,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N01-252 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-221
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2017
ძალაში შესვლის თარიღი 13/11/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016169
01-221
06/11/2017
ვებგვერდი, 08/11/2017
010240030.22.030.016169
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N01-252 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-221

2017 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №01-252 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №01-252 ბრძანებით (ვებგვერდი, 05/01/2017, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016155) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამმართველო;          

ბ) სამხრეთ აზიის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების სამმართველო.

2. ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების შესახებ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის ინფორმაციის პერიოდული მოძიება და ანალიზი;

ბ) ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან კომპეტენციის ფარგლებში საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების განხორციელება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების, რეკომენდაციებისა და შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;

დ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა და კონტაქტების დამყარება;

ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის (ვერბალური ნოტები, სასაუბრო მასალები, წერილები) მომზადება.

3. სამხრეთ აზიის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამხრეთ აზიის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების შესახებ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის ინფორმაციის პერიოდული მოძიება და ანალიზი;

ბ) სამხრეთ აზიის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან კომპეტენციის ფარგლებში საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების განხორციელება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების, რეკომენდაციებისა და შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;

დ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა და კონტაქტების დამყარება;

ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის (ვერბალური ნოტები, სასაუბრო მასალები, წერილები) მომზადება.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან.

საგარეო საქმეთა მინისტრიმიხეილ ჯანელიძე