„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №123/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №123/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 185/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 16/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017437
185/ნ
16/11/2017
ვებგვერდი, 16/11/2017
040030000.22.022.017437
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №123/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №185/ნ

2017 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის 123/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის 123/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016643) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების:
1. პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, 0186.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის ურთიერთგაცვლას;“.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი;“;

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი;“;

5. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს  ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი მტკიცდება 4 წლის ვადით. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო;“.

6. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო 4 წლის ვადით. ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევის წესი, რომელსაც იხილავს აკადემიური საბჭო და  ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.“.

7. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 23. სადისერტაციო საბჭო

1. სადისერტაციო საბჭო/საბჭოები არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.

2. აკადემიური საბჭო ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს/საბჭოების დებულებას.   

3. სადისერტაციო საბჭო/საბჭოები იქმნება შესაბამისი დარგის/სპეციალობის მიხედვით. მათი შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

4. სადისერტაციო საბჭოს/საბჭოების შედგენისა  და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი, ასევე დისერტაციის დაცვის პროცედურა განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს დებულებით.

5. სადისერტაციო საბჭო/საბჭოები შედგება შესაბამისი დარგის/სპეციალობის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან. მათ გარდა, სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში  შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის/სპეციალობის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირები  საქართველოდან ან/და უცხოეთიდან, აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და  წესის შესაბამისად.

6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან გააფორმოს ხელშეკრულება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.“.

8. 25-ე  მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტებისაგან.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. 27-ე მუხლის   პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 6 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 6 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.“.

10. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტს „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ)  პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოს მიაწოდოს ამ წესდების  33-ე მუხლის  მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირადი ინფორმაცია, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება.“.

11. 31-ე მუხლის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი;“.

12. 39-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-5 პუნქტის  შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: 

„51. უნივერსიტეტის მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი