„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 266
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 04/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.016766
266
04/12/2017
ვებგვერდი, 04/12/2017
010340000.22.027.016766
„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №266

2017 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.11.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.027.016216) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ8“ და „ჰ9“ ქვეპუნქტები:

„ჰ8) სასმელი, სამკურნალო მინერალური, სამრეწველო, ტექნიკური და თბოენერგეტიკული მიწისქვეშა წყლების მარაგებისა და პროგნოზული რესურსების კლასიფიკაციის და მარაგების გამოთვლის ანგარიშის შედგენის მეთოდური მითითებების ინსტრუქცია;

9) „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შესახებ.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) 31 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) 131 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 132 პუნქტი:

132. საჯარო სამართლის იურიდიული პირი დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო: „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები.“;

ე) მე-16 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ეროვნული სასწავლო გეგმა; ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა; ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო; აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტი;“;

ვ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

17.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესები;

ბ) სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესი;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების  – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სახომალდო სამსახურის ინსტრუქცია და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების საერთო სახომალდო სიგნალების ცხრილი;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი;

ე) იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი;

ვ) ოჯახში ძალადობის დროს მოძალადისათვის ჩამორთმეული პირად საკუთრებაში არსებული იარაღის შენახვის წესისა და პირობების, აგრეთვე მოძალადისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით შეზღუდულად სარგებლობის ან/და ჩამორთმევის წესი და პირობები;

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქცია;

თ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესი;

ი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქცია;

კ) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესი;

ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენი სავიზო განცხადება-ანკეტის ფორმა;

მ) შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმები, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრა;

ნ) იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის ფორმა და მისი შედგენისთვის უფლებამოსილი პირების განსაზღვრა;

ო) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობები;

პ) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტები (ბილეთები);

ჟ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გასაცემი ვიზის ბლანკის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი;

რ) სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესი;

ს) კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესი;

ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საფელდეგერო მომსახურების ტარიფები;

უ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ან დაკარგული ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულება;

ფ) სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მონაცემების ცენტრალიზებული კომპიუტერული აღრიცხვის, ინფორმაციის შევსებისა და დამუშავების, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი;

ქ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმები;

ღ) სასაზღვრო წარმომადგენლის – სასაზღვრო კომისრის დებულება;

ყ) პოლიციელის ფიცის ტექსტი;

შ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება;

ჩ) პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარების და გამოყენების წესი;

ც) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის დროებითი ინსტრუქცია;

ძ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხა;

წ) პირის ინდენტიფიკაციის, მოწვეულ პირთან გასაუბრების, პირის ზედაპირული შემოწმების და სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერების ოქმების ფორმები;

ჭ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესი;

ხ) სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესი;    

ჯ) სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნის წესი;

ჰ​) გადაუდებელი აუცილებლობისას სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარებაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ;

1) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას;

2) პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესი;

ჰ​3) საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესი;

ჰ​4) თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასით სარგებლობის (მოძრაობის/სრიალის) უსაფრთხოების წესები;

ჰ​5) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქცია;

6) ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო  ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი;

7) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოსაცემი ნორმატიული აქტები.“.

2. მე-2 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების/განხორციელებული საქმიანობის საფასურებთან და მის გადახდასთან, აგრეთვე, რეგულირების საფასურის ანგარიშგების საკითხები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი