„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის N28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის N28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 184/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 09/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017436
184/ნ
09/11/2017
ვებგვერდი, 09/11/2017
430210000.22.022.017436
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის N28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №184/ნ

2017 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 16/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017282) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულების  სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის“:

1. მე-2 მუხლის:

)  “  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) რეცენზია − რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნა სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის კრიტერიუმებთან  შესაბამისობის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებითა და სავალდებულო რეკომენდაციით/მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“;

ბ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) გარანტორი − სალიცენზიო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირი, რომელიც უზრუნველყოფს საბეჭდი ფაილის უსაფრთხოებას და ახორციელებს კონტროლს მის მიზნობრივ გამოყენებაზე. მიზნობრივი გამოყენება გულისხმობს საბეჭდი ფაილის გამოყენებას „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამის (შემდეგში − პროგრამა) ფარგლებში სასკოლო სახელმძღვანელოების რეპროდუცირების მიზნით. გარანტორი ასევე უზრუნველყოფს განმცხადებლის მიერ ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალობას და მის გასაჯაროებას სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და პირობებით;“;

გ)  „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ) საიდენტიფიკაციო ჭდე − გრიფმინიჭებული მოსწავლის წიგნის, მოსწავლის რვეულის და მასწავლებლის წიგნის პროგრამის ფარგლებში ნაბეჭდი ეგზემპლარის მაიდენტიფიცირებელი და განმასხვავებელი ნიშანი უნიკალური ნუმერაციით;“.

2. მე-8 მუხლის:

ა)  მე-3 პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტის  „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) სრული, ფერადი ვერსიის ერთი ნაბეჭდი ეგზემპლარი, საავტორო უფლების მფლობელის ან/და ავტორის ანონიმურობის დაცვის გარეშე (განმცხადებლის სურვილისამებრ);

გ.ბ) ორი ნაბეჭდი ეგზემპლარი იმ სახით, რომლითაც გამოირიცხება საავტორო უფლების მფლობელის ან/და ავტორის იდენტიფიცირება;“;

ა.ბ)  „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. განმცხადებელი უფლებამოსილია სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შესაფასებლად გადაცემამდე წერილობითი განცხადებით მოითხოვოს მის განაცხადზე წარმოების შეწყვეტა. საქმისწარმოების ინტერესებიდან გამომდინარე, განაცხადი დანართებითურთ რჩება სამინისტროში.“;

გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. განმცხადებელმა, რომლის მიერ გრიფირებაზე წარმოდგენილმა სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტმა გადალახა ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ბარიერი, უნდა წარმოადგინოს გრიფირების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

3.  მე-9 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირება მოიცავს:

ა) შინაარსობრივ რეცენზირებას, რომლის დროსაც დგინდება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შესაბამისობა შემდეგ შინაარსობრივ კრიტერიუმებთან:

ა.ა) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან;

ა.ბ) შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლის ენობრივი განათლების დონესთან;

ა.გ) შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლის კოგნიტურ/პიროვნულ/ემოციურ და ფსიქოსოციალურ განვითარების დონესთან;

ა.დ) სერიის კონცეპტუალური ერთიანობის ხედვასთან (სერიის შემთხვევაში);

ა.ე) განაცხადის მიღებამდე მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა კრიტერიუმებთან;

ბ) ტექნიკურ რეცენზირებას, რომლის დროსაც დგინდება იმ სახელმძღვანელოს/სერიის (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული) მაკეტის შესაბამისობა ტექნიკურ კრიტერიუმებთან, რომელიც დააკმაყოფილებს ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს.

2. შინაარსობრივი რეცენზირება მოიცავს წინასწარი შეფასებისა და არსებითი შეფასების ეტაპებს. თითოეულ ეტაპზე გამოსაყენებელი კრიტერიუმები დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესით. შინაარსობრივი რეცენზირების წინასწარი შეფასების ეტაპისათვის დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხორციელდება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის  არსებითი შეფასება.

3. განმცხადებელი ვალდებულია, რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის მიერ განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შესაბამისი კორექტურა (შინაარსობრივი, ტექნიკური), თუკი აღნიშნულზე პირდაპირ რეკომენდაციას/მითითებას შეიცავს რეცენზია. კორექტირებული სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი მიეწოდება შესაბამის (შინაარსობრივ ან ტექნიკურ) რეცენზენტთა საგნობრივ ჯგუფს კორექტირების ავთენტურობის დასადგენად. განმცხადებლის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი აღარ განიხილება გრიფირების შემდეგ ეტაპზე.“.

4. 91 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომია განმცხადებლისა და შინაარსობრივი რეცენზიის განმახორციელებელი რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფისათვის.“;

5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. მოსაზრებების განხილვა

1. განმცხადებელი, რომლის მიერ გრიფირებაზე წარმოდგენილი სახელმძღვანელო/სერია ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ გრიფის მინიჭების საფუძველს, უფლებამოსილია რეცენზიის გაცნობის შემდეგ, თითოეულ რეცენზიასთან დაკავშირებით მოსაზრებების განხილვის დროებით კომისიას წარუდგინოს (ელექტრონულად) თავისი დასაბუთებული მოსაზრებები.

2. მოსაზრებების წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი და მოსაზრებების განმხილველი დროებითი კომისიის შემადგენლობა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. განმცხადებლის მოსაზრებების განხილვაში, შესაბამისი რეცენზენტის/რეცენზენტების გარდა, მოსაზრებების განმხილველი დროებითი კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ჩართულ იქნენ შესაბამისი საგნის/დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტები.

4. მოსაზრებების წარდგენა და განხილვა წარიმართება რეცენზენტისა და განმცხადებლის ვინაობის კონფიდენციალობის დაცვით.“.

6. მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისთვის გრიფის მინიჭების საფუძველია შემდეგი პირობების ერთობლიობა:

ა) სახელმძღვანელოს/სერიის თითოეულმა სახელმძღვანელოს მაკეტმა შინაარსობრივი რეცენზირების არსებითი შეფასების ეტაპზე გადალახა სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესით ინდიკატორებისთვის დადგენილი მაქსიმალური ჯამური ქულებისთვის განსაზღვრული მინიმალური ზღვარი (ბარიერი) და სრულად აკმაყოფილებს სახელმძღვანელოს/სერიისათვის დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი სრულად აკმაყოფილებს ტექნიკური კრიტერიუმებს − მოთხოვნებს;

გ) განმცხადებლის მიერ სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტში ასახულია რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციები/მითითებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. გრიფის მინიჭების ან გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.mes.gov.ge. გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება განაცხადის რეგისტრაციისას მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით.“.

7. მე-14 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის მინიჭების შემდეგ საავტორო უფლების მფლობელთან, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესითა და პირობებით, სამინისტროს დავალებით დებს სალიცენზიო ხელშეკრულებას და ახორციელებს მისი შესრულების მონიტორინგს;

ბ) სამინისტროს დავალებით ახორციელებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემისა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების და დისტრიბუციის მომსახურებათა სახელმწიფო შესყიდვას, დებს შესაბამის ხელშეკრულებებს და ახორციელებს მათი შესრულების მონიტორინგს;“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:

ი) გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოზე/სერიაზე (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი) განათავსოს საიდენტიფიკაციო ჭდე და გაიღოს შესაბამისი ხარჯი;

კ) უფლებამოსილია, ამ წესით გათვალისწინებული დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნებისათვის, გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები;

ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.“.

8.  მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ვ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა