დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ცაგერის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.116.016355 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,ცაგერის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’ დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება, გარდა დანართის მე-2 მუხლის „გ’’ და „დ’’ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან.
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის „გ’’ და ‘დ’’ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან. |
|
დანართი N1
|
ცაგერის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
წინამდებარე დოკუმენტი ადგენს საკვალიფიკაციო ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში – საჯარო დაწესებულება) დირექტორის მიმართ, რაც მოიცავს: მოთხოვნებს საჯარო დაწესებულების დირექტორის განათლების და გამოცდილების, სამართლებრივი აქტების ცოდნის, სხვა საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიმართ, ასევე, საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობის შემთხვევაში. |
მუხლი 2.
განათლება და გამოცდილება |
საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა ჰქონდეს
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება; ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება ან ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესია დაწესებულებაში ადმინისტრაციულ პერსონალად მუშაობის გამოცდილება) და ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით; დ) გავლილი სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე); ე) მე-2 მუხლის „ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ პირებს, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტში მუშაობენ საჯარო დაწესებულების დირექტორად. |
მუხლი 3.
სამართლებრივი აქტების ცოდნა |
საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები:
ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ; გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი; დ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ე) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი’’; ვ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’; ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; თ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი; |
მუხლი 4.
სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები |
1. საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს:
ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები; ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები; გ) ინკლუზიური განათლების პრინციპები; დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპები; ე) განათლების ძირითადი თეორიები; ვ) პრაქტიკული კვლევის მეთოდი განათლებაში; ზ) ადრეული განათლების თავისებურებები და პრინციპები; თ) ორგანიზაციული ქცევის თეორიული საფუძვლები; ი) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები; კ) ფინანსური მართვის საფუძვლები; ლ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპები; მ) ფონდების მოძიების პრინციპები; ნ) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები; ო) ინვენტარიზაციის პროცედურები. 2. საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს: ა) ადამიანური რესურსების მართვა; ბ)პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება; გ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობა; დ) კომპლექსური ურთიერთობის მართვა; ე) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი; ვ) დაწესებულების მუშაობის ეფექტური შეფასება; ზ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა; თ) შესყიდვების დაგეგმვა; ი) წლიური ბიუჯეტის შედგენა; კ) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის ელექტრონული და მატერიალური ფორმით წარმოება; ლ) რომელიმე უცხო ენაზე საუბარი და ტექსტის გაგება; მ) კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობა. |
მუხლი 5.
საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა |
საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის; ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიურ შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები