დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის N181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 225 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 03/11/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/11/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 17/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.160.016436 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №181 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2016, №190020020.35.160.016392) შევიდეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი |
თავი I
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 38 260,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 13 900,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 19 166,1 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 5 233,9 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 31 791,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 9 134,7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 11 634,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 2 500,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-2 626,5) ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
|
მუხლი 12.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-2 315,1) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ გასასტუმრებელი ვალდებულებები შედგენს 2 315,1 ათასი ლარს, კერძოდ:
|
მუხლი 13.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 316,2 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 558,9 ათასი ლარი, მიიმართოს:
ა) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 330,9 ათასი ლარი; ბ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 225,0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 3,0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
|
თავი II
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 1.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. რუსთავში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება, ასევე ახალი და შიდაკვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. 1.1.1 გზებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქში არსებული შიდაგზების, ეზოებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია და გზების ორმული დამუშავება, კერძოდ: მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს ეზოების ასფალტ/საფარის რეაბილიტაცია. ასევე, რეგიონის განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტები. 1.1.2 ქუჩებში ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებისა და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი/სათვალთვალო სისტემების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქში აუცილებელ მონაკვეთებზე ე.წ. „მწოლიარე პოლიციელების“ მოწყობა, ქუჩების დახაზვა და საგზაო ნიშნებისა და კამერების მონტაჟი. 1.1.3 საქალაქო ტრანსპორტის გაჩერებებზე საინფორმაციო ტაბლოების მოწყობა/რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქში არსებულ სატრანსპორტო გაჩერებებზე დამონტაჟებული ტაბლოების რეაბილიტაცია და ახლების მონტაჟი. 1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის დასუფთავება და ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა. 1.2.1 საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალსართულიანი სახლების სახურავებისა და ფასადების რეაბილიტაცია; ასევე დაგეგმილია საზოგადოებრივი აქტივობების ხელშეწყობა, სამოქალაქო პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ჩართულობის უზრუნველყოფა. პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობის პრინციპით განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობების სხვადასხვა კომუნალური პირობების მოწესრიგება. 1.2.2 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქალაქის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების ელ. ენერგიის ხარჯი, რეაბილიტირებულ გზებზე და შიდაკვარტალურ ეზოებში სანათი წერტილების მოწყობა/რეაბილიტაცია. 1.2.3 ქალაქის ეკოლოგიური დაცვა (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის დასუფთავების“ მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს საცხოვრებელი კორპუსების შიდა ბუნკერების და გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლებასა და საცხოვრებელი სახლების ეზოებში დაგვა-დასუფთავებას მეეზოვეების მეშვეობით. ასევე მოწესრიგდება გამწვანებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა. 1.2.4 ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურისა და გამწვანების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „უზრუნველყოფის“ პროგრამა, რაშიც გათვალისწინებულია არსებული გამწვანების მოვლა-პატრონობა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება, შადრევნების მოვლა-პატრონობის სამუშაოები; ასევე ქალაქის საკუთრებაში მრავლად არის შენობა-ნაგებობები და სხვადასხვა ობიექტები, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოიყენება თვითმმართველი ქალაქის საჭიროებებისათვის და შესაძლოა განხორციელდეს მათი ეტაპობრივი პრივატიზაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და უცხო პირთა ხელყოფისაგან დაცვის მიზნით; ასევე ზემოხსენებული ააიპ-ი განახორციელებს ქალაქის გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობას. 1.3 ქალაქის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სკვერების რეაბილიტაცია/კეთილმოწყობა, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია. 1.3.1 სკვერების, ეზოების, ძეგლებისა და მემორიალების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სკვერების/გაზონების დეკორატიული ღობით მოპირკეთებისა და მოწყობა/რეაბილიტირებასთან დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოები; ასევე დაგეგმილია ქალაქის მასშტაბით 44 ეზოს კეთილმოწყობა. 1.3.2 საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რემონტი (პროგრამული კოდი 03 03 02) ქალაქის საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობებია, რომლებიც ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. შენობების ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე მიმდინარე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება. ქვეპროგრამის მიზანი ამ შემთხვევაში შენობების ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის შენარჩუნებაა, რა დროსაც არსებული სარემონტო სამუშაოებით ხდება უფრო მეტი დაზიანებებისა და შესაბამისად მეტი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის თავიდან აცილება; ასევე დაგეგმილია ავარიული საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები. 1.3.3 ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და ექსპერტიზის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 05) ქალაქში დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების გათვალისწინებით შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. ხოლო საჭიროების შემთხვევებში აუცილებელია შესაბამისი გეოლოგიური კვლევების წარმოებაც. ასევე აუცილებელია სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 1.3.4 ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 03 06) პროგრამით გათვალისწინებულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტსა და ასოციაცია „უკრაინის ენერგოეფექტური ქალაქების“ შორის 2011 წლის 2 მაისს გაფორმებული მერების შეთანხმების ფარგლებში 2020 წლისათვის რუსთავის ტერიტორიაზე CO2 ემისიის შემცირება, რითაც დაიზოგება შენობიდან სითბოს გადინება და ამავე დროს შემცირდება ელ. ენერგიის მოხმარება. 1.4 მუნიციპალური ტრანსპორტის დოტაცია (პროგრამული კოდი 03 04) ქალაქში კვლავ აქტუალური რჩება შიდასაქალაქო ტრანსპორტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. საწვავისა და მარაგნაწილების სულ უფრო მზარდი ფასები ასახვას პოულობს მგზავრობის საფასურზე. პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა შიდასაქალაქო ტრანსპორტით მოსარგებლე მოსახლეობისათვის არსებული ტარიფის შენარჩუნება შესაბამისი ორგანიზაციის დოტაციის გზით, რასაც მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა გააჩნია. 1.5 მონაწილეობითი ბიუჯეტირების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 05) ქვეპროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულ იქნა ევროკომისიის მიერ შესაბამის საგრანტო ხელშეკრულებაზე დაყრდნობით, სადაც თანადაფინანსების პრინციპით პროექტის ღირებულების 90%-ს დააფინანსებს ევროკომისია, ხოლო 10% წილის ასიგნება ეკუთვნის თვითმმართველობას. პროექტის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში და ტერიტორიულ ორგანოებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე მოქალაქეთა მეტი ჩართულობის მიზნით მათი ინფორმირება, რაც ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტების შედგენისას გამჭვირვალეობის გაზრდას და მათი მოსაზრებების ასახვას ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში. 2. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით, დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. 2.1 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01 01) პროგრამას ახორციელებს ააიპ „რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება“; ქალაქში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 20 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 6 100 ბავშვი. საბავშვო ბაღებში რეაბილიტირების ჩატარების შემდეგ დაგეგმილია დამატებითი ჯგუფების გახსნა, რის შედეგადაც ბავშვების რაოდენობა გაიზრდება. ასევე დაგეგმილია საბავშვო ბაღების რემონტი და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. 2.2 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01 02) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი“, სადაც რეაბილიტაციის კურსს გაივლის 200-მდე ბენეფიციარი. 3. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. 3.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 3.1.1 სასპორტო სკოლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის“ დაფინანსებას, რომელიც აერთიანებს 4 სპორტულ სკოლას და 1300-ზე მეტ სპორტსმენს; ცენტრი მოიცავს სპორტის სხვადასხვა სახეობას და უზრუნველყოფს ამ სახეობების განვითარებას, მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმას და მათთვის საწვრთნელი პირობების შექმნას. 3.1.2 სპორტული კლუბების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამა მოიცავს საფეხბურთო (შპს „რუსთავის რუსთავი“), საკალათბურთო (შპს „რუსთავი 1991“) და რაგბის (ააიპ „რუსთავის ხარები“) კლუბების ფინანსურ მხარდაჭერას. 3.1.3 სპორტული და საბავშვო ინფრასტრუქტურის მოწყობა/რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება საბავშვო გასართობი ატრაქციონების საბავშვო მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია და ასევე განხორციელდება ქალაქში არსებული სპორტული კომპლექსების რეაბილიტაცია და მოედნების მოწყობა/რეაბილიტირება. 3.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული დაწესებულებების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 3.2.1 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (ქვეპროგრამის კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება ბენეფიციართა სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა ნივთებითა და ტკბილეულით დასაჩუქრება. 3.2.2 სახელოვნებო სკოლები (ქვეპროგრამის კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრი“, რომელიც აერთიანებს კულტურის ცენტრში არსებულ ადგილობრივ ანსამბლებს, 3 მუსიკალურ, 1 ხელოვნებისა და 1 სამხატვრო სკოლას, სადაც სწავლობს 1000-ზე მეტი მოსწავლე; ასევე ზემოხსენებული ა(ა)იპ–ი უზრუნველყოფს სადღესასწაულო ღონისძიებების მოწყობას. აღნიშნული ა(ა)იპ-ის უმთავრესი მიზანია ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა, ლიტერატურული და თოჯინური თეატრების აღორძინება, ხალხური რეწვის მივიწყებული დარგების აღორძინება და პოპულარიზაცია, ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის ხელშეწყობა, სამუსიკო და ქორეოგრაფიული ნიმუშების შესწავლისა და პოპულარიზაციისათვის სათანადო პირობების შექმნა. 3.2.3 კულტურის სახლების ხელშეწყობა (ქვეპროგრამის კოდი 05 02 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ა(ა)იპ „გ. ლორთქიფანიძის სახ. რუსთავის თეატრის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსებას, როგორებიცაა: მხატვრული აღზრდის პროპაგანდა, ყველა თაობის ნიჭიერ შემოქმედთა ხელშეწყობა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, პოპულარიზაცია, ტრადიციების აღორძინება; გაამძაფროს საზოგადოების ინტერესი თეატრალური ხელოვნებისადმი და მოიზიდოს ყველა თაობის მაყურებელი. 3.2.4 მუზეუმის ხელშეწყობა (ქვეპროგრამის კოდი 05 02 04) ქვეპროგრამა მოიცავს ა(ა)იპ „რუსთავის ისტორიული მუზეუმის“ დაფინანსებას, რომელიც სისტემატურად მოიპოვებს, იცავს, იკვლევს, პოპულარიზაციას უწევს და გამოფენს ადამიანთა და მათი საარსებო გარემოს ამსახველ ნივთიერ მასალას; შეისწავლის მათ, განათლების, საზოგადოებისათვის ცოდნის გაცემის და ესთეტიკური სიამოვნების მინიჭების მიზნით; მუზეუმი აღვივებს საზოგადოების თვითშეგნებას პატრიოტული სულისკვეთებით. 3.2.5 ბიბლიოთეკების ხელშეწყობა (ქვეპროგრამის კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება“, რომელიც აერთიანებს 4 ბიბლიოთეკას, სადაც ხდება ბიბლიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობა, წიგნადი ფონდების შევსება დაკომპლექტება და სრული აღრიცხვა, ყველა ასაკის მკითხველის მომსახურება საჭირო ინფორმაციით და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით. 3.2.6 კულტურული დაწესებულებების რეაბილიტაცია (ქვეპროგრამის კოდი 05 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება რუსთავში არსებული კულტურული ობიექტების, მათ შორის კულტურის ცენტრის შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები და მუზეუმის გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 3.3 ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ „ახლაგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი“, ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას ქალაქის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. 3.4 რელიგიური კონფესიების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თვითმმართველობის ტერიტორიაზე არსებული რელიგიური კონფესიების დაფინანსება მათი ან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მომართვის (თანხმობის) საფუძველზე. 4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 4.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
4.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ ქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 4.2.1 მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი (0-დან 100 000-მდე ქულის მქონე) მოსახლეობისა და შშმ პირების 1 700 ბენეფიციარის ერთჯერადი ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა. 4.2.2 სარიტუალო მომსახურებები (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ომში მონაწილე ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 300 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 150 ლარის ოდენობით; ქ. რუსთავის ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 150 ლარის ოდენობით. 4.2.3 შეღავათი სასმელი წყლის გადასახადზე (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 0-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე საციალურად დაუცველი ოჯახების სასმელი წყლის გადასახადისაგან გათავისუფლება (ბენეფიციართა რაოდენობა ცვალებადია სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული მონაცემების მიხედვით). 4.2.4 შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 0-დან 150 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის უზრუნველყოფა (ბენეფიციართა რაოდენობა ცვალებადია სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული მონაცემების მიხედვით); ქალაქში მცხოვრები ვეტერანების მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის უზრუნველყოფა (1 500-ზე მეტი ბენეფიციარი); სსიპ-ებისა და სხვადასხვა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათები (2 700-ზე მეტი ბენეფიციარი); შშმ პირთა მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათები (150-ზე მეტი ბენეფიციარი). 4.2.5 ინდივიდუალური დახმარებების პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ რუსთაველ ჯარისკაცთა ოჯახების (65 ბენეფიციარი), 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში (4 ბენეფიციარი) და 2004 წლის აგვისტოს თვეში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახების (3 ბენეფიციარი), საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისა (3 ბენეფიციარი) და ე.წ. მინდობით აღმზრდელი ოჯახების (35 ბენეფიციარი), რეინტეგრირებული ოჯახების კომუნალური გადასახადების დაფარვა, თითოეულ ოჯახზე წელიწადში 500 ლარის ოდენობით; ასევე გათვალიწინებულია საოპერაციო მკურნალობების დაფინანსება გეგმურ ქირურგიულ, ონკოლოგიურ და კარდიოქირურგიულ დაავადებებზე, აგრეთვე დაფინანსდება რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) C ჰეპატიტით დაავადებულთა სამედიცინო კვლევები. 4.2.6 უხუცეს დღეგრძელთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია რუსთავში მცხოვრები 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი მატერიალურ დახმარება, თითოეულზე 300 ლარი. 4.2.7 რუსთავის მოხუცებულთა სახლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცების თავშესაფრით, კვებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. 4.2.8 მოქალაქეთა მედიკამენტებით დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია რუსთავში მცხოვრები შშმ პირების, პენსიონერებისა და 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მედიკამენტებით დახმარება, თითოეულზე არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით. 4.2.9 მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 0-დან 150 000-ქულამდე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების მატერიალური დახმარება, თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით (734 ბენეფიციარი). 4.2.10 საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
4.2.11 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სტატუსით უსინათლო ბენეფიციარების (145 ბენეფიციარი) კომუნალური ხარჯების დაფარვა (დენი 240 ლარის ფარგლებში და გაზი 240 ლარის ფარგლებში წლიურად), ასევე ფინანსდება აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე ბავშვთა (80 ბენეფიციარი) რეაბილიტაციის კურსი წელიწადში ერთჯერადად 600 ლარის ოდენობით. 4.2.12 სტუდენტთა სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული რუსთაველი სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული (დევნილი), შშმ სტუდენტებისა და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების (შემდგომში – „ბენეფიციარი“) სოციალური დახმარება წახალისების მიზნით თვეში 50 ლარის ოდენობით. |
მუხლი 16.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
დოკუმენტის კომენტარები