დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტსა და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 3 ივლისის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 118 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016876 |
|
„მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტსა და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 3 ივლისის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტსა და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 3 ივლისის №68 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06/07/2015, 100110000.22.038.016483) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 ამ ბრძანების მოქმედება გავრცელდეს №5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და №16 დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაზე.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის: ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობა ხორციელდება დაწესებულების, სააგენტოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს (შემდგომში – პრობაციის ბიურო) და სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში.“; ბ) მე-2 მუხლის: ბ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. კოორდინირებული საქმიანობის პროცესში დაწესებულების მოვალეობები“; ბ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის ან/და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისათვის კანონით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდამდე 3 თვით ადრე წერილობით მიმართოს სააგენტოს, დაწესებულების გარეთ ამ მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასების თაობაზე.“; ბ.გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მიწოდებულ დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას დაწესებულების უფლებამოსილი პირი გადაიტანს მსჯავრდებულის დახასიათების ფორმაში, რომელიც წარედგინება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელის შეცვლასთან დაკავშირებით. 5. დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის დასრულებამდე 3 თვით ადრე წერილობით მიმართოს (დანართი №2) პრობაციის შესაბამის ბიუროს (მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით), დაწესებულების გარეთ იმ მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასების თაობაზე, რომელსაც თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდგომ განსაზღვრული აქვს პირობითი მსჯავრი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულის გათავისუფლება ხდება პატიმრობის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ – „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად).“; ბ.დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან/და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია პრობაციის ბიუროში (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) გადააგზავნოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ამონაწერი, მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.“; გ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. შეფასების დასრულების შემდეგ მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის დოკუმენტი იგზავნება შესაბამის დაწესებულებაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 დეკემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები