„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 16/11/2017
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.061.016226
20
16/11/2017
ვებგვერდი, 21/11/2017
010320040.32.061.016226
„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის დადგენილება №20

2017 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში („აფხაზეთის საკანონმდებლო მაცნე“ №2,10.02.2009, მუხლი 2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა)  პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი, რომელიც თანამდებობრივად არის კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის კომისია ანგარიშვალდებულია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის წინაშე.“;

ბ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიას 11 წევრის შემადგენლობით, ყოველი საკონკურსო წლის არაუგვიანეს 15 თებერვლისა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის წარდგინებით, ამტკიცებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე კომისიის წევრთა შემადგენლობიდან განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეაქვს ცვლილებები კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში.“;

გ) მეხუთე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. კონკურსის შედეგების გამოცხადების წესი

პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის საბოლოო შედეგი და პრემიის ლაურეატთა სია, რომელსაც ამტკიცებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, ქვეყნდება არაუგვიანეს 5 დეკემბრისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია