საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1378-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.018589
1378-Iს
15/11/2017
ვებგვერდი, 17/11/2017
200000000.05.001.018589
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) მიწოდება ან/და იმპორტი;“.

2. 1761 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) რეალიზაცია;“.

3. 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მსუბუქი ავტომობილისათვის და მოტოციკლისათვის (მოპედის ჩათვლით) – მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით;“.

4. 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 გრაფა:

მოტოციკლი (მოპედის ჩათვლით) (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების წელსა და მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით, ხოლო იმპორტის შემთხვევაში – საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის წელსა და მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით), ძრავის მოცულობის 1 სმ³

41

8711

(გარდა 8711 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ეტლისა)

 

 

ა) 1 წლამდე

1 სმ³

1.5

ბ) 1 წლის

1 სმ³

1.3

გ) 2 წლის

1 სმ³

0.7

დ) 3 წლის

1 სმ³

0.7

ე) 4 წლის

1 სმ³

0.7

ვ) 5 წლის

1 სმ³

0.7

ზ) 6 წლის

1 სმ³

0.8

თ) 7 წლის

1 სმ³

0.8

ი) 8 წლის

1 სმ³

0.8

კ) 9 წლის

1 სმ³

0.8

ლ) 10 წლის

1 სმ³

1.0

მ) 11 წლის

1 სმ³

1.3

ნ) 12 წლის

1 სმ³

1.5

ო) 13 წლის

1 სმ³

1.8

პ) 14 წლის

1 სმ³

2.1

ჟ) 14 წელზე მეტის

1 სმ³

2.4

“.

5. 189-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის და 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან, თუ სატრანსპორტო საშუალება 15 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოს სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი აქციზი, მაგრამ არაუმეტეს გადახდილი აქციზის 50%-ის ოდენობისა.“.

6. 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

15 ნოემბერი 2017 წ.

N1378-Iს