„ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 07/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/11/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 16/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016233
32
07/11/2017
ვებგვერდი, 10/11/2017
300320000.16.009.016233
„ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №32

2017 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №15 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 04.08.2014, სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.016090) პირველი მუხლით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“ ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართში მოცემული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი



ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი

მუხლი 1. წესის მიზანი და ამოცანები
1. ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატების (შემდგომში ლიცენზიატები) ელექტრულ ქსელებში ელექტრული ენერგიის დანაკარგების ნორმატიული მნიშვნელობების გაანგარიშების პრინციპებსა და წესს.

2. ამ წესით გაანგარიშებული ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგები მტკიცდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) დადგენილებით, გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატებისთვის ცალ-ცალკე.

3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებსა“ და კომისიის მიერ დამტკიცებულ ტარიფების მეთოდოლოგიაში.


მუხლი 2. ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგები
1. ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგი წარმოადგენს ელექტროენერგიის დასაშვებ დანახარჯს, რომელიც წარმოიშობა გადამცემი და გამანაწილებელი ქსელით ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისას და იანგარიშება ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად.

2. გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატების მიერ ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების კომპენსაციისთვის გაწეული ხარჯები ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით.

3. ელექტროენერგიის  ნორმატიული დანაკარგები  შედგება ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგებისაგან, ქვესადგურების მუშაობის უზრუნველსაყოფად ელექტროენერგიის ხარჯისაგან საკუთარ მოხმარებაზე და ელექტროენერგიის კომერციული დანაკარგებისაგან (დადგენილი ნორმატივის არაუმეტეს 5%-ისა).

4. ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგები წარმოადგენს ელექტრული ქსელით ელექტროენერგიის ტრანსპორტირების პროცესის აუცილებელი თანმხლები ფიზიკური პროცესებით განპირობებულ ელექტროენერგიის დანაკარგს ელექტრული ქსელის გამტარებსა და  მოწყობილობებში. ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგები იყოფა ორ პირობით ჯგუფად: უქმი სვლისა და დატვირთვის  დანაკარგებად.

ა) უქმი სვლის დანაკარგები მოიცავს:

ა.ა) დანაკარგებს ძალოვან ტრანსფორმატორებში;

ა.ბ) დანაკარგებს რეაქტიული სიმძლავრის მაკომპენსირებელ მოწყობილობებში;

ა.გ) დანაკარგებს მზომ ტრანსფორმატორებში და მაღალი სიხშირის კავშირგაბმულობის მოწყობილობებში;

ა.დ) დანაკარგებს საკაბელო ხაზების იზოლაციაში;

ა.ე) დანაკარგებს ელექტრულ გვირგვინზე;

ა.ვ) დანაკარგებს, გამოწვეულს ელექტრული დენის გაჟონვით გადამცემი ხაზების იზოლატორების ზედაპირებზე;

ბ) დატვირთვის დანაკარგები მოიცავს:

ბ.ა) დანაკარგებს ელექტროგადამცემ საჰაერო და საკაბელო ხაზებში;

ბ.ბ) დანაკარგებს ძალოვან და ვოლტდამმატ  ტრანსფორმატორებში;

ბ.გ) დანაკარგებს დენისა და ძაბვის გამზომ ტრანსფორმატორებში;

ბ.დ) დანაკარგებს მაღალი სიხშირის გადამღობებში;

 ბ.ე) დანაკარგებს დენშემზღუდ რეაქტორებში;

ბ.ვ) დანაკარგებს გარდამსახ მოწყობილობებში;

ბ.ზ) დანაკარგებს რეაქტიული სიმძლავრის მაკომპენსირებელ მოწყობილობებში.

5. საკუთარ მოხმარებაზე ელექტროენერგიის ხარჯი არის ქვესადგურების მუშაობის უზრუნველსაყოფად (ქვესადგურების გამართული მუშაობისა და საექსპლუატაციო პერსონალის სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად) საჭირო ელექტროენერგიის რაოდენობა, რომელიც გამოიყენება შემდეგი მიზნებისათვის:

ა)  ტრანსფორმატორების გაცივება;

ბ) ქვესადგურის შენობების განათება, გათბობა, ვენტილაცია-კონდიცირება და საშხაპის ცხელი წყლით უზრუნველყოფა;

გ) ქვესადგურის ტერიტორიის განათება;

დ) აკუმულატორების დამუხტვის მოწყობილობების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ე) ქვესადგურებზე ოპერატიული წრედებისა და მართვის წრედების კვება;

ვ) ძაბვის კომპლექტური გამანაწილებელი მოწყობილობების უჯრედების (რელეური დაცვისა და ავტომატიკის მოწყობილობებით, მრიცხველებით ან ამომრთველებით) და გარე დაყენების სარელეო კარადების შეთბობა, გაგრილება და ვენტილაცია;

ზ) ამომრთველების ავზებისა და ამძრავების შეთბობა;

თ) გამყოფებსა და მოკლედჩამრთველების ამძრავების შეთბობა;

ი) ტრანსფორმატორების დატვირთვის ქვეშ ძაბვის რეგულირების მოწყობილობების ამძრავებისა და ზეთიანი ავზების შეთბობა;

კ)  გამთიშველების ელექტროძრავიანი ამძრავების შეთბობა;

ლ) ელექტროენერგიის აღრიცხვის მეორად წრედებში ჩართული და საკომუნიკაციო არხებით/ტექნოლოგიებით აღრიცხვის მონაცემთა შეგროვება-დამუშავება-გადაცემისთვის გამოყენებული მოწყობილობის/აპარატურის ელექტრულ კვებაზე, გაგრილებაზე, ვენტილაციაზე, განათებაზე ან/და შეთბობაზე;

მ)  სააგრეგატო კარადებისა და საჰაერო ამომრთველების მართვის კარადების შეთბობა;

ნ)  კომპრესორების კვება;

ო)  ჰაერშემკრებების შეთბობა;

პ) ელექტროენერგიის დანახარჯი სინქრონულ კომპენსატორებსა და დამხმარე მოწყობილობებში;

ჟ)  კავშირგაბმულობისა და ტელემექანიკის აპარატურის ელექტროკვება;

რ) ექსპლუატაციის პროცესში შესრულებული სარემონტო სამუშაოები;

ს) ელექტროენერგიის დანახარჯი სხვადასხვა ტუმბოში, დისტილიატორში, მცირე ჩარხსა და მოწყობილობაში;

ტ) II დონის SCADA სისტემაში შემავალი მოწყობილობების (რომელთა დანიშნულებაა ქვესადგურის ან/და გადამცემი ქსელის რეჟიმული პარამეტრების მონაცემთა შეგროვება, მონიტორინგი და მართვა) და I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტის მოწყობილობების ელექტროენერგიის დანახარჯი, კერძოდ:

მართვისა და სარელეო დაცვის ციფრული რელეების ელექტროენერგიის დანახარჯი;

ქვესადგურის მართვისა და მონიტორინგის სისტემის სერვერების და კომპიუტერის ელექტროენერგიის დანახარჯი;

ქვესადგურის ქვედა და ზედა დონის ქსელის კომუნიკაციის ელემენტების (L2 და L3 დონის სვიჩები, ICON, SDH, Repiter, PLC, რადიო და სხვა) ელექტროენერგიის დანახარჯი;

ელექტრული კვების მოწყობილობების (აკუმულატორების დამუხტვის მოწყობილობები, ინვერტორები) ელექტროენერგიის დანახარჯი;

სხვა კავშირგაბმულობისა და ტელემექანიკის აპარატურის ელექტროენერგიის დანახარჯი.

უ) ქვესადგურის ვიდეომართვისა და მონიტორინგის სისტემის CCTV (Closed Circuit TV) სერვერის, კამერების და სხვა დამხმარე მოწყობილობების ელექტროენერგიის დანახარჯი;

ფ) IT ინფრასტრუქტურაში შემავალი სხვადასხვა ფუნქციონალის მქონე ინფორმაციის შემნახველი და გადამამუშავებელი აპარატურის ელექტროენერგიის დანახარჯი.

6. ელექტროენერგიის კომერციული დანაკარგები არის:

ა) ელექტროენერგიის დანაკარგები, რომლებიც განპირობებულია ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემაში შემავალი აღრიცხვის კვანძების ელემენტების (დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორების, მრიცხველების და სხვ.) ტექნიკური მახასიათებლებით და მუშაობის რეჟიმებით;

ბ) ელექტროენერგიის დანაკარგები, გამოწვეული ელექტროენერგიის აღრიცხვის პროცესის არასათანადო ორგანიზების შედეგად.


მუხლი 3. ელექტროენერგიის  ნორმატიული დანაკარგების დადგენის წესი
1. ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დადგენისათვის გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წამახალისებელი რეგულირების პრინციპები, რომლებიც:

ა) ემყარება გადაცემის ან განაწილების კონკრეტული ლიცენზიატის ელექტრულ ქსელში რეგულირების პერიოდში ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯების ასახვას მომდევნო რეგულირების პერიოდის ელექტროენერგიის ნორმატიულ დანაკარგებში;

ბ) ლიცენზიატს აძლევს ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯის შემცირების მოტივაციას.

2. ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგის დადგენა ხდება ყოველი რეგულირების პერიოდისათვის, რომელიც გადაცემისა და განაწილების თითოეული ლიცენზიატისათვის განისაზღვრება კომისიის მიერ ინდივიდუალურად. შესაბამისად, ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგის დადგენა ხდება რეგულირების პერიოდის დაწყების წინა წელს – ტარიფების გაანგარიშების წელს (t). რეგულირების პერიოდისათვის ნორმატიული დანაკარგი დგინდება სატესტო წლის (t-1) ბაზაზე, შემდეგი წესით:

ა) განისაზღვრება სატესტო წლის (t-1) წინა სამი წლის  ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯის პროცენტული მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკული შემდეგი ფორმულით:

ბ) განისაზღვრება სატესტო წლის (t-1) წინა სამი წლის  ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯის პროცენტული მაჩვენებლების საშუალო წლიური ტრენდის (ცვლილების ტენდენცია) მაჩვენებელი შემდეგი ფორმულით:

გ) განისაზღვრება სატესტო წლის (t-1) ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯის პროცენტული მაჩვენებლების მოსალოდნელი შედეგი  საშუალო წლიური ტრენდის მაჩვენებლის მიხედვით:

დ) სატესტო წლის (t-1) ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯის მოსალოდნელი შედეგი  შეედრება ამავე წლის ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯის მაჩვენებელს  და მათ შორის უმცირესი აირჩევა მომავალი რეგულირების პერიოდის (t+1,t+2,t+3) ნორმატიულ დანაკარგად (სამიზნე მაჩვენებელი):

3. იმ შემთხვევაში, თუ სატესტო წლის (t-1) წინა სამი წლის ტრენდი (ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯის ცვლილების ტენდენცია) აღმავალია ან ტრენდის საშუალო მაჩვენებელი ნულის ტოლია, მომავალი რეგულირების პერიოდის ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგის განსაზღვრისათვის გამოიყენება შემდეგი წესი:

ა) ტარიფების დათვლის წლის ფაქტობრივი დანახარჯის მოსალოდნელი შედეგი  განისაზღვრება  პერიოდის ფაქტობრივი დანახარჯების საშუალო სიდიდისა და შედარებითი ანალიზის (ბენჩმარკინგი) მეთოდით (იმავე საწარმოს ისტორიული მონაცემების ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯის უმცირესი ტრენდის მაჩვენებლის, მაგრამ არანაკლებ 0.01-ისა) მიღებული ტრენდის მაჩვენებლის გამოყენებით, ფორმულით:

;

ბ) ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგები და საკუთარი მოხმარება იანგარიშება სტანდარტიზებული მეთოდოლოგიით ან სერტიფიცირებული პროგრამული პროდუქტით, მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ტარიფების დათვლის (t) პერიოდისათვის;

გ) რეგულირების პერიოდის ელექტროენერგიის ნორმატიულ დანაკარგად აიღება „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ტარიფების დათვლის წლის ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯის მოსალოდნელ შედეგსა და ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგების „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაანგარიშებულ და 5%-ით გაზრდილ სიდიდეს შორის უმცირესი მაჩვენებელი:

დ) იმ შემთხვევაში, თუ ქსელურ კომპანიას არ აქვს საქმიანობის წინა სამი წლის ისტორია, ან ქსელის სტრუქტურა ან/და დატვირთვები მნიშვნელოვნად შეიცვალა, მომავალი რეგულირების პერიოდის ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგის განსაზღვრისათვის გამოიყენება ამ მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული და 5%-ით გაზრდილი სიდიდე, მაგრამ არაუმეტეს ამ წესების მე-5 მუხლით განსაზღვრული, სატესტო წლის ფაქტობრივი დანაკარგისა (ეხება მხოლოდ მე-2 შემთხვევას);

ე) ქსელის სტრუქტურის ან/და მისი დატვირთვების მნიშვნელოვნად ცვლილება მოიცავს ერთ-ერთს შემდეგ შემთხვევათაგან:

ე.ა.) განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან გადაცემის ქსელში ელექტროენერგიის გაცემის ოდენობა სატესტო (t-1) წელს გაიზარდა 10%-ით (t-2) წელთან შედარებით;

ე.ბ.) განაწილების ლიცენზიატის ქსელში მიღებული ენერგიის ოდენობა შემცირდა სატესტო (t-1) წელს  10%-ით (t-2) წელთან შედარებით იმის გამო, რომ გადაცემის ქსელზე მიერთებული განაწილების ლიცენზიატის აბონენტის დარეგისტრირება მოხდა პირდაპირ მომხმარებლად ან/და განაწილების ლიცენზიატის ქსელზე მიერთებული აბონენტი, მის მიერ აშენებული პირდაპირი ხაზით, მიუერთდა გადაცემის ქსელს ან ელექტროენერგიის მწარმოებელი სადგურის სალტეს);

ე.გ.) განაწილების და გადაცემის ლიცენზიატების ქსელის ქვედა საფეხურებზე (გამანაწილებელი ქსელისათვის (10–6-3.3) ან/და  0.4 კვ; გადამცემი ქსელისათვის 110-35 ან/და 10-6 კვ) ელექტროენერგიის გაცემა 10%-ით ან ჯამურად 15%-ით გაიზარდა სატესტო (t-1)  წელს (t-2) წელთან შედარებით.


მუხლი 4. ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯები
1. ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯები წარმოადგენს ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგებისა და საკუთარ მოხმარებაზე ელექტროენერგიის ხარჯის ჯამს. ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგები იანგარიშება, როგორც სხვაობა გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში მიღებული და გაცემული (რომელშიც არ შედის საკუთარ მოხმარებაზე ელექტროენერგიის ხარჯი) ელექტროენერგიის რაოდენობებს შორის, რომელიც გამოითვლება აღრიცხვის ხელსაწყოების ჩვენების მიხედვით.

2. ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგები მოიცავს ელექტროენერგიის ტექნიკურ და კომერციულ დანაკარგებს.

3. გადამცემ და გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგები გამოითვლება აღრიცხვის ხელსაწყოების ჩვენების მიხედვით, ჯამურად და ძაბვის საფეხურების მიხედვით.

4. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც აღრიცხვის სისტემა სრულად არ არის მოწესრიგებული და ცნობილია მხოლოდ ქსელში ელექტროენერგიის ჯამური ფაქტობრივი დანაკარგი, ელექტროენერგიის დანაკარგების მიკუთვნება (ალოკაცია) ძაბვის სხვადასხვა საფეხურისათვის მოხდება ამ წესების მე-6 მუხლით დადგენილი პრინციპების შესაბამისად.


მუხლი 5. ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯების განსაზღვრის  პრინციპები 
1. ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯების გაანგარიშებისას ლიცენზიატმა უნდა გამოიყენოს ამ მუხლში მოყვანილი სიდიდეები და მათი გაანგარიშების  ფორმულები.

2. გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში მიღებული ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა შეადგენს გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის ძაბვის თითოეულ საფეხურზე მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობების ჯამს და იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

             

სადაც:

– გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში მიღებული ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა (კვტ.სთ);

  – გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის i-ურ ძაბვის საფეხურზე (500, 400, 330, 220, 110, 35, 10, 6, 3,3 და 0,4 კვ) მიღებული ელექტროენერგიის სრული რაოდენობა (კვტ.სთ).

3. გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელიდან გაცემული და დარიცხული (აღრიცხვის ხელსაწყოების გაუმართაობის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დარიცხული ელექტროენერგია) ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა შეადგენს გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის ძაბვის თითოეული საფეხურიდან გაცემული  ელექტროენერგიის რაოდენობების ჯამს და იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

                    

სადაც:

– გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელიდან გაცემული და დარიცხული ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა (კვტ.სთ);

– გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის i-ური ძაბვის საფეხურიდან (500, 400, 330, 220,110, 35, 10, 6, 3,3 და 0,4 კვ) გაცემული და დარიცხული ელექტროენერგიის სრული რაოდენობა (კვტ.სთ).

4. გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ჯამური ფაქტობრივი დანაკარგები იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

სადაც,

– გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ჯამური ფაქტობრივი დანაკარგები (კვტ.სთ);

– გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის i-ური ძაბვის საფეხურზე (500, 400, 330, 220, 110, 35, 10, 6, 3,3 და 0,4 კვ) ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგების სრული რაოდენობა (კვტ.სთ.);

– ელექტროენერგიის ჯამური საკუთარი მოხმარება გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის ქვესადგურებში (კვტ.სთ).

5. ელექტროენერგიის ჯამური საკუთარი მოხმარება გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის ქვესადგურებში წარმოადგენს გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის ქსელის ძაბვის თითოეულ საფეხურზე საკუთარი მოხმარებების ჯამს და იანგარიშება შედეგი ფორმულით:

                   

სადაც:

– ელექტროენერგიის საკუთარი მოხმარება გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის ქსელის i-ური ძაბვის საფეხურის (500, 220, 110, 35, 10 და 6 კვ) ქვესადგურებში (კვტ.სთ).

6. გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ჯამური ფაქტობრივი დანახარჯები მოიცავს გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ჯამურ ფაქტობრივ დანაკარგებსა და ელექტროენერგიის ჯამურ საკუთარ მოხმარებას გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის ქვესადგურებში და იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

– გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ჯამური ფაქტობრივი დანახარჯები (კვტ.სთ);

– გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის ელექტროენერგიის i-ური ძაბვის საფეხურზე ელექტროენერგიის სრული ფაქტობრივი დანახარჯი (კვტ.სთ).

7. ელექტროენერგიის სრული ფაქტობრივი დანახარჯის პროცენტული მაჩვენებელი  ძაბვის საფეხურების მიხედვით დგინდება ფორმულით:

                 

8. ელექტროენერგიის სრული ფაქტობრივი დანახარჯის ჯამური პროცენტული მაჩვენებელი   დგინდება ფორმულით:

9. იმ შემთხვევაში, თუ გამანაწილებელი ქსელიდან ელექტროენერგიის გაცემა ხდება გადამცემ ქსელშიც:

ა) შესაბამის გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯების გაანგარიშების მიზნით ქსელში მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობას აკლდება გადამცემ ქსელში გაცემული ელექტროენერგიის რაოდენობა

ბ) გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივი დანახარჯის პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად გამოთვლილი ელექტროენერგიის ჯამური ფაქტობრივი დანახარჯების გაყოფით ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ გამანაწილებელ ქსელში მიღებულ ელექტროენერგიაზე

10. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის საშუალებით ხორციელდება ელექტროენერგიის ტრანზიტი, გადამცემი ქსელის ოპერატორი  ვალდებულია:

ა) ელექტროენერგიის დანახარჯების შესახებ ანგარიშში განცალკევებულად წარმოადგინოს ინფორმაცია ტრანზიტის მარშრუტის, რაოდენობისა და ტრანზიტით გამოწვეული დანაკარგების შესახებ;

ბ) ტრანზიტით გამოწვეული ელექტროენერგიის დანახარჯები არ აისახება გადაცემის ქსელისათვის დადგენილ ნორმატიულ დანაკარგებში.


მუხლი 6. ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანახარჯებისა და დანაკარგების ალოკაციის პრინციპები 
1. ძაბვის საფეხურების მიხედვით ელექტროენერგიის ტექნოლოგიური დანახარჯის ალოკაცია (განაწილება) უნდა ემყარებოდეს აღრიცხვის სისტემის მონაცემებს.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც აღრიცხვის სისტემა სრულად არ არის მოწესრიგებული და ცნობილია მხოლოდ ქსელში ჯამური ფაქტობრივი დანაკარგი, ელექტროენერგიის დანაკარგების მიკუთვნება (ალოკაცია) უნდა მოხდეს ძაბვის სხვადასხვა საფეხურზე, შემდეგი პრინციპების დაცვით:

ა) ჯამური ფაქტობრივი დანაკარგი მოიცავს ორ გამსხვილებულ ემპირიულ კომპონენტს:

ა.ა) უქმი სვლის დანაკარგებს ტრანსფორმატორებში, რომლებიც ექსპერტული შეფასებით აიღება 20%-ის ფარგლებში;

ა.ბ) დატვირთვის დანაკარგებს საჰაერო და საკაბელო ხაზებში, რომლებიც ექსპერტული შეფასებით აიღება 80%-ის ფარგლებში;

ა.გ) ძაბვის i-ურ საფეხურზე უქმი სვლის დანაკარგები ნაწილდება მოცემულ საფეხურზე ტრანსფორმატორების სიმძლავრის პირდაპირპროპორციულად, ხოლო დატვირთვის დანაკარგები – მოცემულ საფეხურზე მიღებული ენერგიის პირდაპირპროპორციულად და საფეხურის ეკვივალენტური ძაბვის ფარდობითი მაჩვენებლის კვადრატის უკუპროპორციულად;

ბ) ძაბვის პირველი (ზედა) საფეხურის ქსელში ელექტროენერგიის დანაკარგები განისაზღვრება, როგორც ჯამური დანაკარგის ნაწილი და იანგარიშება ფორმულით (კვტ.სთ):

 

სადაც:

– ელექტროენერგიის ჯამური ფაქტობრივი დანაკარგები, (კვტ.სთ);

– ძაბვის პირველ საფეხურზე  მიღებული ელექტროენერგიის სრული რაოდენობა (კვტ.სთ);

– ქსელში მიღებული ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა (კვტ.სთ);

  – ტრანსფორმატორების ჯამური სრული სიმძლავრე (კვა);

–  ტრანსფორმატორების სრული სიმძლავრე პირველ საფეხურებზე (კვა);

– დანაკარგების ძაბვის ეკვივალენტური სიდიდე პირველ საფეხურებზე ელექტროენერგიის მიღებისას, მაგალითად:

 

– მოცემული საფეხურების ძაბვის ეკვივალენტური სიდიდე, მაგალითად:

 

– ძაბვის საფეხურებია (110, 35, 10, 6, 3.3, 0.4) (კვ);

– საჰაერო და საკაბელო ხაზების სიგრძეებია მოცემულ საფეხურზე (კმ);

გ) პირველი საფეხურიდან მეორე (შემდეგ) საფეხურის ქსელში გაცემული ელექტროენერგიის რაოდენობა ტოლი იქნება (კვტ.სთ):

სადაც:

– ელექტროენერგიის დანაკარგები პირველი საფეხურის ქსელში (კვტ.სთ);

– ქსელის ძაბვის პირველი საფეხურიდან გაცემული და დარიცხული ელექტროენერგიის სრული რაოდენობა (კვტ.სთ);

 – ელექტროენერგიის საკუთარი მოხმარება ქსელის პირველი ძაბვის საფეხურის ქვესადგურებში (კვტ.სთ);

დ)  ძაბვის მეორე  საფეხურზე ქსელში მიღებული ენერგია ტოლი იქნება სხვა ქსელიდან ამ საფეხურზე მიღებულ ენერგიის რაოდენობას დამატებული იმავე ქსელის ზედა საფეხურიდან მოცემულ საფეხურზე ჩამოსული ენერგიის რაოდენობა შესაბამისად, მეორე საფეხურის ქსელში დანაკარგი ტოლი იქნება (კვტ.სთ):

სადაც:

დანაკარგების ძაბვის ეკვივალენტური სიდიდე მეორე საფეხურებზე ელექტროენერგიის მიღებისას. მაგალითად:

  მეორე საფეხურების ძაბვის ეკვივალენტური სიდიდეა. მაგალითად:

ე) დანაკარგები შემდგომ საფეხურებზე გამოითვლება ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მოცემული გამოსახულებების ანალოგიითა და ლოგიკით;

ვ) ძაბვის ბოლო საფეხურის ქსელში ელექტროენერგიის დანაკარგი ტოლი იქნება:


მუხლი 7. ნორმატიული დანაკარგების დამტკიცება და ანგარიშგება
1. გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატებმა ელექტროენერგიის ფაქტობრივი ტექნოლოგიური დანახარჯების შესახებ ინფორმაცია კომისიაში უნდა წარმოადგინონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პერიოდულობით. 

2. თუ გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის ელექტრულ ქსელებში მოკლევადიან პერიოდში გათვალისწინებული არ არის ქსელის სტრუქტურის ან/და დატვირთვების მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაშინ ლიცენზიატს ნორმატიული დანაკარგები უდგინდება რეგულირების პერიოდის ვადით.

3. თუ კონკრეტული რეგულირების პერიოდში გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის ელექტრულ ქსელებში მოხდა ამ წესების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, ქსელის სტრუქტურის ან/და დატვირთვების მნიშვნელოვანი ცვლილებები, რამაც გამოიწვია ლიცენზიატის ქსელში ფაქტობრივი დანაკარგების კომისიის მიერ დამტკიცებულ ნორმატიულ დანაკარგებთან მიმართებაში ზრდა (არანაკლებ 5%-ისა), მაშინ კომისია უფლებამოსილია ლიცენზიატის მიერ სათანადო დასაბუთებისა და ფაქტობრივი მონაცემების კომისიაში წარმოდგენის შედეგად მოახდინოს დანაკარგების ნორმატივის ან/და მისი სტრუქტურის (ძაბვის საფეხურებს შორის გადანაწილება) გადაანგარიშება-კორექტირება.

4. ლიცენზიატის მიერ კომისიაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით წარმოსადგენი დასაბუთება უნდა მოიცავდეს:

ა) ტექნიკური დანაკარგების გაანგარიშებას:

– ქსელის დეტალური ცალხაზოვანი სქემა;

– სქემის ელემენტების სპეციფიკაცია ტექნიკური მახასიათებლებით;

– გაანგარიშებისას გამოყენებული რეჟიმების აღწერა;

– დანაკარგების ანალიზისას გამოყენებული პროგრამული პროდუქტის აღწერა-დახასიათება და მისი ლეგიტიმურობის დადასტურება;

– ტექნიკური დანაკარგების გაანგარიშება სხვადასხვა რეჟიმისათვის უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

o დატვირთვის დანაკარგები;

o უქმი სვლის დანაკარგები;

o დანაკარგები ეგხ-ებში ძაბვის საფეხურების მიხედვით;

o დანაკარგები ტრანსფორმატორებში ძაბვის საფეხურების მიხედვით:

§ უქმი სვლის

§ დატვირთვის

– ტექნიკური დანაკარგების ანალიზი-ალოკაცია და მათი შემცირების ღონისძიებათა ნუსხა და სავარაუდო საინვესტიციო პროექტები;

ბ) ფაქტობრივი დანაკარგების ანალიზს:

– აღრიცხვის სისტემის აღწერა მისი საშუალებით დანაკარგების განსაზღვრის და ალოკაციის შესაძლებლობების კუთხით;

– ფაქტობრივი დანაკარგები ძაბვის საფეხურების მიხედვით;

– ფაქტობრივი დანაკარგები რეგიონების მიხედვით (მხოლოდ განაწილების ლიცენზიატებისათვის);

– ფაქტობრივი დანაკარგების ალოკაცია:

o ტექნიკური დანაკარგები

o კომერციული დანაკარგები;

გ) ელექტროენერგიის საკუთარ მოხმარებას:

o ძაბვის საფეხურების მიხედვით;

დ) ფაქტობრივი დანაკარგების კორელაციას სხვადასხვა ფაქტორსა და ქსელში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენასთან;

ე) დანაკარგების შემცირების ღონისძიებათა გეგმას კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ 94-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით.


მუხლი 8. გარდამავალი დებულებები
1. იმ შემთხვევაში, თუ ნორმატიული დანაკარგების ოდენობის კორექტირების მოთხოვნა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, საჭიროა კონკრეტული კალენდარული წლის განმავლობაში, ნორმატიული დანაკარგის ოდენობის დადგენა განხორციელდება სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამის მონაკვეთებზე, ცვლილებამდე და ცვლილების შემდგომ პერიოდზე.

2. იმ შემთხვევაში, თუ ორი განაწილების ლიცენზიატი გაერთიანდება, წარმოქმნილი კომპანიის პირველი რეგულირების პერიოდში თითოეული კომპანიისათვის ცალ-ცალკე უნდა იქნეს გამოყენებული კომისიის მიერ განსაზღვრული ნორმატიული დანაკარგი და ელექტროენერგიის განაწილებისა და გატარების გაერთიანებულ ტარიფში აისახოს მათ საფუძველზე გაანგარიშებული ელექტროენერგიის ოდენობის შესასყიდი შესაბამისი ხარჯი.

3. გადაცემის ქსელში ნორმატიული დანაკარგები განისაზღვრება ჯამურად, გადაცემის ქსელისათვის გადაცემის ქსელის ოპერატორის მიერ დადასტურებული მონაცემებისა და გაანგარიშების ბაზაზე.

4. კონკრეტული გადაცემის ლიცენზიატების ქსელში ელექტროენერგიის დანაკარგების სიდიდე განისაზღვრება და დგინდება გადაცემის სისტემის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების და დასაბუთების საფუძველზე.

5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ტარიფში აისახება გადაცემის ქსელისათვის განსაზღვრული და დამტკიცებული ნორმატიული დანაკარგის სრული ოდენობა (ტრანზიტით გამოწვეული დანაკარგის გარდა), რომელიც დგინდება გადაცემის ქსელის ოპერატორის გაანგარიშების ბაზაზე.

6. სანამ ელექტროენერგიის ტექნიკური აღრიცხვა გამანაწილებელ ქსელში სრულად შესაბამისობაში მოვა კომისიის 2014 წლის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ 59-ე, 65-ე, 66-ე, 104-ე და 108-ე მუხლებითა და კომისიის 2015 წლის №51/18 გადაწყვეტილებით დადგენილ მოთხოვნებთან (2020 წლის 1 იანვრამდე), ელექტროენერგიის დანაკარგების მიკუთვნება (ალოკაცია) ძაბვის სხვადასხვა საფეხურზე უნდა მოხდეს წინამდებარე წესების მე-6 მუხლით განსაზღვრული პრინციპების დაცვით.

7. ვიდრე ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძებს 500 კვ-იან ეგხ „იმერეთსა“ და 220 კვ-იან ეგხ „ეგრისზე“ არ მიენიჭება საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძის სტატუსი, შესაბამისობაში არ მოვა „ქსელის წესებით“ დადგენილ შესაბამის მოთხოვნებთან და ელექტროენერგიის ტექნიკური აღრიცხვა გადამცემ და გამანაწილებელ ქსელში სრულად თანხვედრილი არ იქნება კომისიის 2014 წლის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ 59-ე, 65-ე, 66-ე, 104-ე და 108-ე მუხლებითა და კომისიის 2015 წლის №51/18 გადაწყვეტილებით დადგენილ მოთხოვნებთან (2020 წლის 1 იანვრამდე), ელექტროენერგიის დანაკარგების მიკუთვნება (ალოკაცია) ძაბვის სხვადასხვა საფეხურზე შესაძლებელია არ განხორციელდეს.

8. ვიდრე ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძებს 500 კვ-იან ეგხ „იმერეთსა“ და 220 კვ-იან ეგხ „ეგრისზე“ არ მიენიჭება საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძის სტატუსი და ისინი შესაბამისობაში არ მოვა „ქსელის წესებით“ დადგენილ შესაბამის მოთხოვნებთან, გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის დანახარჯის/დანაკარგის მაჩვენებლებად (კვტ/სთ) წინამდებარე ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის მიზნებისათვის t-4, t-3, t-2 და t-1 წლებისათვის აღებული უნდა იქნეს საქართველოს ენერგეტიკის  მინისტრის  2006  წლის  30  აგვისტოს  №77  ბრძანებით  დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ 23-ე მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული ფაქტობრივი საშუალო დანაკარგი, ტრანზიტით გამოწვეული დანაკარგების გათვალისწინების გარეშე.

9. ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დადგენის ან/და დადგენილი ნორმატიული დანაკარგის კორექტირების მოთხოვნის წარმოდგენა კომისიაში  გადაცემის სისტემის ოპერატორისა და განაწილების ლიცენზიატების მიერ უნდა მოხდეს ტარიფების დადგენის განაცხადის კომისიაში წარმოდგენის პარალელურად, სატარიფო განაცხადის წარმოდგენიდან არაუგვიანეს ორი თვის ვადაში ამ წესის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ გაანგარიშებებთან და დასაბუთებებთან ერთად (ძალაშია 2018 წლის 1 იანვრიდან).