დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 29 აპრილის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 68 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016974 |
|
„სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 29 აპრილის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 29 აპრილის №33 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29/04/2015, 100110000.22.038.016448) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები: „ე) საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულთათვის სარეაბილიტაციო სერვისის მიწოდების პირველი დონე (შემდგომში – პირველი დონე) – სარეაბილიტაციო სერვისი, რომელიც განისაზღვრება გუნდის გადაწყვეტილების საფუძველზე საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულის ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართვის შესახებ, როდესაც მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულს არ აქვს პოზიტიური ცვლილების მოტივაცია და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ არის მსჯავრდებულის ჯგუფურ სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართვა; ვ) საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულთათვის სარეაბილიტაციო სერვისის მიწოდების მეორე დონე (შემდგომში – მეორე დონე) – სარეაბილიტაციო სერვისი, რომელიც განისაზღვრება გუნდის გადაწყვეტილების საფუძველზე საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულის ჯგუფურ სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართვის შესახებ, როდესაც მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულს აქვს პოზიტიური ცვლილების მოტივაცია და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მსჯავრდებულის ჯგუფურ სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართვა“. 2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აგროვებს პირველად ინფორმაციას მსჯავრდებულის შესახებ მსჯავრდებულთა პირადი საქმიდან, მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების ფორმის (შემდგომში – შეფასების ფორმა) (დანართი №3) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესავსებად;“. 3. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მსჯავრდებულის შიდა კლასიფიკაციის საკნიდან გამოსვლიდან არაუგვიანეს 1 თვისა, კოორდინატორი აგროვებს პირველად ინფორმაციას მსჯავრდებულთა პირადი საქმიდან შეფასების ფორმის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესავსებად, ეცნობა მსჯავრდებულთა პირადი საქმის მასალას და აწყობს ჯგუფის პირველ შეხვედრას.“; ბ) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81პუნქტი: „81. საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისთვის ინდივიდუალური გეგმის შედგენისას გუნდი, მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების გათვალისწინებით, განსაზღვრავს მსჯავრდებულის ინდივიდუალურ (პირველი დონე) ან ჯგუფურ სარეაბილიტაციო (მეორე დონე) პროგრამაში ჩართვის მიზანშეწონილობას.“. 4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მსჯავრდებული გადაყვანილია საკნის ტიპის საცხოვრებელში, მოთავსებულია სამარტოო საკანში ან შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები