დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280010000.35.137.016340 |
|
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 იანვრის № 1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 იანვრის № 1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2016 280010000.35.137.016221), კერძოდ:
1) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბენეფიციარისთვის, რომელიც სამედიცინო მომსახურებისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძოდ სადაზღვევო კომპანიისა ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება კალენდარული წლის პერიოდში განხორციელდება ერთჯერადად, მომსახურების მთლიანი საფასურის არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4000(ოთხი ათასი) ლარისა. 2. ბენეფიციარისთვის, რომელიც სამედიცინო მომსახურებისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიისა ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების ნაწილობრივი დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება კალენდარული წლის პერიოდში განხორციელდება ერთჯერადად, მომსახურების დარჩენილი (უშუალოდ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი) საფასურის არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2000(ორი ათასი) ლარისა.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები