„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29630
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 07/11/2017
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2017
ძალაში შესვლის თარიღი 07/11/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016430
  • Word
29630
07/11/2017
ვებგვერდი, 08/11/2017
000000000.00.00.016430
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება29630

2017 წლის 7 ნოემბერი

. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) 28-ე პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ბ) ქვეგანყოფილება „იდენტ.“ ივსება გრაფის განყოფილებაში „ლუქის ახალი №№“ კოდირებული მონაცემი „5“-ის ჩაწერისას და მიეთითება იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ტიპი („1“ – ძალოვანი ლუქის შემთხვევაში, „2“ – მწებავი ლენტის შემთხვევაში), ხოლო მძიმის შემდეგ ნომერი. რამდენიმე იდენტიფიკაციის საშუალების შემთხვევაში მიეთითება თითოეულის ნომერი სრულად, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადის ხაზით, ხოლო თუ ისინი თანმიმდევრობითაა აღებული, პირველი ნომერი ჩაიწერება სრულად, მომდევნო იდენტიფიკაციის საშუალებებზე კი მხოლოდ ნომრ(ებ)ის ბოლო ორი ციფრი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადის ხაზებით. ამასთან, იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ნომერი/ნომრები მიეთითება მხოლოდ ციფრებით;“;

ა.ბ) 32-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) განყოფილება „იდენტ“ ივსება განყოფილებაში „ლუქი“ კოდირებული მონაცემი „4“-ის ან „5“-ის ჩაწერისას და მიეთითება გამგზავნი საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ტიპი („1“ – ძალოვანი ლუქის შემთხვევაში, „2“ – მწებავი ლენტის შემთხვევაში), ხოლო მძიმის შემდეგ ნომერი. რამდენიმე იდენტიფიკაციის საშუალების შემთხვევაში მიეთითება თითოეულის ნომერი სრულად, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადის ხაზით, ხოლო თუ ისინი თანმიმდევრობითაა აღებული, პირველი ნომერი ჩაიწერება სრულად, მომდევნო იდენტიფიკაციის საშუალებებზე კი მხოლოდ ნომრ(ებ)ის ბოლო ორი ციფრი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადის ხაზებით. ამასთან:

გ.ა) იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ნომერი/ნომრები მიეთითება მხოლოდ ციფრებით;

გ.ბ) კოდირებული მონაცემი „5“-ის შემთხვევაში, გამგზავნი საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის მონაცემების მითითების შემდეგ აღინიშნება მძიმე და გამგზავნ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის მონაცემები;“;

ბ) 71 მუხლის 21-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეორე განყოფილება ივსება პირველ განყოფილებაში კოდირებული მონაცემი „4“-ის ან „5“-ის ჩაწერისას და მიეთითება გამგზავნი საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ტიპი („1“ – ძალოვანი ლუქის შემთხვევაში, „2“ – მწებავი ლენტის შემთხვევაში), ხოლო მძიმის შემდეგ ნომერი. რამდენიმე იდენტიფიკაციის საშუალების შემთხვევაში მიეთითება თითოეულის ნომერი სრულად, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადის ხაზით, ხოლო თუ ისინი თანმიმდევრობითაა აღებული, პირველი ნომერი ჩაიწერება სრულად, მომდევნო იდენტიფიკაციის საშუალებებზე კი მხოლოდ ნომრ(ებ)ის ბოლო ორი ციფრი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადის ხაზებით. ამასთან:

ბ.ა) იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ნომერი/ნომრები მიეთითება მხოლოდ ციფრებით;

ბ.ბ) კოდირებული მონაცემი „5“-ის შემთხვევაში, გამგზავნი საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის მონაცემების მითითების შემდეგ აღინიშნება მძიმე და გამგზავნ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის მონაცემები;“;

გ) მე-13 მუხლის 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„35. გრაფა 37 „სასაქონლო ოპერაცია“ – აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს დროებით შენახვას და ჩაიწერება „79“, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ სასაქონლო ოპერაციას ან წინმსწრები განაცხადით საქონლის დროებით შენახვას და ჩაიწერება შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად ან განაცხადით საქონლის დროებით შენახვის კოდი – „79“. თუ წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია ან განაცხადი არ არსებობს, მაშინ ჩაიწერება „00“. ექსპორტში უკან დაბრუნების პირობით მოქცეული საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში მეორე ორი ციფრის ადგილზე ჩაიწერება „12“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება „000“.“;

დ) 36-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. გრაფა 44 „დამატებითი ინფორმაცია“ – გრაფაში აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები კლასიფიკატორის მე-10 ნაწილის შესაბამისად. გრაფაში აღინიშნება საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) კოდი (420 ან 421) კლასიფიკატორის მე-10 ნაწილის შესაბამისად, ხოლო დეკლარაციის უკანა გვერდზე მიეთითება იდენტიფიკაციის საშუალების ნომერი. რამდენიმე იდენტიფიკაციის საშუალების შემთხვევაში მიეთითება თითოეულის ნომერი სრულად, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადის ხაზით, ხოლო თუ ისინი თანმიმდევრობითაა აღებული, პირველი ნომერი ჩაიწერება სრულად, მომდევნო იდენტიფიკაციის საშუალებებზე კი მხოლოდ ნომრ(ებ)ის ბოლო ორი ციფრი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადის ხაზებით. ამასთან, იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ნომერი/ნომრები მიეთითება მხოლოდ ციფრებით;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი