს ხელმოწერის განხორციელების თარიღს. ერთი მობილური ტელეფონის ნომერი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს არაუმეტეს 5 პირის რეგისტრაციის მიზნით. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ამომრჩევლის მიერ ხელმოწერის შესრულებისას იგი უფლებამოსილია დააფიქსიროს მისი პოზიცია მისი სახელისა და გვარის საჯაროობის თაობაზე. თუ ამომრჩეველი არ არის თანახმა, მისი სახელი და გვარი გახდეს საჯარო, აპლიკაცია უზრუნველყოფს მისი პერსონალური მონაცემების გამხელისაგან დაცვას. ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მომხსენებლებისა და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირისათვის. 9. აპლიკაცია უზრუნველყოფს, რომ ტექნიკურად არ იყოს შესაძლებელი ორი ან რამდენიმე ხელმოწერის შესრულება საქართველოს მოქალაქის ერთი და იგივე პირადი ნომრით. 10. პეტიციის ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ აპლიკაცია ასაჯაროებს პეტიციაზე ხელმომწერი ამომრჩევლების მიმდინარე რაოდენობას, პეტიციაზე საჭირო ხელმოწერათა მინიმალურ რაოდენობას და მომხსენებლ(ებ)ის სახელ(ებ)სა და გვარ(ებ)ს. 11. პეტიციის ტექსტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში, ამომრჩეველთა მიერ ამ რეგლამენტის 117-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მინიმალური ოდენობის ხელმოწერების ელექტრონულად განხორციელების შემდეგ, აპლიკაციის „რეგისტრაციაზე გაგზავნის“ ფუნქციის მეშვეობით მომხსენებელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე პეტიციის ტექსტს და თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის პეტიციის ხელმომწერ ამომრჩეველთა სრულ სიას, აგზავნის მუნიციპალიტეტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ამ შემთხვევაში აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში აკეთებს აღნიშვნას პეტიციის წარდგენის თარიღის თაობაზე და საკრებულოს აპარატისგან ითხოვს პეტიციის მიღების დადასტურებას. საკრებულოს აპარატისგან დადასტურების მიღების შემდეგ აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად ატყობინებს ამის შესახებ მომხსენებელს, თარიღისა და დროის მითითებით. 12. პეტიციის ტექსტის შესაბამისობაზე მოქმედ კანომდებლობასთან და 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებთან, ასევე, პეტიციის საკრებულოში გადაგზავნამდე, ამომრჩევლების მიერ მათი მონაცემების სრულად შეყვანით ელექტრონულად განხორციელებული ხელმოწერების რაოდენობის 117-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მინიმალურ რაოდენობასთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია მომხსენებელი. 13. პეტიციის ელექტრონულ ფოსტაზე მიღების შემთხვევაში გამოიყენება ამ რეგლამენტის 117-ე მუხლის 29-ე პუნქტით დადგენილი წესები. 14. ამ რეგლამენტის 117-ე მუხლის 29-ე პუნქტით დადგენილი წესით პეტიციის რეგისტრაციის შემდეგ საკრებულოს აპარატი პეტიციის რეგისტრაციის მოწმობას ან პეტიციის რეგისტრაციაზე უარს უგზავნის მომხსენებლებს და აღნიშნულ განათავსებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები