დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 74 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/11/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.137.016331 |
|
„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2014 010250050.35.137.016127) კერძოდ:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება“ 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერიის იურიდიული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში, მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფას, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრას და პრევენციას; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელებას, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზს დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და პროფესიულ საჯარო მოხელეთა (შემდგომ-მოხელე) თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.“. 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახური შედგება მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისგან და მოხელეებისაგან.“. 6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სამუშაო აღწერილობით. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლება მოვალეობას ასრულებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში კი სამსახურის (განყოფილების) ერთ-ერთი მოხელე. 4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაო აღწერილობით. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანებით მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ ერთი მოხელე. 5. სამსახურის (განყოფილების) მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით, სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. 6. სამსახურის (განყოფილების) მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მერის, მერიის სამსახურების და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ბ) მერის და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამართლებრივ ექსპერტიზას და მათ ვიზირებას;“. 8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის „ე“, „ვ“ და „ზ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა გადაწყვეტისთვის ურთიერთობის წარმოებას მერიის სხვა სამსახურებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან; ვ) საჭიროების შემთხვევაში, მერიის სამსახურებში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღებას; ზ) მერიის სამსახურების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადება;“. 9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლის, რისკის კონტროლისა და მართველობითი პროცესების შეფასების გზით ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს-მერიის საქმიანობის სრულყოფას;“. 10. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის „გ“, „დ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის სამართლებრივი, ტექნიკური, ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას; დ) მერიის სტრუქტურულ ერთეულებში საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა განუხრელ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;“. 11. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის „ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ვ) მოამზადოს და მუნიციპალიტეტის მერს დასამტკიცებლად წარუდგინოს წლიური სტრატეგიული გეგმები;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები