დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა /მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 130 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016888 |
|
„სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა /მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10/04/2014, 100110000.22.038.016310) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის 23 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 1 სამუშაო დღის ვადაში დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს დაწესებულების მთავარ ექიმს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებელს.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დაწესებულების მთავარი ექიმი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას, ასევე, პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების აღმოფხვრისას, პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში, წერილობით აცნობოს კომისიას/აპარატს, ხოლო აპარატი, თავის მხრივ, ვალდებულია დაწესებულების მთავარი ექიმისაგან/მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებლისაგან მიღებული დოკუმენტები ასახოს სამედიცინო პროგრამაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები