„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებაში შეტანის შესახებ

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებაში შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.124.016262
42
20/11/2017
ვებგვერდი, 24/11/2017
010250040.35.124.016262
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებაში შეტანის შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2017 წლის 20 ნოემბერი

ქ. ბაღდათი

 

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებაში შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო   ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24.07.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.124.016087) დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  პირველი  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულო შედგება, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით არჩეული 29 წევრისაგან, რომელთაგან 15 წევრი არჩეულია პროპორციული, ხოლო 14 წევრი მაჟორიტარული წესით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის :

ა) მე-2 პუნქტის „ გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის, დროშისა და სხვა სიმბოლოების) დადგენა და მასში ცვლილებების შეტანა;

 დ) მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მათი მინიჭების წესის დადგენა.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ ა“, „ბ“,  და „გ“  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება“;

ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და საშტატაო ნუსხის დამტკიცება;

გ) მერისათვის უნდობლობის გამოცხადება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით.“;

გ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს.

დ) მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთნება:

ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დამტკიცება;

ბ) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის, პრიორიტეტების დოკუმენტისა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და პროგრამების დამტკიცება;

დ) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის, პრიორიტეტების დოკუმენტის, სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის კონტროლი და მათი შესრულების შეფასება;

ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“;

ე) მე-6 პუნქტის“დ“, „ე“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მერისათვის თანხმობის მიცემა სესხის ან გრანტის აღების შესახებ;

ე) მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულებების დამტკიცება, ასევე ისეთი გარიგებების დადებაზე თანხმობის გაცემა, რომელთა ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს“;

„ი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მერიის თანამდებობის პირთა სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით;“;

ვ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისა და მართვის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთნება:

ა) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის წესების, ასევე 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ქონების განკარგვის წესების დადგენა საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართელობის კოდექსი“ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზაციო საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესის დადგენა;

გ) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა  და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება;

დ) მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემა კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო  და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრიანების შესახებ; მინიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში ცვლილების შესახებ, სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;

ვ) მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის მოძრავი და უძრავი ქონების პირობით ან უპირობოდ პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ;

ზ) მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალური ქონების შეძენაზე/სარგებლობის უფლების მიღებაზე/მართვის უფლებით მიმღებზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების შეახებ;

თ) მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემა პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღები პირის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;

ი) მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;

კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესს;

ლ) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ისმენს შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს.“;

ზ) მე-8 პუნქტის „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნაზე მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემა;“;

„თ) მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურეობის სახეების დაფინანსების შესახებ.“;

თ) მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საკუთარი ინიციატივით უშუალოდ გადაწყვიტოს და/ან მუნიციპალიტეტის მერს მისცეს თანხმობა გადაწყვიტოს ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით“.  

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოში რეგისტრირებულ ლობისტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, აგრეთვე ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს. საკრებულოს დახურულ სხდომაზე საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზის კარი იკეტება.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მერიის სტრუქტურული ერთეულების, კომისიებისა და თანამდებობის პირების მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით საკითხების განხილვაში;

ი) კითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერს, თანამდებობის პირებს, უშუალო მონაწილეობა მიიღოს მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში;  მიიღოს და შეაფასოს გაცემული პასუხები“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოში ინიციირებული სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნების, პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და მუნიციპალიტეტის მერიაში გაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტზე ძირითადი კომისიის(კომისიების) განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადებისა და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ;“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს ბიუროს სხდომის ასლები ეგზავნება საკრებულოს კომისიებს, ფრაქციებს, დროებით სამუშაო ჯგუფებს და მუნიციპალიტეტის მერს.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს კომისია არის საკრებულოს მუნდმივმოქმედი ორგანო, რომელიც იქმნება: საკრებულოში საკითხთა წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს, მერიის სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.“.

8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ეკონომიკური პოლიტიკის, ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია.“.

9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  25-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) აკონტროლებს მერიის შესაბამისი მიმართულების სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობას, ისმენს მათ ანგარიშებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და შეფასებებს.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარადგინონ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში.“.

10. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არ არსებობის შემთხვევაში , კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.“.

11. დადგენილებით დამტკიცებული დანართის   30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის დახურულ სხდომაზე დასწრების ულება აქვთ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრებს, მუნიციპალიტეტის მერს, აგრეთვე ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს.“.

12. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  50-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს კვარტალური გეგმიდან გამომდინარე, საკრებულოს ბიურო საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების და ფრაქციების წარმომადგენელთა, აგრეთვე მერის წინადადებების გათვალისწინებით განსაზღვრავს ყოველთვიური მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტს. დღის წესრიგის პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნეს საკრებულოს სხდომაზე ყოველი საკითხის განხილვისათვის სავარაუდო დრო.“.

13. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  51-ე მუხლის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მუნიციპალიტეტის მერის წინადადების საფუძველზე;“.

14. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  571 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მუნიციპალიტეტის მერის მიერ ინიცირებული სამართლებრივი აქტის პროექტების საკრებულოს სხდომაზე განხილვისას მომხსენებელი შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“.

15. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  75-ე მუხლის:

 ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფარული კენჭისყრა იმართება პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და მუნიციპალიტეტის მერისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტის დროს. ფარული კენჭისყრა ტარდება ბიულეტინების მეშვეობით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. არჩევნების დროს ბიულეტინების შევსებისას საკრებულოს წევრი შემოხაზავს იმ კანდიდატის რიგით ნომერს, რომელსაც მხარს უჭერს. თუ ბიულეტინში ერთი კანდიდატის გვარია შეტანილი, მისთვის ხმის მიცემა გვარის ან მის წინ დასმული ნომრის შემოხაზვით უნდა გამოიხატოს. თანამდებობიდან გადაყენების ან მუნიციპალიტეტის მერისათვის უდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრისას ბიულეტინში შეტანილი ორი ფორმიდან „მომხრე“, „წინააღმდეგი“ აირჩიოს ერთ-ერთი , რომელსაც შემოხაზავს , ხოლო მეორეს კი გადახაზავს.“.

16. დადგენილებით დამტკიცებული დანართის   78-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დღის წესრიგიდან საკითხის მოუხსნელად დააყენოს საკითხი შემთამხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, სხდომის თავმჯდომარემ ეს საკითხი შეიძლება დასვას კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე, ასევე იმ შემთხვევაში თუ წამოყენებულმა არც ერთმა ალტერნატიულმა წინადადებამ არ მიიღო ხმების  საკმარისი რაოდენობა, აგრეთვე თუ ხელმეორედ დაისვა ის ორი ვარიანტი, რომლებმაც ხმების უფრო მეტი რაოდენობა მიიღო, მაგრამ არც ერთი ვარიანტი არ იქნა მიღებული. შემთამხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება საკრებულოს გადაწყვეტილებით. თუ საკრებულომ უარი განაცხადა შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე და ასევე არ მიიღო არც ინიცირებული და არც ალტერნატიული ვარიანტები, საკითხი ითვლება უარყოფილად, იხსნება დღის წესრიგიდან და იგი, როგორც წესი, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ხელმეორედ შეიძლება შეტანილი იქნეს  მხოლოდ სამი თვის  შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისია შემთხვევა, თუ შემოტანილი საკითხი არსებითად გადამუშავდა, რაზედაც არსებობს შესაბამისი კომისიის დასკვნა, ასევე თუ საკითხის განმეორებით განხილვას ითხოვს მუნიციპალიტეტის მერი აუცილებლობის მოტივით.“.

17. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  82-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მუნიციპალიტეტის მერს;“.

18. დადგენილებით დამტკიცებული დანართის   83-ე მუხლის  პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილების შემდეგ საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ბიუროს გადაწყვეტილებასთან ერთად პროექტის მიწოდებას საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და მუნიციპალიტეტის მერიისათვის;“

ე) საკრებულოს კომისიები და მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს მიერ დადგენილ ვადებში იხილავს წარმოდგენილ სამართლებრივი აქტის პროექტს და აწვდის შესაბამის დასკვნას საკრებულოს აპარატს.“;

19. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  84-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტის განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ამ რეგლამენტის 83-ე მუხლით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ. საკრებულოს შესაბამისი კომისიისა და მუნიციპალიტეტის მერიის დასკვნის მომზადებისა და საკრებულოში წარდგენის ვადას შესაბამის კომისიასთან, მუნიციპალიტეტის მერთან და პროექტის ავტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკრებულოს ბიურო. ნორმატიული აქტის პროექტზე უარყოფითი დასკვნა ან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ დასკვნის არ არსებობა არ შეიძლება იყოს დაბრკოლება საკრებულოს სხდომაზე პროექტის განხილვის დაწყებისათვის.“.

20. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  85-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში შეტანის უფლება აქვს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარდგენილ პრიორიტეტების დოკუმენტს და ბიუჯეტის პროექტს რეგისტრაციაში ატარებს და წარდგენიდან 5 დღის ვადაში საჯარო განხილვისათვის აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ამ რეგლამენტის 108-ე და 135-ე მუხლებით დადგენილი წესით. პროექტების გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს აპარატი აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისიები რომელსაც გადაეცათ პროექტები განსახილველად, კომისიებსა და ფრაქციებში პროექტის განხილვის ვადები, კომისიებისა და ფრაქციების ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტების საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.“;

გ) მე-5 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტებს;“.

21. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  86-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს გამოთქმული ყველა შენიშვნით უბრუნებს მუნიციპალიტეტის მერს.“.

ბ) მე-5 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია საფინანსო სამსახურთან, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან და შენიშვნების ავტორებთან ერთად განიხილოს ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები და ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებული ვარიანტი შენიშვნებზე დასკვნასთან ერთად (რომელშიც აღინიშნება თითოეული შენიშვნა და ამ შენიშვნის მიღების ან უარყოფის დასაბუთება) არაუგვიანეს 10 დეკემბრისა  წარუდგინოს საკრებულოს.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მუნიციპალიტეტის მერის დასკვნას და ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს (შესწორების შემთხვევაში) ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი, მერის მიერ მისი შემოტანიდან 2 დღის ვადაში.“.

22. დადგენილებით დამტკიცებული დანართის   87-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შენიშვნების არსებობის შემთხვევაში შენიშვნების შესახებ მუნიციპალიტეტის მერის დასკვნის გამოქვეყნებიდან არაუადრეს ერთი კვირისა;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს მუნიციპალიტეტის მერი, აგრეთვე საკრებულოს საფინასო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ან ამ კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნას.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საკრებულოს სხდომაზე განხილვის დროს ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანა დაიშვება მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით. თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში ითვლება, რომ პროექტის შესაბამისი მუხლი არ იქნა მიღებული, თუ საკრებულოს სხდომის მიერ არ იქნა სხვა გადაწყვეტილება მიღებული.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ საკრებულომ არ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის მერის მიერ ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან მერის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში – ბიუჯეტის პირვანდელი რედაქცია, საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის 3/5-ით დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3 -ის მიერ ინიცირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ამ რეგლამენტის შესაბამისად მერისათვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი.“.

23. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  88-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საკრებულომ ვერ შეძლო ვერც წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის და ვერც ალტერნატიული ვარიანტების მიღება, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება შემთანხმებელი ჯგუფი საკრებულოსა და მუნიციპალიეტტის მერიის თანამდებობის პირთა მოანაწილეობით.“.

24. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  90-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„1. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარადგენს მუნიციპალიტეტის მერი საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და რეგისტრაციიდან სამი დღის ვადაში საკრებულოს რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საჯარო განხილვისათვის. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად სავალდებულოა გამოქვეყნდეს დამოუკიდებელი აუდიტის შემოწმების მასალები და დასკვნა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საფინანსო საქმიანობის შესახებ. აგრეთვე ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია(კომისიები), რომელსაც გადაეცა ანგარიში განსახილველად, კომისიაში ანგარიშის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, ანგარიშის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები ანგარიშთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას წარუდგენს ანგარიშთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებზე ახსნა-განმარტებას. საკრებულო თანამომხსენებლის ფორმით ისმენს დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებას საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგებთან დაკავშირებით (საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ჩატარების შემთხვევაში.“;

25. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  91-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტად ითვლება ყველა ის პროექტი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მუნიციპალიტეტის  ფინანსებზე. ნორმატიული აქტის პროექტის ხასიათის საკითხს წყვეტს საკრებულოს ბიურო საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის დაწყებისათვის აუცილებელია მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა ამ ნორმატიული აქტის პროექტის მუნიციპალიტეტის  ფინანსებზე გავლენის შესახებ .“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საფინანსო ხასიათის ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც იწვევს  მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, საკრებულოს განსახილველად წარედგინება მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით ან/და მერის მიერ.“;

26. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  92-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია თვითმმართველი ერთეულის სახელით დადოს ან გააუქმოს შეთანხმებები და /ან ხელშეკრულებები, აგრეთვე ისეთი გარიგებები, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს, მხოლოდ საკრებულოს თანხმობით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინიციატორი თვითმმართველი ერთეულის სახელით შეთანხმების და/ან ხელშეკრულების დადების ან გაუქმების შესახებ, აგრეთვე ისეთი გარიგების დადებაზე, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს, შეიძლება იყოს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერი.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემა ხდება მხოლოდ კონკრეტული შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე(გაუქმებაზე).“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულო განიხილავს ხელშეკრულების, გარიგების პროექტს და თავისი გადაწყვეტილებით შეაქვს მასში შესაბამისი ცვლილებები და დამატებები, საკრებულო ასევე უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის მერს შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე თანხმობა მისცეს გარკვეული პირობების დაწესებით. პირობების შეცვლის შემთხვევაში მერი ვალდებულია ხელახლა ითხოვოს თანხმობა ამ შეთანხმების, ხელშეკრულების, თუ გარიგების დადებაზე.“;

ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მუნიციპალიტეტის მერის მიერ შეთანხმების, ხელშეკრულების, თუ გარიგების დადება და გაუქმება ხდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილი წესით.“;

27. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  95-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის მერს უფლება აქვს ამ რეგლამენტის 84-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე საკრებულოს სხდომაზე დააყენოს საკრებულოს მიერ უარყოფილი ნორმატიული აქტის პროექტის ხელახალი განხილვის საკითხი მისი აუცილებლობის მოთხოვნით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.მუნიციპალიტეტის მერს ეთქმევა უარი, თუ ამ წინადადებას მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, სხვა შემთხვევაში შეიქმნება შემთანხმებელი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს და საკრებულოს სხდომას წარუდგენს შესაბამის ნორმატიული აქტის პროექტს.“;

28. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  105-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით“

„მუხლი 105. მუნიციპალიტეტის მერისათვის უნდობლობის გამოცხადების წესი“;

ბ) პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის მერისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიცირების საფუძველია საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩეველთა არანაკლებ 20% -ის წერილობითი ინიციატივა მუნიციპალიტეტის მერისათვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ მუნიციპალიტეტის მერისათვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა ამომრჩევლებს ეკუთვნით, იქმნება საინიციატივო ჯგუფი არა ნაკლებ 10 კაცის შემადგენლობით. საინიციატივო ჯგუფის სიაში მითითებული უნდა იყოს მისი თითოეული წევრის სახელი, გვარი, საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილი.

მუნიციპალიტეტის მერისათვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა საინიციატივო ჯგუფმა უნდა ჩამოაყალიბოს კონკრეტულად. შესაბამისი ინიციატივის განცხადება წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს.“;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საინიციატივო ჯგუფი განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერისათვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე ინიციატივის შესახებ განცხადებას და თანდართულ ხელმოწერებს, რომლითაც დასტურდება, რომ ინიციატივას მხარს უჭერს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლების არანაკლებ 20%-ი.“;

ე) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. საკრებულოს წევრთა ინიციატივა განიხილება მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, მუნიციპალიტეტის მერისათვის უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითლება, თუ ინიციატივას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. უნდობლობის გამოცხადება იწვევს მუნიციპალიტეტის მერისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას.“;

ვ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის მერისათვის უნდობლობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში უნდობლობის საკითხის დასმა მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია.“;

ზ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. უნდობლობის საკითხის ინიცირება და მუნიციპალიტეტის მერისათვის უნდობლობის გამოცხადება დაუშვებელია მუნიციპალიტეტის მერის არჩევიდან 6 თვის, ასევე მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადის ბოლო ერთი წლის განმავლობაში.“;

29. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  112-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე, მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაზე, თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვასა და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.“;

30. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  114-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს ფრაქციას ან საკრებულოს კომისიას უფლება აქვს ინტერპელაციის წესით დააყენოს საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის, მუნიციპალიტეტის მერის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის თანამდებობის პირის წინაშე.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი უნდა შეეხებოდეს საკრებულოს თავმჯდომარის, მუნიციპალიტეტის მერის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის თანამდებობის პირის მიერ შესაბამის დარგში გატარებული პოლიტიკის კონკრეტულ ან ზოგად საკითხებს.“;

31. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  115-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკრებულოს მიერ იმ სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა აღსრულების მდგომარეობაზეც ბიურომ(საკრებულომ) უნდა მოისმინოს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს შესაბამისმა კომისიამ და მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურმა.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსხურის მოხსენება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულების მდგომარეობის, ეფექტურობის, მისი მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზებისა და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო შესწორებების შეტანის შესახებ.“;

32. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  116-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს ბიურო პერიოდულად, მის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, ისმენს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ანგარიშებს, აძლევს მათ შეფასებებს და საჭიროების შემთხვევაში აყენებს მათი პასუხისმგებლობის საკითხს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მუნიციპალიტეტის მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი ვალდებულია  კვარტალში ერთხელ საკრებულოს ბიუროს და ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს სხდომას წარუდგინოს ანგარიში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.“;

33. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  118-ე მუხლის  მე-6 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ყველას აქვს ულება ვინაობის მითითებით ან მის გარეშე საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრება მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით.“;

34. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  119-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ე“, „ვ“ და“ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მოამზადოს, განიხილოს და წარუდგინოს საკრებულოს ან/და მუნიციპალიტეტის მერს წინადადებები მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ვ) მოისმინოს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების და საკრებულოს წევრების ანგარიშები;

ზ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალ;იტეტის მოსახლეობის გამოკითხვების და საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზებაში;“.

35. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  1201 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს ;“;

36. დადგენილებით  დამტკიცებული  დანართის  1202 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1202. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეკვიზიტები

1.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) შესაბამის განცხადების ტექსტს;

ბ) პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების (არაუმეტეს 3 პირისა), სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქეობის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

გ) პეტიციის წარდგენის თარიღს;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიას;

ე) ნორმატიული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის პროექტს 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ვ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს და კონკრეტულ წინადადებებს,  120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ზ) კონკრეტულ ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას 120-ე მუხლის მე-2  პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

2. საერთო კრების მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს;

ბ) პეტიციის წარდგენის თარიღს;

გ) დასახლების საერთო კრების რჩეულის (შემდგომში – რჩეული) ან საერთო კრების უფლებამოსილი პირის ხემოწერას;

დ) ნორმატიული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის პროექტს 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპეპს და კონკრეტულ წინადადებებს,  120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ვ) კონკრეტულ ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას 120-ე მუხლის მე-2  პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“;

37. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  1205 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.საკრებულოს  რეგლამენტის 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პეტიციის წარდგენის შემთხვევაში, საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, პეტიცია შესასწავლად გადაეცემა საკრებულოს შესაბამის კომისიას ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან აღნიშნული პეტიცია უფლებამოსილების შესაბამისად, განსახილველად ეგზავნება მუნიციპალიტეტის მერს.“;

38. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  1206 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის მერისათვის პეტიციის გაგზავნის შემთხვევაში, საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის მერს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა.“;

39. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  1207 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია განიხილოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ, უფლებამოსილების შესაბამისად, გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს. პეტიციის განსახილველად მიღებიდან ერთი თვის ვადაში. ეს ვადა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს თანხმობით შეიძლება ერთი თვით გაგრძელდეს.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის მერს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა.“.

40. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  121-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოს და/ან თანამდებობის პირს მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების გასაწყვეტად.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მუნიციპალიტეტის ორგანო და/ან თანამდებობის პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში განიხილოს და გასცეს პასუხი მიმართვაზე.“;

41. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  122-ე მუხლის:

ა) 122-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 122. მოქალაქეთა მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოს და/ან თანამდებობის პირისადმი საჯარო განცხადებით  მიმართვის წესი.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო განცხადებად მიიჩნევა მუნიციპალიტეტის ორგანოს და/ან თანამდებობის პირის გადაწყვეტილების ან მოქმედების შეფასების ან მათი ახსნა-განმარტების მოთხოვნის შემცველი ხელმოწერილი განცხადების გამოქვეყნება მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ან მისი გავრცელება საჯაროდ ხელმისაწვდომი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით.“;

გ) მ-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მუნიციპალიტეტის შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის დავალების შემთხვევაში ვალდებულია პასუხი ან ახსნა-განმარტება გამოაქვეყნოს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ან გაავრცელოს საჯაროდ ხელმისაწვდომი  საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით.“.

42. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 123-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამომრჩეველთა მოსმენას ესწრება საკრებულოს თანამდებობის პირები და საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტის მერი და მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირები.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 9. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს „ღია კარის სხდომის“ ოქმის შედგენას, სხდომაზე დასმული საკითხების აღრიცხვას და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი საკითხების შესაბამისი კომისიისათვის ან/და მუნიციპალიტეტის მერისათვის განსახილველად გადაცემის შესახებ.“.

43. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  126-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ხდება მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ განსახილველ საკითხზე მოსახლეობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აგრეთვე სხვა გაერთანებების მიერ გამოთქმული შენიშვნების, წინადადებების, რეკომენდაციების შეგროვების, სისტემატიზაციისა და საკითხზე მათი დამოკიდებულების წარმოჩენის მიზნით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგები ქვეყნდება და სავალდებულოა იქნეს მოსმენილი საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის, მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულისა და მერის წარმომადგენელის მიერ საკითხის განხილვისას.“;

44. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 1272 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ დასახლების საერთო კრების მოწვევის პროცედურის განსაზღვრა;“.

45. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  129-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 129. მოქალაქეთა მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება

მოქალაქეთა მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფის ფორმებია:

ა) მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაწეულ საქმიანობაზე პერიოდული ანგარიშების მოსმენა;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე (თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მუნიციპალური პროგრამები, ადმინისტრაციული ერთეულის შექმნა და გაუქმება, შესყიდვის განხორციელება, რომლის ღირებულებაც აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯების 5%-ს, მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა, გეოგრაფიული ობიექტებისათვის სახელწოდებების მინიჭება და სხვა.) გადაწყვეტილების მიღებამდე საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ვალდებულება;

გ) მუნიციპალიტეტის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.“;

46. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  133-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 133. მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ანგარიშები

1.საკრებულო, საკრებულოს ბიურო, საკრებულოს კომისია, საკრებულოს ფრაქცია, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ვალდებული არიან ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით, წელიწადში ერთხელ მაინც გამოაქვეყნონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

2. საკრებულო საზოგადოებრივ დარბაზთან ერთად განიხილავს და აფასებს გამოქვეყნებულ ანგარიშს, ანგარიშის გამოქვეყნებიდან არა უადრეს 10 დღისა.“;

47. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  135-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 135. მუნიციპალიტეტის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.“;

ბ) პირველი მუხლის „გ“ და  „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მუნიციპალიტეტის მერის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) -საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოში წარდგენიდან 2 დღის ვადაში;“;

„ნ) მუნიციპალიტეტის მერის, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსების და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ ერთეულში წლიურ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ-ანგარიშის წარდგენიდან 10 დრის ვადაში;“;

დ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები განთავსებული უნდა იქნეს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, „მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულებით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე