ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.128.016302
29
21/11/2017
ვებგვერდი, 27/11/2017
010250040.35.128.016302
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2017 წლის 21 ნოემბერი

დაბა ხარაგაული

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 16/07/2014).

1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-4  პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, მერიის , მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება“;

გ) მერისთვის უნდობლობის გამოცხადება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი

თვითმმართველობის  კოდექსით“ დადგენილი წესით;“.

2. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.

3. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“, „ე“ და „ი“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„დ) მერისთვის თანხმობის მიცემა სესხის ან გრანტის აღების შესახებ;

„ე) მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულებების დამტკიცება,  ასევე ისეთი გარიგებების დადებაზე თანხმობის გაცემა, რომელთა ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 %-ს;

„ი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს  აპარატის მოსამსახურეთა  და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით;“.

4. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის  მე-7 პუნქტის „ა“ , „დ“, „ვ“, „ზ“  „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ა) მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის წესების, ასევე 50%-ზე მეტი წილობრივი   მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ქონების განკარგვის წესების დადგენა საქართველოს ორგანულიკანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად“;

„დ) მერის  წარდგინებით   მუნიციპალიტეტის   ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება“;

 „ვ) მერისათვის თანხმობის მიცემა კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრიანების  შესახებ, მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში ცვლილების შესახებ, სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ“;

„ზ) მერისათვის    თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის მოძრავი და უძრავი ქონების პირობით ან უპირობოდ პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ“;

„თ) მერისათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალური ქონების შემძენზე /სარგებლობის უფლების მიმღებზე/ მართვის უფლებით მიმღებზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გათავისუფლების შესახებ“;

„ი) მერისათვის თანხმობის მიცემა პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების  მიმღები პირის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა“;

„კ) მერისათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ“.

5. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ და „თ“, ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ბ) სკოლამდელი სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შექმნაზე მერისთვის თანხმობის მიცემა“;

 „თ) მერთან შეთანხმების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ“.

6. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ა) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება“.

7. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ა) საკუთარი ინიციატივით უშუალოდ გადაწყვიტოს და/ან მერს მისცეს თანხმობა გადაწყვიტოს ყველა  ის საკითხი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით“.

8. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები მერის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების, საკრებულოში რეგისტრირებული ლობისტის (ლობისტების), საკრებულოში მოწვეული პირებისა და სხდომაზე დასწრების მსურველ პირთათვის“.

9. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. საკრებულოს დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, მერს, საკრებულოში რეგისტრირებულ ლობისტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, აგრეთვე ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს. საკრებულოს დახურულ სხდომაზე საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზის კარი იკეტება“.

10. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

თ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მერიის სტრუქტურული ერთეულების, კომისიებისა და თანამდებობის პირების მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით საკითხების განხილვაში“.

11.  დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება დანამატების  სახით“.

12. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

დ) იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოში ინიციირებული სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნების, პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და მერიაში  დაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადების და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ“.

13. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმის ასლები ეგზავნება საკრებულოს კომისიებს, ფრაქციებს, დროებით სამუშაო ჯგუფებს და მერს“.

14. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. საკრებულოს კომისია არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც იქმნება საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს, მერიის სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით“.

15. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-25 მუხლის  პირველი პუნქტის  „ვ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

) აკონტროლებს მერიის შესაბამისი მიმართულების სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობას, ისმენს მათ ანგარიშებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და შეფასებებს“.

„2. მერიის და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში“.

16. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 30-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. კომისიის დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრებს, მერს აგრეთვე ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს“.

„6. კომისიას უფლება აქვს მის მიერ განსახილველი საკითხების მოსამზადებლად მერიის შესაბამისი სამსახურების, სამეცნიერო დაწესებულებების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებისაგან შექმნას კომისიის სამუშაო ჯგუფები“.

17. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3. საკრებულოს კვარტალური გეგმიდან გამომდინარე, საკრებულოს ბიურო საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების და ფრაქციების წარმომადგენელთა, აგრეთვე მერის  წინადადებების გათვალისწინებით განსაზღვრავს ყოველთვიური მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტს. დღის წესრიგის პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნეს საკრებულოს სხდომაზე ყოველი საკითხის განხილვისათვის განკუთვნილი სავარაუდო დრო“.

18. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ბ) მუნიციპალიტეტის მერის წინადადებით“.

19. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 69-ე მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 69. გაფრთხილება ოქმში შეტანით

1. გაფრთხილება ოქმში შეტანით სხდომაში მონაწილე პირს ეძლევა საკრებულოს გადაწყვეტილებით,  რომელიც:

ა) უკვე იქნა გაფრთხილებული, მაგრამ აგრძელებს წესრიგის დარღვევას;

ბ) ქმნის უწესრიგობას სხდომაზე, რითაც ხელს უშლის სხდომის  მიმდინარეობას;

გ) შეურაცხყო საკრებულო ან პირი, მიუხედავად იმისა იმყოფება ეს პირი საკრებულოს სხდომაზე თუ არა“.

20. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 75-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი  რედაქციით:

„1. ფარული კენჭისყრა იმართება მხოლოდ პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და მერისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტის დროს. ფარული კენჭისყრა ტარდება ბიულეტენების მეშვეობით“.

„5. არჩევნების დროს ბიულეტენის შევსებისას საკრებულოს წევრმა შემოხაზავს იმ კანდიდატის რიგითი ნომერს, რომელსაც მხარს უჭერს. თუ ბიულეტენში მხოლოდ ერთი კანდიდატის გვარია შეტანილი, მისთვის ხმის მიცემა გვარის ან მის წინ დასმული ნომრის შემოხაზვით უნდა გამოიხატოს. თანამდებობიდან გადაყენების ან მერისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრისას ბიულეტენში შეტანილი ორი ფორმიდან: „მომხრე“, „წინააღმდეგი“ აირჩიოს ერთ-ერთი, რომელსაც შემოხაზავს, ხოლო მეორეს კი გადახაზავს“.

21. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

ე) დღის წესრიგიდან საკითხის მოუხსნელად დააყენოს საკითხი შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. სხდომის თავმჯდომარემ ეს საკითხი შეიძლება დასვას კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე, ასევე იმ შემთხვევაში, თუ წამოყენებულმა არც ერთმა ალტერნატიულმა წინადადებამ არ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, აგრეთვე, თუ ხელმეორედ დაისვა ის ორი ვარიანტი, რომელმაც ხმების უფრო მეტი რაოდენობა მიიღო, მაგრამ არც ერთი ვარიანტი არ იქნა მიღებული. შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება საკრებულოს გადაწყვეტილებით. თუ საკრებულომ უარი განაცხადა შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე და ასევე არ მიიღო არც ინიციირებული და არც ალტერნატიული ვარიანტები, საკითხი ითვლება უარყოფილად, იხსნება დღის წესრიგიდან და იგი, როგორც წესი, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ხელმეორედ შეიძლება შეტანილი იქნეს მხოლოდ 3 თვის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისია შემთხვევა, თუ შემოტანილი საკითხი არსებითად გადამუშავდა, რაზეც არსებობს შესაბამისი კომისიის დასკვნა, ასევე, თუ საკითხის განმეორებით განხილვას ითხოვს მერი აუცილებლობის მოტივით“.

22. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 82-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ა) მერს“.

23. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 83-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„დ) საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილების შემდეგ საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ბიუროს გადაწყვეტილებასთან ერთად პროექტის გამოქვეყნებას და მათ მიწოდებას საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და მერიისათვის. პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს აპარატი აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა“;

„ე) საკრებულოს კომისიები და მერი საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილ ვადებში იხილავს წარმოდგენილი სამართლებრივი აქტის პროექტს და აწვდის შესაბამის დასკვნას საკრებულოს აპარატს“.

24. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 84-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. საკრებულომ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ამ რეგლამენტის 83-ე მუხლით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ. საკრებულოს შესაბამისი კომისიისა და მერიის  დასკვნის მომზადებისა და საკრებულოში წარდგენის ვადას შესაბამის კომისიასთან, მერთან და პროექტის ავტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკრებულოს ბიურო. ნორმატიული აქტის პროექტზე უარყოფითი დასკვნა ან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ დასკვნის არარსებობა არ შეიძლება იყოს დაბრკოლება საკრებულოს სხდომაზე პროექტის განხილვის დაწყებისათვის“.

25. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 85-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში შეტანის უფლება აქვს მხოლოდ მერს“.

„4. მერის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტების დოკუმენტს და ბიუჯეტის პროექტს რეგისტრაციაში ატარებს და წარდგენიდან 5 დღის ვადაში საჯარო განხილვისთვის აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ამ რეგლამენტის 108-ე და 135-ე მუხლებით დადგენილი წესით. პროექტების გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს აპარატი აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისიები, რომელსაც გადაეცათ პროექტები განსახილველად, კომისიებსა და ფრაქციებში პროექტის განხილვის ვადები, კომისიებისა და ფრაქციების ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტების საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა“.

 26. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 86-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„4. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს გამოთქმული ყველა შენიშვნით უბრუნებს მერს“..

„5. მერი ვალდებულია საფინანსო სამსახურთან, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან და შენიშვნის ავტორებთან ერთად განიხილოს ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები და ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებული ვარიანტი შენიშვნებზე დასკვნასთან ერთად (რომელშიც აღინიშნება თითოეული შენიშვნა და ამ შენიშვნის მიღების ან უარყოფის დასაბუთება) არაუგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგინოს საკრებულოს“.

„6. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის  დასკვნას და ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს (შესწორების შემთხვევაში) ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი მერის  მიერ მისი შემოტანიდან 2 დღის ვადაში“.

27. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 87-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ბ) შენიშვნების არსებობის შემთხვევაში შენიშვნების შესახებ მერის დასკვნის გამოქვეყნებიდან არაუადრეს ერთი კვირისა“.

28. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 87-ე მუხლის  მე-2, მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარე, თუ ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული იქნა შენიშვნები, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად თანამოხსენებით გამოდის მერი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ან ამ კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნას“.

29. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 87-ე მუხლის მე-2, მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარე, თუ ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული იქნა შენიშვნები, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად თანამოხსენებით გამოდის მერი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ან ამ კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნას“.

„9. საკრებულოს სხდომაზე განხილვის დროს ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანა დაიშვება მხოლოდ მერის თანხმობით. თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში ითვლება, რომ პროექტის შესაბამისი მუხლი არ იქნა მიღებული, თუ საკრებულოს სხდომის მიერ არიქნა მიღებული სხვაგადაწყვეტილება“.

„10. თუ  საკრებულომ არ დაამტკიცა მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან მერის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში – ბიუჯეტის პირვანდელი რედაქცია, საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის 3/5-ით დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ამ რეგლამენტის  86-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მერისათვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი“.

30. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 88-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. თუ საკრებულომ ვერ შეძლო ვერც წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის და ვერც ალტერნატიული ვარიანტების მიღება, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება შემთანხმებელი ჯგუფი საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა მონაწილეობით“.

31. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 90-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარადგენს მერი საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში“.

„5. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს მერი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას წარუდგენს ანგარიშთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებზე ახსნა-განმარტებას. საკრებულო თანამოხსენებლის ფორმით ისმენს დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნას და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებას საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგებთან დაკავშირებით (საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ჩატარების შემთხვევაში)“.

32. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 91-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტად ითვლება ყველა ის პროექტი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსებზე. ნორმატიული აქტის პროექტის ხასიათის საკითხს წყვეტს საკრებულოს ბიურო საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და მერის საფინანსო სამსახურის დასკვნების საფუძველზე“.

„2. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის დაწყებისათვის აუცილებელია  მერის და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა ამ ნორმატიული აქტის პროექტის ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსებზე გავლენის შესახებ“.

„4. საფინანსო ხასიათის ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან/და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, საკრებულოს განსახილველად წარედგინება მერის  თანხმობით და/ან მერის მიერ“.

33. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 92-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6  პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. მერი უფლებამოსილია თვითმმართველი ერთეულის სახელით დადოს ან გააუქმოს შეთანხმებები და/ან ხელშეკრულებები, აგრეთვე ისეთი გარიგებები, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს, მხოლოდ საკრებულოს თანხმობით“.

„2. ინიციატორი, თვითმმართველი ერთეულის სახელით შეთანხმების და/ან ხელშეკრულების დადების ან გაუქმების შესახებ, აგრეთვე ისეთი გარიგების დადებაზე, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს,  შეიძლება იყოს მხოლოდ მერი“.

„3. საკრებულოს მიერ მერისთვის თანხმობის მიცემა ხდება მხოლოდ კონკრეტული შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე (გაუქმებაზე)“;

„4. საკრებულო განიხილავს შეთანხმების, ხელშეკრულების, გარიგების პროექტს და თავის გადაწყვეტილებით შეაქვს მასში შესაბამისი ცვლილებები და დამატებები. საკრებულო, ასევე უფლებამოსილია მერს შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე თანხმობა მისცეს გარკვეული პირობების და წესებით. პირობების შეცვლის შემთხვევაში მერი ვალდებულია ხელახლა ითხოვოს თანხმობა ამ შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე”.

„6. მერის მიერ შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადება და გაუქმება ხდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით”.

34. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 95-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. მერს უფლება აქვს ამ რეგლამენტის 84-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე საკრებულოს სხდომაზე დააყენოს საკრებულოს მიერ უარყოფილი ნორმატიული აქტის პროექტი ხელახალი განხილვის საკითხი მისი აუცილებლობის მოთხოვნით”.

„3. მერს ეთქმევა უარი, თუ ამ წინადადებას მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხვა შემთხვევაში შეიქმნება შემთანხმებელი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს და საკრებულოს სხდომას წარუდგენს შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტს”.

35. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 106-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 106. მერისთვის უნდობლობის გამოცხადების წესი“.

36.  დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 106-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიციირების საფუძველია საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 20%-ის წერილობითი ინიციატივა მერისთვის   უნდობლობის გამოცხადების თაობაზე“.

„2. თუ მერისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა ამომრჩევლებს ეკუთვნით, იქმნება საინიციატივო ჯგუფი არანაკლებ 10 კაცის შემადგენლობით. საინიციატივო ჯგუფის სიაში მითითებული უნდა იყოს მისი თითოეული წევრის სახელი, გვარი და საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილი. მერისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა საინიციატივო ჯგუფმა უნდა ჩამოაყალიბოს კონკრეტულად. შესაბამისი ინიციატივის განცხადება წარედგინება  მუნიციპალიტეტის საკრებულოს“.

„7. საინიციატივო  ჯგუფი განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს ერთი თვისა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს  მერისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე ინიციატივის შესახებ განცხადებას და თანდართულ  ხელმოწერებს, რომლითაც დასტურდება, რომ ინიციატივას მხარს უჭერს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლების არანაკლებ 20%“.

„13. საკრებულოს წევრთა ინიციატივა განიხილება მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. მერისთვის უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება, თუ ინიციატივას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. უნდობლობის გამოცხადება იწვევს მერის  უფლებამოსილების შეწყვეტას“.

„14. საკრებულოს მიერ მერისთვის უნდობლობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში უნდობლობის საკითხის დასმა მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია“.

„15. უნდობლობის საკითხის ინიციირება და მერისთვის უნდობლობის გამოცხადება დაუშვებელია მერის არჩევიდან  6 თვის, ასევე მერის უფლებამოსილების ვადის ბოლო ერთი წლის განმავლობაში“.

37. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 112-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. საკრებულო, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე, მერიის საქმიანობაზე, თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვასა და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით“.

38. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 114-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. საკრებულოს ფრაქციას ან საკრებულოს კომისიას უფლება აქვს ინტერპელაციის წესით დააყენოს საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის, მერი ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის თანამდებობის პირის წინაშე“.

„2. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი უნდა შეეხებოდეს საკრებულოს თავმჯდომარის, მერის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის თანამდებობის პირის მიერ შესაბამის დარგში გატარებული პოლიტიკის კონკრეტულ ან ზოგად საკითხებს“.

39. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 115-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკრებულოს მიერ მიღებული იმ სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა აღსრულების მდგომარეობაზეც ბიურომ (საკრებულომ) უნდა მოისმინოს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს შესაბამისმა კომისიამ და მერიის შესაბამისმა სამსახურმა“.

„2. საკრებულოს კომისიისა და მერიის შესაბამისი სამსახურის მოხსენება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულების მდგომარეობის, ეფექტიანობის, მისი მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზებისა და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო შესწორებების შეტანის შესახებ“.

40. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 116-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 116. კონტროლი მერიის საქმიანობაზე“.

41. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 116-ე მუხლის  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3. მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი ვალდებულია კვარტალში ერთხელ საკრებულოს ბიუროს და ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს სხდომას წარუდგინოს ანგარიში თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“.

42. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 123-ე მუხლის  მე-3 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3. ამომრჩეველთა მოსმენას ესწრება საკრებულოს თანამდებობის პირები და საკრებულოს წევრები, მერი  და მერიის  თანამდებობის პირები“.

„9. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს „ღია კარის სხდომის“ ოქმის შედგენას, სხდომაზე დასმულ საკითხების აღრიცხვას და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილ საკითხების შესაბამის კომისიისათვის ან/და მერისათვის განსახილველად გადაცემის შესახებ“.

43. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 126-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგები ქვეყნდება და სავალდებულოა იქნეს მოსმენილი საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის, მერიის  სტრუქტურული ერთეულისა და ტერიტორიული ორგანოს მიერ საკითხის განხილვისას“.

44. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 133-ე მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. საკრებულო, საკრებულოს ბიურო, საკრებულოს კომისია, საკრებულოს ფრაქცია, მერიის სტრუქტურული ერთეულების და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები: საკრებულოს ბიუროს წევრები, მერი, მერიის სსამსახურების უფროსები ვალდებულნი არიან ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით წელიწადში ერთხელ მაინც გამოაქვეყნონ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ“.

45. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 134-ე მუხლის  მე-2  პუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ფორმას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე“.

46. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 135-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“ და „მ“ ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ბ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) – საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოში წარდგენიდან  2 დღის ვადაში“.

„მ) მერის, მერის მოადგილეების და სამსახურების უფროსების წლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის  შესახებ – წარდგენიდან 10  დღის ვადაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე