“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 სექტემბრის №67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 სექტემბრის №67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 85
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 12/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 120060000.22.026.016535
85
08/11/2017
ვებგვერდი, 09/11/2017
120060000.22.026.016535
“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 სექტემბრის №67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №85

2017 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 სექტემბრის №67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 სექტემბრის №67 ბრძანებით (ვებგვერდი, 23/09/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120060000.22.026.016413) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლს დაემატოს „ტ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ტ1) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში იურისტის ფუნქციის განმახორციელებელ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილი კანდიდატის შერჩევის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინუკრი გელაშვილი