დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სადაზღვევო ბროკერ შპს „ფაინენშელ ბროკერს ჯორჯია“–ს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06/11-რ |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 25/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №06/11-რ
2017 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სადაზღვევო ბროკერ შპს „ ფაინენშელ ბროკერს ჯორჯიას“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მტავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 18 ნოემბრის №09 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. გაუქმდეს სადაზღვევო ბროკერ შპს „ფაინენშელ ბროკერს ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 406043589, სადაზღვევო ბროკერთა სარეგისტრაციო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი №012004) რეგისტრაცია.
2. შპს „ფაინენშელ ბროკერს ჯორჯიას“ რეგისტრაციის გაუქმების საფუძველზე განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება სადაზღვევო ბროკერთა სარეგისტრაციო რეესტრში.
3. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები