„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 25 სექტემბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 02/11/2017
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 310150000.32.061.016224
18
02/11/2017
ვებგვერდი, 09/11/2017
310150000.32.061.016224
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 25 სექტემბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

დადგენილება №18

2017 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 25 სექტემბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  კანონის  მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 25 სექტემბრის  №28 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 29/09/2015წ., სარეგისტრაციო კოდი 310150000.32.061.016155) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის“ (შემდგომში წესი) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების  დეპარტამენტისა) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, თითოეულს 1 (ერთი) ერთეული;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“  ქვეპუნქტი:

„ბ1) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 2 (ორი) ერთეული;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია