„მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 500
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/11/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 120160010.10.003.020209
500
22/11/2017
ვებგვერდი, 24/11/2017
120160010.10.003.020209
„მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №500

2017 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/06/2015,  120160010.10.003.018633) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების“ 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. სააგენტოს მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულება შესაძლებელია, შესრულდეს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ერთიანი ელექტრონული ბაზის მეშვეობით.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ერთიანი ელექტრონული ბაზის გამოყენების ინსტრუქციას ამტკიცებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი