საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ცალკეული პროფესიული საჯარო მოხელეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ცალკეული პროფესიული საჯარო მოხელეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 06/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.025.016241
75
06/11/2017
ვებგვერდი, 06/11/2017
010340000.22.025.016241
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ცალკეული პროფესიული საჯარო მოხელეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №75

2017 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ცალკეული პროფესიული საჯარო მოხელეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცალკეული პროფესიული საჯარო მოხელეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცალკეულ  მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის №154 ბრძანება („საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი: www.matsne.gov.ge;  ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი: 25/10/2013წ.; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.025.016119);

ბ) „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 27 ოქტომბრის 112 ბრძანება („საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი: www.matsne.gov.ge;  ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი: 29/10/2014წ.; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.025.016156);

გ) „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 11 ნოემბრის 118 ბრძანება („საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი: www.matsne.gov.ge;  ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი: 12/11/2014წ.; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.025.016158).

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიილია ელოშვილი