დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/11/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.162.016412 |
|
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ახმეტის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/01/2017, 190020020.35.162.016388) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
,,დანართი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
თავი I
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი |
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი სახით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი სახით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11319,7ათასი ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 2172,0 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 8 450,7 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 697,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 6 906.6 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 6161,6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) არაფინანსური აქტივების ზრდა განისაზღვროს 6361,6 ათასი ლარის ოდენობით, შემდეგი სახით:
ბ) არაფინანსური აქტივების კლება განისაზღვროს 200,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო –
1 748,5 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება –
1 832,4 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება –
84,4 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 81,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 131,6 ათასი ლარი (მ.შ. 1,6 ათასი ლარი 2016 წლის ნაშთიდან)
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 71,6 ათასი ლარი (მ.შ. 1,6 ათასი ლარი 2016 წლის ნაშთიდან); ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 57.3 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 2.7ათასი ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ახმეტის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. აღრიცხვაზე იქნება აყვანილი და სამედიცინო შემოწმებას გაივლის 200-მდე წვევამდელი. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შენარჩუნება და განახლება, ასფალტის საფარის ორმული შეკეთება, რაც გააუმჯობესებს არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას. დაზიანებული ქვაფენილების და ტროტუარების აღდგენა-რეაბილიტაცია დამოპირკეთება ასფალტობეტონის საფარით. კერძოდ 2017 წლის განმავლობაში ცალკეული ობიექტების მიხედვით გათვალისწინებულია:-სოფელ საკობიანოში რკინაბეტონის დიუკერისა და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, მასზე გამოყოფილი თანხის ოდენობა შეადგენს 30,0 ათას ლარს,სოფელ ბირკიანში რკინა-ბეტონის ხიდის მოწყობა – 15,0 ათასი ლარი,სოფელ საბეროში რკინა-ბეტონის ხიდის მოწყობა-15,0 ათასი ლარი, თუშეთში წოვათის ხიდის მოწყობა – 60,0 ათასი ლარი, სოფელ მატანში ბეტონის გზის მოწყობა – 30,0 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით შიდა გზების მოხრეშვა და ორმული შეკეთებები – 146,4 ათასი ლარი, შახვეტილა-ჭართალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-25,0 ათასი ლარი,თუშეთისა და ტბათანის გზების რეაბილიტაცია – 95,6 ათასი ლარი, ცენტრალური ბიუჯეტით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება 200,0 ათასი ლარი. მიმდინარე წელს განხორციელდება აგრეთვე, ქ. ახმეტის ბ. ჩოლოყაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია – 693,0 ათასი ლარი, სოფელ ზმ. ხოდაშნის შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია – 266,8 ათასი ლარი, სოფელ ფიჩხოვანის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 486,0 ათასი ლარი, ქ. ახმეტაში ოძელაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 142,3 ათასი ლარი, სოფელ ყვარელწყლის შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია-404,9 ათასი ლარი, ახმეტა-ბაწარის საავტომობილი გზის 22-ე კმ-დან სოფელ ძიბახევამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-466,1 ათასი ლარი, მდ. ალაზანზე დუისი ქვ ხალაწნის დამაკავშირებელი საცალფეხო ხიდის მოწყობა-170,9 ათასი ლარი. გათვალისწინებულია აგრეთვე, ქ. ახმეტის ყვარლის (128,5ათ. ლარი) და თბილისის (277,6 ათ.ლარი)ქუჩების მოპირკეთება ასფალტბეტონის საფარით. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება. 2.2.1. ბინათმშენებლობა(პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ კასრისწყალში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია, რისთვისაც გამოყოფილია 160,0 ათასი ლარი და ქ. ახმეტის მრავალბინიანი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც გამოყოფილა 40,0 ათასი ლარი, 2.2.2. წყლის სისტემის რეაბილიტაციადა ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემების და სათავე ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია, აგრეთვე არსებული სისტემის მოვლა-შენახვა. განხორციელდება სოფლების ჭაბურღილების ენერგო სისტემების მოწყობა და რეგიონალური პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრების თანადაფინანსება, კერძოდ, სოფელ ოჟიოს წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის თანხის ოდენობა შეადგენს – 260,0 ათას ლარს. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
2.2.3. ა(ა)იპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების სასმელი წყლის სისტემების მოვლა-პატრონობის ცენტრი(პროგრამული კოდი (03 02 09) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლით უკეთ მომარაგების მიზნით საჭირო ხდება დამატებითი ჭაბურღილების მოწყობა, დაზიანებული და მოძველებული სასმელი წყლის სისტემების და სათავე ნაგებობების მოწყობა რეაბილიტაცია. 2.2.3. გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება. ქალაქისა და სოფლების ქუჩების ახალი ქსელების მოწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელებზე გახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
2.2.4. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04) .ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ მოხდება სანაგვე ურნების შეძენა და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდება დამატებითი ღონისძიებანი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ეკოლოგიური და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. . მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
2.2.5 ა(ა) იპ – კეთილმოწყობისა და გარე განათების სამსახური (პროგრამული კოდი 03 02 12) მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ყოველდღიურად მოხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. დაიგვება ქალაქის ქუჩები, სკვერები. განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისაგან განთავისუფლება. საჭიროებისამებრ სისტემეტიურად გაიწმინდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული როგორც რკინა-ბეტონის ასევე გრუნტის სანიაღვრე არხები. დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობა, ქალაქისა და სოფლების ქუჩების ახალი ქსელების მოწყობა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
2.2.6. სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) გათვალისწინებულია სოფლების სარწყავი ქსელის მოწყობისა და რეაბილიტაციის ხარჯები. მიმდინარე წელს განხორციელდება სოფელ ჯოყოლოში, მდ. ალაზანზე ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობა – 106,5 ათასი ლარი. 2.2.7. სანიაღვრე არხების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 06) საჭიროებისამებრ, სისტემატურად გაიწმინდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული,როგორც რკინა-ბეტონის, ასევე გრუნტის სანიაღვრე არხები. გათვალისწინებულია სოფ. დუისში რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა, რისთვისაც გამოყოფილია 69800 ლარი. 2.2.8. სპეც ტექნიკის, და სათადარიგო ნაწილების შეძენა(პროგრამული კოდი 03 02 10) გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის საჭიროებისათვის სასოფლო-სამეურნეო მანქანების შეძენის, ტრაქტორის კაპიტალური შეკეთებისა და სათადარიგო ნაწილების შეძენის ხარჯები. 2.2.9. სკვერების, ბორდიურების, დასასვენებელი ბაღებისა და მწვანე ნარგავების მოვლა პატრონობისა და რეაბილიტაციის ხარჯები(პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ. ახმეტის სკვერების კეთილმოწყობის ხარჯები და სოფელ ხოდაშენში ხარების ეკლესიის ეზოს შემოღობვის სამუშაოები, რაზედაც გათვალისწინებულია 15, 0 ათასი ლარი. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 3.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბავშვების მეთვალყურეობა, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა.ასაკობრივი მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 38 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას მიიღებს 1591 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს.პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბავშვების მეთვალყურეობა, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა,ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სწავლების დონის განსაზღვრა,შესაბამისი პროგრამების ,სასწავლო და მეთოდური მასალების განსაზღვრა.ბავშვთა სრულფასოვანი კვების ორგანიზება.ერთ ბავშვზე თვეში საშუალოდ დაიხარჯება 32 ლარი. 2017 წელს სოფელ ზემო ალვნის №1 და №2 საბავშვო ბაღის შენობების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გათვალისწინებულია 50,0 ათასი ლარი. ასევე მიმდინარე წელს დასრულდება სოფელ შახვეტილის საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები რისთვისაც გათვალისწინებულია 35,5 ათასი ლარი. დაგეგმილია აგრეთვე ქ. ახმეტის №2 და №4 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, რისთვისაც გამოყოფილია 358,0 ათასი ლარი და ქვემო ალვნის საბავშვო ბაღის საძირკვლის გამაგრების სამუშაოები რისთვისაც გამოყოფილია 41.9 ათასი ლარი. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3.2. საჯარო სკოლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 02) 2017 წელს განხორციელდება სოფელ ქორეთის სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც გამოყოფილი იქნება 20,0 ათასი ლარი. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული მონაცემების გამოვლენა, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდება ბიბლიოთეკების, მუზეუმების, ხელოვნების სკოლის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. გათვალისწინებულია სტადიონების და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.2017 წელს მოეწყობა ქ. ახმეტაში ჟალურის უბნის სპორტული დარბაზი, რისთვისაც გათვალისწინებულია 70,0 ათასი ლარი, სოფელ მაღრაანის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა – 50,0 ათასი ლარი, სოფელ ახშნის მინი სპორტული მოედანი, – 35,0 ათასი ლარი, შახვეტილის მინისტადიონის მოწყობა- 5,0 ათასი ლარი, ქვემო ალვნის სპორტული შენობის რეაბილიტაცია – 50,0 ათასი ლაარი, ზემო ალვანში სატრენაჟორო დარბაზის მოწყობა-30,0 ათასი ლარი ხოლო მატნის სპორტკომპლექსის თანადაფინანსებისათვის გათვალისწინებულია 215,0 ათასი ლარი. 2017 წლის განმავლობაში დაფინანსდება სამი სპორტული სკოლა,ესენია:
სკოლებში ფუნქციონირებს ძიუდოს, თავისუფალი, ბერძნულ-რომაულის, მკლავჭიდის, ფეხბურთის, კალათბურთის, მძლეოსნობის, ჩოგბურთის, კინგბოქსინგის სექციები და აღნიშნულ სექციებში ჩართულია 725-მდე ბავშვი, აქედან 50-მდე გოგონაა.პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტის ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.2.1.ა(ა)პ „ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ ადმინისტრაციის ხარჯები(პროგრამული კოდი 05 02 01) მოხდება ადმინისტრაციის შესანახი ხარჯებისა და სხვადასახვა კულტურული ღონისძიების დაფინანსება. 4.2.2. ბიბლიოთეკები (პროგრამული კოდი 05 02 02) დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 8 ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია 133688 ცალი წიგნი,საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნაზე. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
4.2.3. კლუბები (პროგრამული კოდი 05 02 03) დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის სახლები (ქ.ახმეტის, ქისტაურის, ოჟიოს, ქვ.ალვანის,ზემო ალვანის, მატნის, საკობიანოს, დუისის, ჯოყოლოს, ომალოს). ჩატარდება ქ.ახმეტის კულტურის სახლის შენობის შიდა ოთახების რეკონსტრუქცია. 4.2.4. მუზეუმები (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმების მოვლა პატრონობის ხარჯების დაფინანსებას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სამი მუზეუმი: 1. რაფიელ ერისთავის სახლ მუზეუმი; 2. ახმეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; 3. პანკისის ეთნოგრაფიული მუზეუმი. აღნიშნული მუზეუმებისათვის სისტემეტურად ხდება სამუზეუმო ექსპონატების მოძიება-მატება, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალის ქრონოლოგიური პერიოდულობით დალაგება და კლასიფიკაცია. 2017 წელს რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმს ჩაუტარდება შენობის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც გამოყოფილია 30,0 ათასი ლარი. 4.2.5. ძეგლები (პროგრამული კოდი 05 02 05) დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა ისტორიული ეპოქის 400-ზე მეტი ისტორიული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხარჯები. 4.2.6. მუსიკალური კოლექტივები (პროგრამული კოდი 05 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლი ,,ბახტრიონი’’ და ანსამბლი „პანკისი’’. 4.2.7. სახელოვნებო და მუსიკალური სკოლები. (პროგრამული კოდი 05 02 07) პროგრამა ითვალისწინებს სახელოვნებო ორგანიზაციებში შემოქმედებითი აზროვნების დანერგვა-ხელშეწყობას. ხალხური შემოქმედების, ფოლკლორული, ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში ჩართულია ორი სახელოვნებო სკოლა, ესენია:
სკოლა ასევე უზრუნველყოფს მომავალი თაობების ცოდნის გაღრმავებას, სკოლაში არის სახელოვნებო წრეები, როგორიცაა ხატვის, ჭადრაკის, ცეკვის, თიხის და გამოყენებითი ხელოვნების. სკოლაში ირიცხება 300 ბავშვი. რადგანაც სწავლა უფასოა, მშობლებს ეძლევათ საშუალება გაწეული ეკონომიით მიღებული დანაზოგი წარმართონ ოჯახის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამ პროგრამაში 2017 წლისათვის გათვალისწინებულია უნარშეზღუდული ბავშვების ჩართვა, რაც უზრუნველყოფს მათ მომავალი პროფესიული ცოდნით, რადგან ისინი გარდა ფსიქოლოგიური განტვირთისა შეისწავლიან რომელიმე პროფესიას,როგორიცაა: კერვა, ქარგვა, თექის დამზაქდება, თიხის დამუშავება და ა.შ. რაც მათი შემდგომი დამოუკიდებელი არსებობისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ამავე პროგრამაში შესაძლებელია ჩართული იყვნენ დიასახლისები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ დახმარებას და არც საპენსიო ასაკი აქვთ. აქ ისინი განერიდებიან მძიმე სოციალურ პრობლემებს და ასევე შეიძენენ განათლებას, რომელიც შეიძლება მათი შემოსავლის წყარო გახდეს. სკოლაში ასევე ფუნქციონირებს სპორტული სექცია როგორიცაა კრივი სადაც მომზადებას გადის 35 ბავშვი. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
4.2.8. ა(ა)იპ ,,თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია’’ (პროგრამული კოდი 05 02.09) თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია შეადგენს 31434 ჰექტარს და მოიცავს თუშეთის ტერიტორიაზე არსებულ 48 სოფელსა და ნასოფლარს, მათ მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ტყის ნაწილებს, გზებს.პროგრამის მიზანია თვითმყოფადი ისტორიულ-კულტურული გარემოს შენარჩუნება, ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობა, ასევე ეროზიული გავლენის ზონაში მოხვედრილი ტერიტორიების დაცვა ანთროპოგენული ზემოქმედებისაგან, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველსაყოფად სისტემატურად განხორციელდება თუშეთის შიდა გზების რეაბილიტაცია და წმენდა ნაშალისაგან. თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თუშეთში ახორციელებენ ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტებს როგორიცაა თუშეთში (სოფელ შენაქოში)სასმელი წყლის ქსელი რეაბილიტაცია,ეროზიული ტერიტორიების მართვა-გაკულტურება, სასოფლო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.2.9. ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალური ტყე-პარკებისა და სასაფლაოების მართვის ცენტრი“(პროგრამული კოდი 05 02 11) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტყე-პარკებისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და გამწვანების სამუშაოები. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.4.საინფორმაციო ცენტრი (პროგრამული კოდი 05.03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრის გაზეთი ,,ბახტრიონი’’. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
4.5. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1. ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის მიხედვით განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა. პროგრამა მიმართულია მოსახლეობაში ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ზედამხედველობის, მათი გავრცელების შემცირების და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის. ინფექციური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვის ყველაზე ეფექტური და შედეგზე გათვლილი ღონისძიება არის იმუნიზაცია, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმთავრეს ფუნქციას.ჩვენს რაიონში მეცხოველეობა არის ადამიანთა საქმიანობის მნიშვნელოვანი სფერო, ამიტომ მოსახლეობაში გვხვდება ბრუცელოზის შემთხვევები,რაც საჭიროებს აქტიურ ეპიდზედამხედველობას, ვეტსამსახურის დროულ ჩართვას, ოჯახის წევრების ლაბორატორიულ კვლევას და მკურნალობის დროულ დაწყებას. ახმეტის რაიონში აღარ გვაქვს მალარიის შემთხვევები, მაგრამ არ ვართ დაზღვეული რომ დაავადებული ადამიანი შემოვიდეს სხვა ქვეყნიდან, სწორედ ამიტომ მალარიის პროგრამა მუშაობს ქვეყანაში და ამასთან ახმეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ფუნქციონირებს ლაბორატორია სადაც ხდება მალარიის ლაბორატორიული კვლევა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ აგრეთვე ხორციელდება აქტიური ზედამხედველობა ტუბერკულოზის ყველა ახლად გამოვლენილ შემთხვევაზე. ერთ ერთი უმთავრესი პროგრამა, რომელიც ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ არის ცოფთან ბრძოლის პროგრამა. ამ პროგრამის განხორციელება წარმოებს ვეტსამსახურთან აქტიური თანამშრომლობის ფონზე, ამასთან ერთად ცოფით დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება მოსახლეობის ინფორმირება აღნიშნული დაავადების შესახებ. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.2. სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.2.1.ავადმყოფთა მკურნალობის ხარჯები (06.02.01.) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურებისათვის დახმარებას. 5.2.2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება (06.02.02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება. 5.2.3. ხანძრით, მიწისძვრით და სხვა სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური დაცვა(06.02.03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფულადი და მატერიალური დახმარება. 5.2.4. მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურება (06.02.04) ქვეპროგრამის ძირითადი დანიშნულებაა ყოველ კვირა დღეს ავტოტრანსპორტით უფასო მომსახურება გაეწიოს ილტოსა და პანკისის ხეობის მოსახლეობას. 5.2.5. ომის ვეტერანთა სადღესასწაულო და სარიტუალო ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში სამამულო ომის ვეტერანები სადღესასწაულოდ მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 200 ლარის ოდენობით, გარდაცვლილი ომის ვეტერანთა ოჯახები მიიღებენ სარიტუალო ხარჯებისათვის თანხას 250 ლარის ოდენობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 250 ლარის ოდენობით. 5.2.6. უმწეოთათვის უფასო სასდილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად და უმწეო მდგომარეობაში მყოფ 270-მდე ბენეფიციარის ყოველდღიურად უფასო კვებას. 5.2.7. თუშეთის მოსახლეობის ავიარეისით მომსახურების ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის დანიშნულებაა ამინდის გაუარესების დროს შექმნილ უგზოობის პერიოდში ავიარეისით უფასო მომსახურეობა გაეწიოს თუშეთის მოსახლეობას. |
თავი III
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, შემდეგი სახით:
“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები