დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.137.016326 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №33 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2014 010260020.35.137.016124) კერძოდ:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება“ 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური (ტექსტში შემდგომ სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას და დამტკიცებულო დოკუმენტების განხორციელების კოორდინაციას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და პროფესიულ საჯარო მოხელეთა (შემდგომ-მოხელე) თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.“ 5) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახური შედგება მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან – სამსახურის უფროსისაგან (შემდგომ – სამსახურის უფროსი) და სამსახურის მოხელეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება მოვალეობას ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. 3. სამსახურის მოხელეების უფლება მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით, სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის „ჩ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ) მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების და საჭიროების განსაზღვრა. აღნიშნულის შესახებ, მუნიციპალიტეტის მერისთვის წინადადებებისა და ინიციატივების მომზადება სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან წარსადგენად;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები