დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 494 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.020203 |
|
„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/03/2015, 010220020.10.003.018495) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1 სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა გიგლა აგულაშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; სოლომონ პავლიაშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; ვაჟა გელეიშვილი – სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მყარი სასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების გამგე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; ქეთევან ლომიძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მიწისა და წიაღის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი; ვახტანგ ცინცაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი; მერაბ გაფრინდაშვილი – სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი; ემილ წერეთელი – სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მერაბ ჩალათაშვილი – სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ნინო თანდილაშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ირაკლი ნადარეიშვილი – სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; შორენა იოსებიძე – სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი; ნელი კორკოტაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი; ნანა ზაუტაშვილი – სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი სპეციალისტი; გიორგი მელიქაძე – ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი; შალვა გეგია – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეპარტამენტის გეოლოგიური აგეგმვისა და ძებნა-ძიების მიმართულების უფროსი მასწავლებელი; არჩილ მაღალაშვილი – სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო და გეომეცნიერებების დეპარტამენტის დირექტორი, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, ასოცირებული პროფესორი; დავით ბლუაშვილი – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; მიხეილ ჯიბუტი – ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის წევრი; ნიკა ბოჭორიშვილი – სსიპ – გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის საბადოთა დამუშავების ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, სამთო ინჟინერი, დოქტორი; ოთარ მაჭავარიანი − გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები