დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | თიღვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.145.016142 |
|
„თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №12 დადგენილებაში (სსმ, №15, 24/08/2010; 010260020.35.145.000370) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს ეკისრება დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი: „32. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს ეკისრება პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი: „33. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ადგენს ოქმს პირის გარდაცვალების შესახებ“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები