თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 50/2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 01/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016364
50/2017
01/11/2017
ვებგვერდი, 02/11/2017
010210010.15.008.016364
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №50/2017

2017 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 1 ნოემბრის №49/2017 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა) დანართის სახით.
მუხლი 2
ცესკოს მიერ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის გამოყოფილი თანხები ჩაირიცხოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გახსნილ საბანკო ანგარიშებზე.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი

დანართი

რიგითი  № ოლქის
ოლქის
დასახელება
საოლქო ხარჯები საუბნო ხარჯები დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯები სულ აუთვისებელი რესურსი საოლქო კომისიის ანგარიშზე  ირიცხება საოლქო კომისიის ანგარიშზე
1 29 ყაზბეგი 1,570 1,900 3,850 7,320 616 6,704
2 35 ხაშური 4,591 9,200 6,200 19,991 274 19,717
3 36 ბორჯომი 2,107 3,870 6,350 12,327 1,600 10,727
4 59 ქუთაისი 9,567 13,549 7,850 30,966 8,625 22,341
5 60 ოზურგეთი 11,670 1,000 8,060 20,730 3,770 16,960
6 65 მარტვილი 2,516 4,401 5,950 12,867 5,391 7,476