„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 405
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/11/2017
ძალაში შესვლის თარიღი 27/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017035
405
10/11/2017
ვებგვერდი, 13/11/2017
200090000.22.033.017035
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №405

2017 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებული წესის 38-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 მუხლი:

„მუხლი 381. დროებით ამოუღებადი დავალიანება

1. თუ, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება სრულად ვერ უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო ორგანოს მიერ ადმინისტრირებადი მოსაკრებლების (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდგომში დავალიანება) გადახდევინებას, საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავალიანების „დროებით ამოუღებად დავალიანებად მიჩნევის თაობაზე“. აღნიშნული გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), რომელიც არის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი ოპერაციის წარმოების საფუძველი.

2. „დროებით ამოუღებად დავალიანებად მიჩნევის თაობაზე“ საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დასაშვებია, თუ საგადასახადო ორგანოს მიერ:

ა) რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება მარეგისტრირებელ ორგანოებში;

ბ) გამოცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და ჩაბარებულია პირისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა პირის გარდაცვალების შემთხვევისა;

გ) იმ შემთხვევაში, თუ მარეგისტრირებელ ორგანოებიდან ან/და დავალიანების მქონე პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ამ პირს გააჩნია ქონება:

გ.ა) შედგენილია ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი და იგი რეგისტრირებულია მარეგისტრირებელ ორგანოებში;

გ.ბ) განსაზღვრულია ყადაღადადებული ქონების ღირებულება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ წესის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირთა დასკვნის თანახმად, შეუძლებელია ღირებულების განსაზღვრა);

გ.გ) გაგზავნილია სასამართლოსთვის შუამდგომლობა ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შესახებ;

გ.დ) გაგზავნილია მოსამართლის ბრძანება მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის;

დ) წარდგენილია პირის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალება;

ე) განხორციელებულია გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღების ღონისძიება;

ვ) დავალიანების მქონე პირის ან/და მესამე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, განხორციელებულია მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის ღონისძიება.

3. დავალიანების „დროებით ამოუღებად დავალიანებად მიჩნევის თაობაზე“ საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უნდა ერთოდეს:

ა) საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს პირის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც ირკვევა, რომ პირს ან არ გააჩნია რეგისტრირებული ქონება ან/და წილები სხვა საწარმოში ან გააჩნია, მაგრამ ამ წესის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირთა დასკვნით დადგენილია, რომ მისი ღირებულება არ არის საკმარისი დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფისთვის;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც ირკვევა, რომ პირს ან არ გააჩნია სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებული რეგისტრირებული ქონება ან გააჩნია, მაგრამ ამ წესის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირთა დასკვნით დადგენილია, რომ მისი ღირებულება არ არის საკმარისი დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფისთვის;

დ) პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტი, რომ მას არ გააჩნია ქონება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ პირი საგადასახადო ორგანოში დაფიქსირებულ იურიდიულ ან/და საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციის მისამართზე არ ფუნქციონირებს, არ აქვს ქონება ან ამ წესის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირთა დასკვნით დადგენილია, რომ მისი ღირებულება არ არის საკმარისი დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფისთვის.

4. იმ შემთხვევაში, თუ საგადასახდო ორგანოში გამოვლინდა/დაფიქსირდა ინფორმაცია პირის მიერ ქონების შესაძლო ფლობის შესახებ, საგადასახადო ორგანო განიხილავს „დროებით ამოუღებად დავალიანებად მიჩნევის თაობაზე“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების მიზანშეწონილობის საკითხს და საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

5. საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი „დროებით ამოუღებად დავალიანებად მიჩნევის თაობაზე“, არ წარმოადგენს დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების საფუძველს.

6. „დროებით ამოუღებად დავალიანებად მიჩნევის თაობაზე“ საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ბარათებისა და აღრიცხვის ფორმების წარმოების წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი