დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 497 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.020206 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2013, 010240030.10.003.017504) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი: „რ1) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხელშეკრულების ან/და შეთანხმების გაფორმება (მიუხედავად მისი ფორმისა და სახელწოდებისა), რომელიც არ წარმოადგენს „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას და არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ან/და შეთანხმების გაფორმება მთავრობასთან შეთანხმებას არ საჭიროებს, თუ აღნიშნული ხელშეკრულება ან/და შეთანხმება წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციას/დოკუმენტს;“. 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) სათანადო უფლებამოსილებით წარმოადგენს სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებში, კანონმდებლობის შესაბამისად დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ასევე კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ამ დებულების მე-4 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით აფორმებს უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან ისეთ ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, რომელიც არ წარმოადგენს „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას და არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები