დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/11/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.148.016398 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/11/2017 - 21/12/2017)
|
გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –
სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –
სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზების სამსახურის დებულება (დანართი №1).
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –
სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზების სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა |
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „მობილიზაციის შესახებ“, საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, განსაზღვრავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის –
სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ანგარიშვალდებულებას, უფლება-მოვალეობას და მუშაობის ორგანიზაციას.
|
თავი I
ზოგადი დებულებები
|
მუხლი 1.
სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური
|
1. სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.
2. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის მერი. 3. სამსახური ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით. 4. სამსახურს აქვს შტამპი, დადგენილი ფორმის ბეჭედი, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები. |
თავი II
სამსახურის ამოცანები და უფლება-მოვალეობანი
|
მუხლი 2.
სამსახურის ამოცანები
|
1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება; ბ) უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა; გ) გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ საქართველოს კანონით „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ დადგენილ მოთხოვნათა შესრულება; დ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება; ე) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა; ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება; ზ) განახორციელოს საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება- მოვალეობანი. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები
|
1. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა; ბ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა; გ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი; დ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება; ე) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ- გამანაწილებელ პუნქტში წარდგენა; ვ) სასწავლო დაწესებულების და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ საქართველოს კანონის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 02 ივნისის №247 დადგენილების „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ზ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია; სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება; თ) თეორიული მეცადინეობის მოწყობა გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედო განყოფილებაზე მობილიზაციის დროს; ი) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება; კ) მოქალაქეთა საჩივრების და განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა; ლ) სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს. |
მუხლი 4.
სამსახურის მოვალეობანი
|
1. სამსახურის მოვალეობებია:
ა) აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა; ბ) სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, მასალები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს; გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამართოს თათბირები და განახორციელოს სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; დ) განხორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. |
თავი III
სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა |
მუხლი 5.
სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა |
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გორის მუნიციპალიტეტის მერი.
2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს სამსახურის იერარქიულად რანგით ყველაზე მაღალი პროფესიული საჯარო მოხელე. 3. სამსახურის საშტატო ნუსხას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისათვის; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გორის მერს წარუდგენს მოხსენებით ბარათს ახალგაზრდობის სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, პირველადი სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურში გაწვევის და სხვადასხვა სამუშაოს შესრულების შესახებ; გ) გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე წარსადგენად ამზადებს მობილიზაციის, აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტებს; დ) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს: დ.ა) სამობილიზაციო რესურსის სრულყოფილ და ხარისხიან აღრიცხვას; დ.ბ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას; დ.გ) დადგენილი ფორმის ანგარიშების და მოხსენებების ხარისხიან და დროულ წარდგენას შესაბამის ორგანოებში; დ.დ) სამხედრო განყოფილების სამობილიზაციო მზადყოფნას; დ.ე) გაძლიერების აპარატის მომზადებასა და სამობილიზაციო გაშლის ბაზის სრულყოფას; დ.ვ) სახელმწიფო და კერძო სექტორის საწარმოების, დაწესებულებების მუშაკთა დაჯავშნის საკითხთა გადაწყვეტის შემოწმებას; ე) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს სამსახურის საშტატო ნუსხისა და ხარჯთა ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში; ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გასცემს ტექნიკურ რეკომენდაციებს, მითითებებს სახელმწიფო ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების იმ გადაწყვეტილებათა შესასრულებალად, რომლებიც ეხება სამსახურის ფუნქციებს. |
მუხლი 6.
სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი
|
1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისთვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ. 2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა) აწარმოონ დადგენილი წესით სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვა, გაწვევა და ტექნიკის მიწოდება შეიარაღებულ ძალებში მშვიდობიანობისა და მობილიზაციის დროს იმ მოცულობითა და ვადებში, რომლებიც განსაზღვრულია დავალებით; ბ) დროულად და ხარისხიანად შეადგინონ დადგენილი ფორმის ანგარიშები და მოხსენებები შესაბამის ორგანოებში წარსადგენად; გ) მოაწყონ სამობილიზაციო შტაბები; დ) შესრულონ სამსახურის უფროსის დავალებები სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით. 3. გასაწვევი პუნქტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის ღონისძიებათა განსახორციელებლად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო სამხედრო სამსახურს, მისი განცხადების საფუძველზე, უზრუნველყოფს სამედიცინო და ტექნიკური პერსონალით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები