„არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 1 სექტემბრის №110/ნ/№124 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 1 სექტემბრის №110/ნ/№124 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 145
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 26/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 100060020.22.038.016903
145
26/12/2017
ვებგვერდი, 27/12/2017
100060020.22.038.016903
„არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 1 სექტემბრის №110/ნ/№124 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
„არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 1 სექტემბრის №110/ნ/№124 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №145/№203/ნ

2017 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 1 სექტემბრის №110/ნ/№124 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 1 სექტემბრის №110/ნ/№124 ერთობლივ ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05/09/2016, 100060020.22.022.017183) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის:

ა) პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პენიტენციურ დაწესებულებებში არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურეები (მასწავლებლები), იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელით, რომელშიც სწავლობდა  არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებამდე, ან იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელით, რომელშიც ჩაირიცხა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემდგომ.

2. პენიტენციურ დაწესებულებებში არასრულწლოვან მსჯავრდებულთათვის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/დაწესებულებები, რომელთანაც/რომლებთანაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს  პენიტენციურ დაწესებულებებში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი მსჯავრდებული არ არის განთავსებული არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, და სასჯელს იხდის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია უზრუნველყონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურეებმა (მასწავლებლები), იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელით, რომელშიც სწავლობდა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებამდე/არასრულწლოვანი მსჯავრდებული მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებამდე, ან იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელით, რომელშიც ჩაირიცხა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემდგომ/არასრულწლოვანი მსჯავრდებული, მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შემდგომ.“;

გ) მე-3 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი და 21 პუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურე (მასწავლებელი) უზრუნველყოფს:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შესაბამისი საგნის/საგნების სწავლებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული მასწავლებლის მუშაობის გრაფიკის შესაბამისად;

ბ) არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის აკადემიური მიღწევების შეფასებას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;

გ) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაცდენების აღრიცხვას მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალში;

დ) არაუგვიანეს შესაბამისი სემესტრის დასრულებიდან მეორე სამუშაო დღისა, ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის შეფასებისა და გაცდენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, რომელშიც სწავლობდა  არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებამდე/არასრულწლოვანი მსჯავრდებული, მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებამდე, ასევე იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, რომელშიც ჩაირიცხა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემდგომ/არასრულწლოვანი მსჯავრდებული, მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შემდგომ;

ე) სემესტრული, წლიური ან/და საშემოდგომო გამოცდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩატარებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) შესაბამისი გამოცდის ჩატარებიდან არაუგვიანეს მესამე სამუშაო დღისა, ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გამოცდებში არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მიღებული შეფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, რომელშიც სწავლობდა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებამდე/არასრულწლოვანი მსჯავრდებული, მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებამდე, ასევე იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, რომელშიც ჩაირიცხა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემდგომ/არასრულწლოვანი  მსჯავრდებული, მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შემდგომ.

4. ამ მუხლის პირველი და 21 პუნქტებით გათვალისწინებული ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც სწავლობდა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებამდე/არასრულწლოვანი  მსჯავრდებული, მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებამდე, ან ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ჩაირიცხა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემდგომ/არასრულწლოვანი  მსჯავრდებული, მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შემდგომ, უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაყვანას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში სწავლებაზე და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში ამ პირის შესახებ უთითებს არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სტატუსს; 

ბ)  ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის კლასიდან კლასში გადაყვანას;

გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაყვანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში სწავლებაზე, გამორიცხავს ამ მუხლის პირველი და 21 პუნქტებით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სწავლებისათვის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის მიღების შესაძლებლობას.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი