„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის N01/778 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01/1281
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.055.016062
01/1281
03/11/2017
ვებგვერდი, 06/11/2017
010320040.22.055.016062
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის N01/778 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის N01/778 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01/1281

2017 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №01/778 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს  ცენტრალური აპარატის  საჯარო  მოხელეთა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013  წლის 31 ოქტომბრის N01/778 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 04/11/2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.055.016035) დამტკიცებულ „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ (შემდგომში – „საკვალიფიკაციო მოთხოვნები“) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. „საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის  ხელმძღვანელი:

ა) უმაღლესი  იურიდიული ან ეკონომიკური განათლება;

ბ) იურიდიული ან ფინანსური აღრიცხვა/კონტროლის ან/და  საგადასახადო  სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) შემდეგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) საქართველოს შრომის კოდექსი;

გ.გ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”;

გ.დ) საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და  კორუფციის  შესახებ“;

გ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ.ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”;

გ.ზ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

გ.თ) საქართველოს კანონი „სპორტის შესახებ“;

გ.ი) საქართველოს  საბიუჯეტო კოდექსი;

გ.კ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“;

გ.ლ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ“;

გ.მ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

გ.ნ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №183 დადგენილება  „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების   დამტკიცების შესახებ“;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft office word – კარგი, Microsoft office excel – კარგი, Microsoft office outlook – კარგი);

ე) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა“.

2. „საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იურიდიული დეპარტამენტის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა)  უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ) შემდეგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) საქართველოს შრომის კოდექსი;

გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.დ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ვ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ.თ) „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი:

გ.ი) „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების  სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“  საქართველოს კანონი;

გ.კ) „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ლ) „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“  საქართველოს კანონი;

გ.მ) „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №183 დადგენილება;

გ.ნ) „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის №302 დადგენილება;

გ.ო)  „სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №01/129 ბრძანება;

გ.პ) „სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №2 ბრძანება;

გ.ჟ) „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანება;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft office word – კარგი, Microsoft office excel – კარგი, Microsoft office outlook – კარგი);

ე) სასურველია:

ე.ა) საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის გამოცდილება;

ე.ბ) სასამართლო დავებში მონაწილეობისა ან/და ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გამოცდილება;

ე.გ) სამართლებრივ აქტებზე და ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელირევაზ ჯაველიძე