„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენის, ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 აგვისტოს №27დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენის, ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 აგვისტოს №27დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.104.016345
50
10/11/2017
ვებგვერდი, 15/11/2017
010250050.35.104.016345
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენის, ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 აგვისტოს №27დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენის, ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 აგვისტოს №27დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №50

2017 წლის 10 ნოემბერი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენის, ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენის, ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 აგვისტოს №27 დადგენილებაში (www matsne.gov.ge, 31/08/2016, სარეგ. კოდი: 010250050.35.104.016288) და ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    

„დანართი 1

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  ეს წესი შემუშავებულია ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების, „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის დებულების დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №15 დადგენილების, სხვა მოქმედი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე და განსაზღვრავს ამ წესის შესაბამისად,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (შემდგომში – მერის წარმომადგენელი)  მიერ, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს.

მუხლი 2.  მერის წარმომადგენლის ფუნქციები და ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტები

1. მერის წარმომადგენლის ძირითადი ფუნქციები და ვალდებულებები განისაზღვრება  ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის დებულების დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №15 დადგენილებისა და ამ წესის შესაბამისად.

2. მერის წარმომადგენელი:

ა) საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში მომსახურებას უწევს პირებს, რომლებიც მომართავენ მას წერილობით, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში (ავადმყოფობის ან ადგილზე არყოფნის შემთხვევაში) ასევე ზეპირი ფორმით და კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით (პირდაპირი ვიზუალური კონტაქტი), თუ პიროვნება მერის წარმომადგენლისათვის ცნობილია ან შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა ოქმის შედგენის მოქმედების ჩაწერა ვიდეო-ფაილის სახით;

ბ) ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით მერის წარმომადგენელი: უფლებამოსილია შეადგინოს შესაბამისი ოქმი ხელმომწერი პირის გარდა, არანაკლებ ორი მოწმის თანდასწრებთ, რომელიც ხელს აწერს ოქმს; ამოწმებს მომთხოვნი პირისა და მოწმეთა ვინაობას, ფაქტობრივი მდგომარეობის ნამდვილობის შესაძლებლობის ფარგლებში; ადგენს ოქმის შედგენის მონაწილე (განმცხადებელი, მოწმე) ფიზიკური პირის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით (მოქალაქის პასპორტი/პირადობის მოწმობა/აიდი ბარათი).

3. თუ მერის წარმომადგენელს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ეჭვს იწვევს, ვალდებულია უარი თქვას ოქმის შედგენაზე.

4. მერის წარმომადგენელი ვალდებულია ოქმის შედგენისას მონაწილეებს განუმარტოს ოქმის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს ოქმში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. ოქმში ასახული უნდა იყოს როგორც მომთხოვნი პირის, ასევე მოწმეთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი).

6. მერის წარმომადგენელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მოწმეთა მიერ ცრუ დამოწმების ფაქტის დადგენის შემთხვევაში.

7. მერის წარმომადგენელს უფლება აქვს:

ა) უფლებამოსილების შესასრულებლად გამოითხოვოს და მიიღოს აუცილებელი ცნობები და დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;

ბ) უფლებამოსილების შესრულების პროცესში შესაბამისი ოქმის შედგენისას დაეყრდნოს მოწმეთა ჩვენებას;

გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებით, რაც აუცილებელია მისი ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის.

8. მერის წარმომადგენელი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მერის დებულებით და სხვა მოქმედი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

მუხლი 3. ცნობა საქონლის ადგილწარმოშობის ფაქტის დადასტურების თაობაზე

1. საქონლის ადგილწარმოშობის თაობაზე ცნობა შეიძლება იყოს როგორც ხე-მცენარეების, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, შინაური ცხოველებისა და ფრინველების შესახებ.

2. ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა გაიცემა ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების შესაბამისად, საკარმიდამო (კერძო საკუთრების) მიწის ნაკვეთში მოჭრილი ხის (ხეების) თაობაზე მისი საშეშედ ან სამასალედ რეალიზაციისათვის შემდგომი გამოყენების მიზნით.

3. ცნობაში მითითებული უნდა იყოს მისი გაცემის საფუძველი – შესაბამისი დოკუმენტის ან აქტის ნომრის გამოცემის თარიღისა და გამომცემი ორგანოს მითითებით.

4. ცნობის მოქმედების ვადა საქონლის ადგილწარმოშობის თაობაზე  განისაზღვრება მისი გაცემიდან:

ა) ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის თაობაზე არაუმეტეს 30 დღით;

ბ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, შინაური ცხოველებისა და ფრინველების ადგილწარმოშობაზე არაუმეტეს 7 დღით.

5. ცნობა გაიცემა მერის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ფორმების შესაბამისად.

6. ცნობა გაიცემა ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტის საფუძველზე ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 4ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების თაობაზე

1. ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების თაობაზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ პირი ცხოვრობს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

2. ცნობაში მითითებული უნდა იყოს კონკრეტული თარიღი, საიდანაც ცხოვრობს განმცხადებელი აღნიშნულ მისამართზე.

3. ცნობაში მოქმედების ვადა არ მიეთითება, იგი განისაზღვრება ცნობის გაცემის დღით.

მუხლი 5დოკუმენტების (ოქმი, ცნობა) შედგენის ტექნიკური წესები

1. დოკუმენტები უნდა:

ა) შედგეს მკაფიო და გამართული ენით ისე, რომ გამოირიცხოს მისი არაერთგვაროვანი განმარტება;

ბ) დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან უნდა დაიწეროს ხელით (ხელნაწერი დოკუმენტი).

2. დასაშვებია დამადასტურებელი წარწერის კომბინირებული საშუალებით (ტექნიკური საშუალების და ხელნაწერის ერთდროული გამოყენებით) შედგენა.

3. ხელნაწერი უნდა იკითხებოდეს ადვილად.

4. სიტყვათა და ტერმინთა შემოკლება დოკუმენტებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოკლება საყოველთაოდ მიღებული და ცნობილია.

5. საბუთები, რომელთა საფუძველზე შედგა ოქმი დაერთვის ოქმის იმ ეგზემპლარს, რომელიც ინახება მერის წარმომადგენელთან რეესტრში.

მუხლი 6ასკვნითი დებულებები

 ამ წესში ცვლილების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია