დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში არასრულწლოვნის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №179 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 119 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016877 |
|
„არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში არასრულწლოვნის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №179 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში არასრულწლოვნის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №179 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04/01/2016, 100110000.22.038.016594) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში დაწესებულების მოვალეობები“. ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. დაწესებულება ვალდებულია არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის ან/და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისათვის კანონით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდამდე არაუგვიანეს 3 თვისა, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით (დანართი №2), წერილობით მიმართოს სააგენტოს, დაწესებულების გარეთ ამ მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასების თაობაზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 დეკემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები