„პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №169 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 137
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 29/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 100090000.22.038.016895
137
29/11/2017
ვებგვერდი, 30/11/2017
100090000.22.038.016895
„პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №169 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №137

2017 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

„პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №169 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №169 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), 08/07/2013, 100090000.22.038.016193) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მოშიმშილე მისი სურვილის შემთხვევაში უნდა განთავსდეს განცალკევებით, სადაც პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, მასზე შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. ამასთან, მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დაწესებულების ექიმის დასკვნის საფუძველზე, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით იგი შეიძლება მოთავსდეს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში.

12. თუ მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი დატოვება დაწესებულებაში, ექიმის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, „სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად, ხდება მისი გადაყვანა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება მოშიმშილის ახლო ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო ბრალდებულის შემთხვევაში, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელ პროკურორს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზვიად მიხანაშვილი