დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 411 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 21/11/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/11/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017036 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლს მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111; 200090000.22.033.016112; 3.01.2011წ.) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 481 მუხლის მე-15 მაგალითი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მაგალითი 15. მხარეთა შეთანხმებით, აქციზური საქონლის (არყის) მწარმოებელი საწარმო ვალდებულია მაღაზიას 2017 წლის 15 სექტემბერს მიაწოდოს 500 ლიტრი არაყი (1 ლიტრ არაყში სუფთა სპირტის მოცულობა შეადგენს 40%-ს (40 გრადუსი)). საკომპენსაციო თანხა შეადგენს 11 800 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). მაღაზიამ 2017 წლის აგვისტოს თვეში წინასწარ განახორციელა 1180 ლარის ოდენობით საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება. შეფასება: იმის გათვალისწინებით, რომ საკომპენსაციო თანხის ნაწილის – 1180 ლარის გადახდა განხორციელდა საქონლის მიწოდების მომენტამდე, გამყიდველი საწარმო დასაბეგრ ოპერაციაზე დარიცხულ დღგ-ის თანხას დაადეკლარირებს აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციით. განსახილველ ოპერაციაზე დღგ-ის თანხა შეადგენს 180 ლარს (1000x18%). 2017 წლის სექტემბერში, საქონლის მიწოდების მომენტის შესაბამისად, მოხდება საკომპენსაციო თანხის დარჩენილ ნაწილზე (10620 ლარი) დასარიცხი დღგ-ის დეკლარირება და მიწოდების მიხედვით აქციზის თანხის გაანგარიშება, კერძოდ: დღგ-ის თანხა – 1620 ლარი (10620-(10620/1,18)); აქციზის თანხა – 3 000 ლარი (500 ლიტრი X (1*40%) X 15=500 X 0.4 X 15 ლარზე).“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები