საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 17/11/2017
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016432
  • Word
0
17/11/2017
ვებგვერდი, 17/11/2017
000000000.00.00.016432
საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
პროექტის ავტორი

პროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1 . საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,

№54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის:

ა) მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.“;

ბ) მე-12 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იურიდიული პირის აქციონერზე/მოწილეზე განხორციელებული გადახდა ამავე იურიდიული პირის აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით, გარდა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემისა. ;

გ) მე-13 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

დ) 45-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 46-ე ნაწილი:

„46. საგადასახადო წელი − კალენდარული წელი.“.

2. 26-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური სავაჭრო ზონის (შემდგომ − სსზ) სტატუსი, საკუთარი ინიციატივით, შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოში ეწევა ბაზრობის (ვაჭრობის) ორგანიზებას.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სსზ-ის სტატუსის მიღების შემთხვევაში, სტატუსის მიღების მომდევნო წლის 1 იანვრიდან, პირი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს სსზ-ის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის მოძრაობის აღრიცხვა;

ბ) ამ კოდექსის 133 1  მუხლის შესაბამისად გადაიხადოს სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის დამქირავებელი გადასახადის გადამხდელის კუთვნილი საშემოსავლო/მოგების გადასახადი სსზ-ის ტერიტორიაზე საქმიანობის ნაწილში;

გ) სსზ-ში განახორციელოს თითოეული საქონლის დამცავი საშუალებით ნიშანდება და სსზ-ში რეალიზებულ საქონელზე მომხმარებელთან ანგარიშსწორება უზრუნველყოს ცენტრალიზებულად მართული სალარო პუნქტების მეშვეობით.“;

გ) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

3. 26 1  მუხლის შემდეგ დაემატოს 26 2  მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26 2 . ბაზრობის ორგანიზება

1. პირი, რომელიც საქართველოში ეწევა ბაზრობის (ვაჭრობის) ორგანიზებას (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ბაზრობის ორგანიზებისა), ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მიმართოს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს მინიჭებული აქვს ამ კოდექსის 26-ე მუხლით გათვალისწინებული სსზ-ის სტატუსი.

2. ბაზრობის (ვაჭრობის) ორგანიზება არის პირის ან/და პირთა ჯგუფის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრო ის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის იჯარით გაცემ .

3. ბაზრობა არის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც განკუთვნილია საქონლის სარეალიზაციოდ.

4. არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა-ნაგებობა) არის ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური  ჩამაგრებით და რომელსაც არ აქვს მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება.

5. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია:

) საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია ბაზრობის ტერიტორიაზე, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით;

) სავაჭრო ობიექტი ან/და სავაჭრო ადგილი, იჯარით გასცეს მხოლოდ იმ პირზე, რომელიც რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;

გ) ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილი უზრუნველყოს საკონტროლო-სალარო აპარატით.

6. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის მოიჯარე ფიზიკურ პირს, საგადასახადო ორგანოს მიერ ენიჭება ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის სტატუსი.

7. ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების რეესტრს აწარმოებს საგადასახადო ორგანო.

8. ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის მიერ ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, გამოქვითვების გარეშე. ამ შემთხვევაში გადასახადის დეკლარირება და გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

9. ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის მიერ ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

10. ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი:

ა) ვალდებულია საქონლის მიწოდებისას გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი;

ბ) უფლებამოსილია უარი თქვას ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის რეჟიმის გამოყენებაზე, რის შესახებაც მან არაუგვიანეს საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრისა განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამ შემთხვევაში პირის შემოსავალი დაიბეგრება ამ კოდექსის 79-ე-82-ე მუხლების შესაბამისად.

11. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს, რომელიც საქართველოში ეწევა ბაზრობის ორგანიზებას, საკუთარი ინიციატივით მიანიჭოს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსი.

12. ბაზრობის ფუნქციონირების და ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

4. 34-ე მუხლს 6 1  ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 6 2  ნაწილი:

„6 2 . საქართველოს რეზიდენტობა, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-6 და 6 1  ნაწილებით განსაზღვრული შემთხვევებისა, შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით.“.

5. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს;“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ 1 „უ 2 და 3 ქვეპუნქტები:

„უ 1 ) რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის მიწოდებით მიღებული შემოსავალი;

2 ) რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ 2023 წლის 1 იანვრამდე საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი;

3 ) რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის, მიწოდებით მიღებული შემოსავალი;“;

დ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ ამ საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს;“.

6. 97-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის სხვაობა წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს:

ა) პირისათვის, რომელიც იღებს მოგებას „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „არსებული ხელშეკრულებებიდან“ გამომდინარე, ნავთობისა და გაზის ოპერაციების შედეგად, ამ მოგების ნაწილში;

ბ) საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეთათვის, ამ პროექტის ფარგლებში მიღებული მოგების ნაწილში;

გ) საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის მონაწილეთათვის, ამ პროექტის ფარგლებში მიღებული მოგების ნაწილში.“.

7. 98 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საწარმოს პარტნიორზე განხორციელებული გადახდა ამავე საწარმოს აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით, გარდა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემისა.“.

8. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1  “, „მ 2 და „მ 3 ქვეპუნქტები:

„მ 1 ) არარეზიდენტის მიერ, რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში ამ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას;

2 ) არარეზიდენტის მიერ, რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ 2023 წლის 1 იანვრამდე საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში ამ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას;

3 ) არარეზიდენტის მიერ, რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას;“.

9. მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრთა (მეპაიეთა) შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;“.

10. 103-ე მუხლის პირველ ნაწილს „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ 1 ქვეპუნქტი:

„ბ 1 )„საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული – ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრის“ მიერ, მზღვეველისგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მესამე პირისთვის (დაზარალებული), რომელიც არ აღემატება დამდგარი ზიანის ოდენობას.“.

11. 130-ე მუხლის:

ა) 4 1  ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქიით:

„4 1 . 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის მიერ ამ კოოპერატივისაგან მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.“;

ბ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

12. 131-ე მუხლის მე- 6 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

13. 168-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის:

ა.ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეულისა და სუბსტანციების, 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი;“;

ა.ბ) „ 1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ 1 ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება; ;

ა.გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2844 პოზიციის რადიო-ფარმ პრეპარატები (რომლებიც რეგისტრირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ), 8419 20 000 00, 9001 30 000 00, 9001 40, 9001 50, 9018–9022 (გარდა 9022 29 000 00), 9025 11 200 00 და 9402 90 000 00 კოდებში მითითებული საქონლის, 8713 და 8714 20 000 00 კოდებში აღნიშნული ეტლებისა და მათი ნაწილების და საკუთნოების, სამედიცინო დანიშნულების რენტგენის ფირების, სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, გლუკომეტრების (რომელთა ტესტ- სისტემები რეგისტრირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ), ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი, 9619 00 000 00 კოდში შემავალი, საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი;“;

ა.დ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4901, 4902, 4903 00 000 00 და 4904 00 000 00 კოდებში მითითებული საქონლის (ჟურნალ-გაზეთები, ნოტები) მიწოდება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) ან/და იმპორტი, ასევე ელექტრონული მატარებლების (დისკების) საშუალებით სალექციო კურსების მიწოდება, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათისაა და შეიძლება გამოცემულ იქნეს ასევე წიგნის ფორმით;“;

ბ) მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4901, 4902, 4903 00 000 00 და 4904 00 000 00 კოდებში მითითებული საქონლის (ჟურნალ-გაზეთების, ნოტების) რეალიზაციის მომსახურების, ბეჭდვის მომსახურების ან/და ჟურნალ-გაზეთების მიერ სარეკლამო მომსახურების გაწევა;“;

გ) მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ“ ქვეპუნქტი:

„ჭ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4901 კოდში მითითებული საქონლის (წიგნის) მიწოდება ან/და იმპორტი, აგრეთვე ამ საქონლის რეალიზაციის მომსახურების და ბეჭდვის მომსახურების გაწევა;“.

14. 181-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 1  მუხლი:

„მუხლი 181 1 . ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის თანხის დაბრუნება

1. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს დღგ-ის გადამხდელს, უფლება აქვს დაიბრუნოს საქართველოში საქონლის (გარდა, უძრავი ქონებისა) ან/და მომსახურების შეძენისას ან საქართველოში საქონლის იმპორტისას გადახდილი დღგ-ი, თუ კმაყოფილდება ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა:

ა) პირი, საქართველოში ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან მისი საქმიანობის ადგილი ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ არის საქართველოში;

ბ) პირის მიერ საქართველოში შეძენილი საქონელი/მომსახურება ან იმპორტირებული საქონელი გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში;

გ) მსგავსი ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, ამ კოდექსის შესაბამისად უფლებამოსილი იქნებოდა ჩაეთვალა გადახდილი დღგ;

2. დღგ-ის დაბრუნების მიზნით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ-ის გადამხდელი ვალდებულია დანიშნოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც ამ მუხლით გათვალისწინებული დღგ-ის თანხის დაბრუნების ფარგლებში ეკისრება გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებები.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი და პირობები, ასევე კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს უფლებამოსილი წარმომადგენელი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

15. 188-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 188. აქციზის განაკვეთები აქციზურ საქონელზე, გარდა ალკოჰოლიანი სასმელისა“;

ბ) პირველი ნაწილის ცხრილის:

ბ.ა) პირველი და მე-2 გრაფა ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) შენიშვნის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 - მე-7 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

16. 188-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 188 1  მუხლი:

„მუხლი 188 1 . აქციზი ალკოჰოლიანი სასმელებზე

1. ამ ნაწილში აღნიშნული ალკოჰოლიანი სასმელები იბეგრება აქციზის შემდეგი განაკვეთებით:

 

 

საქონლის დასახელება/აღწერილობა

ზომის ერთეული

განაკვეთი

 

ლუდი

1 ლიტრი/1%Vol

0.12

 

სხვა დადუღებული სასმელები 5%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობით

 

1 ლ

 

5

 

სხვა დადუღებული სასმელები 5% და ნაკლები ალკოჰოლის შემცველობით

1 ლ

0.6

 

შუალედური ალკოჰოლიანი სასმელები

1ლ

5

 

სასმელი, ეთილის სპირტის მაღალი კონცენტრაციით,

გარდა 2208 20, 2208 60, 2208 90 330 00, 2208 90 380 00, 2208 90 480 00

1 ლიტრი სუფთა სპირტი

 

22.5

 

და 2208 90 710 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა

 

 

 

სესესნ 2207 კოდით გათვალისწინებული საქონელი

1 ლიტრი სუფთა სპირტი

 

7,5

 

სესესნ 2208 20, 2208 60, 2208 90 330 00, 2208 90 380 00 00, 2208 90 480 00 და 2208 90 710 00 კოდებით გათვალისწინებული საქონელი

1 ლიტრი სუფთა სპირტი

 

15

 

შენიშვნა:

1. ამ ცხრილში მითითებული:

ა) ლუდი მოიცავს სეს ესნ 2203 პოზიციაში შემავალ ნებისმიერ საქონელს, აგრეთვე 2206 00 590 01, 2206 00 890 01 კოდებით გათვალისწინებული საქონელს (სეს ესნ 2206 პოზიციაში შემავალი ერთი ან მეტი უალკოჰოლო სასმელის ლუდთან ნაზავს), თუ ზემოაღნიშნულ შემთხვევებში ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 0.5 %-ს;

ბ) სხვა დადუღებული სასმელები მოიცავს სეს ესნ 2205 და 2206 პოზიციებში შემავალ საქონელს, გარდა ლუდისა და ღვინისა:

– რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1.2%-ს და არ აღემატება 10%-ს;

– რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 10 %-ს და არ აღემატება 15%-ს, იმ პირობით, რომ პროდუქტში არსებული ალკოჰოლი მთლიანად მიღებულია დადუღების გზით;

გ) შუალედური ალკოჰოლიანი სასმელები მოიცავს სეს ესნ 2205 და 2206 პოზიციებში შემავალ საქონელს (გარდა ლუდისა, ღვინისა და სხვა დადუღებული სასმელებისა), თუ მასში ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1.2%-ს და არ აღემატება 22%-ს;

დ) სასმელი ეთილის სპირტის მაღალი კონცენტრაციით მოიცავს:

სეს ესნ 2208 პოზიციაში შემავალ ნებისმიერ საქონელს, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1.2%-ს;

სეს ესნ 2205 და 2206 პოზიციებში შემავალ საქონელს, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 22%-ს.

2. ღვინო მოიცავს ყურძნის გამოყენებით წარმოებულ სეს ესნ 2204 და 2205 პოზიციებში შემავალ საქონელს, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1.2%-ს და არ აღემატება 18%-ს, იმ პირობით, რომ საბოლოო პროდუქტში არსებული ალკოჰოლი მთლიანად მიღებულია დადუღების გზით და დანამატების გარეშე.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის პირველი გრაფით გათვალისწინებულ საქონელზე გადასახდელი აქციზის თანხა შეადგენს შესაბამისი აქციზის განაკვეთის, საქონლის მოცულობის რაოდენობრივი მაჩვენებლის და მოცემულ საქონელში ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის ნამრავლს.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-2 – მე-4 გრაფებით გათვალისწინებულ საქონელზე გადასახდელი აქციზის თანხა შეადგენს შესაბამისი აქციზის განაკვეთის ნამრავლს მოცემული საქონლის მოცულობის რაოდენობრივ მაჩვენებელზე.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-5 – მე-7 გრაფებით გათვალისწინებულ საქონელზე გადასახდელი აქციზის თანხა შეადგენს შესაბამისი აქციზის განაკვეთის ნამრავლს მოცემულ საქონელში სუფთა სპირტის მოცულობის რაოდენობრივ მაჩვენებელზე.“.

17. 192-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აქციზით დასაბეგრი ალკოჰოლიანი სასმელები;“;

ბ) მე-2 ნაწილის:

ბ.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში იმპორტირებული 4 ლიტრამდე ალკოჰოლიანი სასმელი;“;

ბ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ქვეპუნქტი:

„ზ 1 ) მგზავრის მიერ იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელი, ამ კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ 2 “ ნაწილით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში;“.

18. 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო- ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას გადაიზიდება ბარგით ან/და ხელბარგით და რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;“;

ბ) „ბ 1 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2 ქვეპუნქტი:

„ბ 2 ) მგზავრის მიერ ჯამურად 1 ლიტრი 22% და მეტი ალკოჰოლის შემცველობის მქონე ალკოჰოლიანი სასმელის ან 80%-ის და მეტი ალკოჰოლის შემცველობის მქონე არადენატურირებული ეთილის სპირტის ან 2 ლიტრი 22%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობის მქონე ალკოჰოლიანი სასმელის ან ამ ქვეპუნქტში მითითებული ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, აგრეთვე 16 ლიტრი ლუდის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას გადაიზიდება ბარგით ან/და ხელბარგით და რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:

„მ) ფარმაცევტული პროდუქციის საწარმოებლად გამოყენებული ალკოჰოლიანი სასმელი (სითხე);

ნ) ალკოჰოლიანი სასმელი გამოყენებული სასმელის დასამზადებლად, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა არ აღემატება 1.2%-ს;“;

დ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. თუ ალკოჰოლიანი სასმელის ან/და თამბაქოს ნაწარმის ან/და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის ოდენობა აღემატება ამ ნაწილის „ბ“, „ბ 1 “ ან „ბ 2 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობას, ამ მუხლით გათვალისწინებული აქციზისაგან გათავისუფლება გამოიყენება საქონლის ზემოთ მითითებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

2. ამ ნაწილის „ბ“, „ბ 1 “ ან „ბ 2 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება ფიზიკურ პირს 18 წლის ასაკიდან წარმოეშობა.

3. ამ ნაწილის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონლის იმპორტისას/წარმოებისას გადაიხდევინება აქციზი, ხოლო აქციზის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში, ამ საქონლის იმპორტიორი/მწარმოებლისაგან შემძენი პირი უფლებამოსილია დაიბრუნოს ან/და მომავალი გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს აქციზის გადახდილი თანხა.

4. ამ ნაწილის „ბ“ და „ბ2“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის ჩაითვლება, რომ საქონელი არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის თუ მისი იმპორტი ხორციელდება ერთჯერადად და განკუთვნილია მგზავრის პირადი ან ოჯახის წევრების მოხმარების ან/და ჩუქების მიზნით. ამასთან, იმპორტი ერთჯერადია, თუ ადგილი აქვს საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 1 კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში − 30 კალენდარული დღის განმავლობაში ამ საქონლის იმპორტის არაუმეტეს ერთ შემთხვევას.“.

19. 199-ე მუხლის:

ა) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.გ) მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო- ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას გადაიზიდება ბარგით ან/და ხელბარგით და რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;“;

ბ) „დ.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ. 1 ქვეპუნქტი:

„დ.გ 1 ) მგზავრის მიერ ჯამურად 1 ლიტრი 22% და მეტი ალკოჰოლის შემცველობის მქონე ალკოჰოლიანი სასმელის ან 80%-ის და მეტი ალკოჰოლის შემცველობის მქონე არადენატურირებული ეთილის სპირტის ან 2 ლიტრი 22%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობის მქონე ალკოჰოლიანი სასმელის ან ამ ქვეპუნქტში მითითებული ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, 4 ლიტრი ღვინის და 16 ლიტრი ლუდის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას გადაიზიდება ბარგით ან/და ხელბარგით და რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;“;

გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) 2023 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნედლეულის იმპორტი;“;

დ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ ნაწილის „დ.გ“ და „დ.გ 1 “ ქვეპუნქტების მიზნებისთვის ჩაითვლება, რომ საქონელი არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის თუ მისი იმპორტი ხორციელდება ერთჯერადად და განკუთვნილია მგზავრის პირადი ან ოჯახის წევრების მოხმარების ან/და ჩუქების მიზნით. ამასთან, იმპორტი ერთჯერადია, თუ ადგილი აქვს საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 1 კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში − 30 კალენდარული დღის განმავლობაში ამ საქონლის იმპორტის არაუმეტეს ერთ შემთხვევას.“.

20. 202-ე მუხლის მე-6 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირისათვი :

.) ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის 15 პროცენტი;

.) დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება ამ ქვეპუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემოსავალს.“.

21. 206-ე მუხლის პირველი ნაწილის 1  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯ 1 ) 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ქონება (გარდა მიწისა) და ამავე საქმიანობისათვის მასზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება;“.

22. 224-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 224. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი

1. საგადასახადო ორგანო, ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული პირობების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს ანიჭებს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსს.

2. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი ითვალისწინებს ავტორიზაციას:

ა) საქონლის გაფორმების პროცედურების გამარტივებისათვის, ან

ბ) დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების საფუძველზე საბაჟო კონტროლის გამარტივებისათვის.

3. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი შესაძლებელია ერთდროულად ფლობდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ავტორიზაციებს.

4. თუ პირს, რომელიც ითხოვს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული ტიპის გამარტივებით სარგებლობის უფლებას, გააჩნია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი და ასრულებს აღნიშნულ გამარტივებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანომ მას უნდა მისცეს ამ გამარტივებით სარგებლობის უფლება. ამასთან, საგადასახადო ორგანომ არ უნდა გადაამოწმოს ის კრიტერიუმები, რომლებიც შემოწმებულ იქნა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების დროს.

5. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი სარგებლობს ხელშემწყობი პირობებით სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით საბაჟო კონტროლისას, რაც ასევე მოიცავს ნაკლები სიხშირით დოკუმენტებისა და მონაცემების შემოწმებას და საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და ტერიტორიის დათვალიერებას.

6. საგადასახადო ორგანო ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსთან დაკავშირებული გამარტივებული პროცედურებით სარგებლობის უფლებას ანიჭებს უცხო ქვეყნაში დაფუძნებულ პირს, რომელიც ასრულებს აღნიშნული ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებსა და პირობებს, და რომლებიც საქართველოს მიერ აღიარებულია, როგორც საქართველოში ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორისათვის დადგენილი ვალდებულებებისა და პირობების ექვივალენტური. ასეთი უფლების მინიჭება უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნაცვალგების პრინციპს, თუ ამავე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

7. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს გადასახადის გადამხდელს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) მას არ აქვს საგადასახადო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევები და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაული;

ბ) მას აქვს კომერციული და, საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო აღრიცხვის მართვის ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი საბაჟო კონტროლის განხორციელებას;

გ) იგი არის გადახდისუნარიანი და ფინანსურად მდგრადი;

დ) მას აქვს განხორციელებული საქონლის გაფორმების პროცედურები ან/და იგი/მის მიერ დაქირავებული პირი აკმაყოფილებს პროფესიული კვალიფიკაციის მოთხოვნებს - მხოლოდ ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის შემთხვევაში;

ე) ის უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და დაცულობის სტანდარტების შესრულებას – მხოლოდ ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის შემთხვევაში.

8. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის ფლობასთან დაკავშირებული გამარტივებული პროცედურები არ გამოიყენება იმ საქონელთან მიმართებაში, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია საბაჟო კონტროლის განსაკუთრებული პირობები.

9. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების პირობები, შესაბამისი ავტორიზაციით სარგებლობის წესი, აგრეთვე იმ საქონლის ნუსხა, რომელზედაც არ ვრცელდება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის ფლობასთან დაკავშირებული გამარტივებული პროცედურები, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

23. 281-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა –

იწვევს გადასახადის გადამხდელის (გარდა ბაზრობის ტერიტორიაზე არასტაციონალური სავაჭრო ადგილის დამქირავებელი ფიზიკური პირისა) დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“.

24. 285-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

25. 289-ე მუხლის მე-3 ნაწილის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, თუ იდენტიფიკაციის საშუალებაზე ან/და ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე ან ნიშანდებულ ბარგზე/ხელბარგზე შეინიშნება მცირე დაზიანება, მაგრამ ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში ან ნიშანდებულ ბარგში/ხელბარგში შეღწევა შეუძლებელია.

2. „ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, თუ კონტეინერი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა საზღვაო ტრანსპორტი .“.

26. 290 1  მუხლის შემდეგ დაემატოს 290 2  მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 290 2 . ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა

1. ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილის საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე გამოვლენა

იწვევს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას თითოეული არასტაციონარული სავაჭრო ადგილის მიხედვით (რომელიც არ არის უზრუნველყოფილი საკონტროლო-სალარო აპარატით) 1 000 ლარის ოდენობით.

2. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის იჯარით გაცემა პირზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში

იწვევს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის დამქირავებელი პირების შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსთვი მიუწოდებლობა ან/და არასწორი/არასრული ინფორმაციის მიწოდება

იწვევს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.“.

27. 309-ე მუხლის:

ა) მე-10 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 10 1  ნაწილი:

„10 1 . ნამუშევარი ნავთობპროდუქტების თვის (ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი) ან/და ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების ნარეცხი) არ გამოიყენება გადამუშავების სასაქონლო ოპერაციები, გარდა შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისა, გადამუშავებული საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის პირობით.“;

ბ) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. 2020 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად.“;

გ) 24-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. 2023 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა არ აღემატება 100 000 ლარს.“;

დ) 42-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

42. პირი, რომელიც ბაზრობის ორგანიზებას (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) ახორციელებდა 2018 წლის 1 იანვრამდე, ვალდებულია:

ა) არაუგვიანეს 2018 წლის 1 ივლისისა მიმართოს საგადასახადო ორგანოს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით;

ბ) არაუგვიანეს 2018 წლის 1 ივლისისა უზრუნველყოს საგადასახადო ორგანოსთვის ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ობიექტზე ან/და სავაჭრო ადგილზე მოვაჭრე ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაციის წარდგენა;

გ) არაუგვიანეს 2019 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილის 1/3 საკონტროლო-სალარო აპარატებით;

დ) არაუგვიანეს 2019 წლის 1 ივლისისა უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილის 2/3 საკონტროლო-სალარო აპარატებით;

ე) არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა სრულად უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილი საკონტროლო-სალარო აპარატებით.“;

ე) 92-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 1  ნაწილი:

„92 1 . არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულების მიერ 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული მოგების განაწილება მოგების გადასახადით დაბეგვრას არ ექვემდებარება.“;

ვ) 93-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 93 1  და 93 2  ნაწილები:

„93 1 . ამ კოდექსის 98 2  მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია, 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების დივიდენდის განაწილებამდე, ამ მუხლის 92-ე ნაწილის შესაბამისად ჩაითვალოს, დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი.

93 2 . ამ მუხლის 93 1  ნაწილით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში:

ა) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების დივიდენდის განაწილებისას, ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩათვლა მცირდება ამავე მუხლის 93 1  ნაწილის შესაბამისად ჩათვლილი გადასახადის ოდენობით;

ბ) კაპიტალში მონაწილეობის უფლების (აქციის/წილის) მიწოდების შედეგად ანაზღაურების მიღებისას (თანხის ფაქტობრივად მიღებისას), პირი უფლებამოსილია თანხის ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში ჩაითვალოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადი, მაგრამ არაუმეტეს ანაზღაურებული თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადისა.“;

ზ) 99-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„99. ამ კოდექსის 98 1  მუხლის მიზნებისთვის:

ა) 2008 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირისგან მიღებული დივიდენდის განაწილება არ ითვლება მოგების განაწილებად;

ბ) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან, ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებულ პირზე დივიდენდის განაწილება, ასევე 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებულ პირზე 2019 წლის 1 იანვრამდე დივიდენდის განაწილება, ითვლება მოგების განაწილებად.“.

მუხლი 2.

2018 წლის 1 იანვრამდე ვაჭრობის ორგანიზების განმახორციელებელ პირისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 26-ე მუხლის საფუძველზე მინიჭებული სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსი ითვლება გაუქმებულად.

მუხლი 3.

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 262 მუხლის მე - 6 - მე-10 ნაწილების, მე-6 ნაწილის, მე-20 ნაწილის, 23-ე ნაწილის და 27-ე ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 ნაწილი და 27-ე ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 262 მუხლის მე-6-მე-10 ნაწილები, მე-20 და 23-ე ნაწილები ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი